x
image
პროფესორი
რას წერს კანდიდ ჩარკვიანი სტალინზე
image

1946 წლის დეკემბერია. ომი კარგა ხნის დამთავრებულია. ცხოვრება და სამეურნეო მშენებლობა ნორმალურ კალაპოტში დგება. საქმეებზე მოსკოვში ჩასულს სტალინთან შესახვედრად აგარაკზე მიწვევენ. სტალინი პოლიტბიუროს რამდენიმე წევრის მონაწილეობით ჩემგან დაყენებულ საკითხებს იხილავს. შემდეგ კი ჩვეულებრივად მაგიდასთან გვეპატიჟებიან.

ვახშმობისას სტალინი მოულოდნელად კაბერნეს საკითხს დაუბრუნდა და ნახევრადხუმრობით მკითხა:

– წაიღო თელიანის ნაკვეთი წყალმა თუ ისევ ადგილზეა?


კითხვამ ორი წლისწინანდელი საუბარი გამახსენა და თან გამაკვირვა: ნუთუ ამ კაცს, რომელსაც ომის დროს და ომის შემდეგაც იმდენი საზრუნავი ჰქონდა, ის უმნიშვნელო საუბარი დაამახსოვრდა?!

– თელიანს რა უნდა მოსვლოდა, ამხანაგო სტალინ, ის კვლავ თავის ადგილზეა, _ ვუპასუხე.

– იმიტომ გეკითხებით, _ განაგრძო სტალინმა, _ რომ თქვენ ერთხელ თქვით, შეიძლება ეს ვენახი იქვე ჩამდინარე ხევმა წალეკოს და “თელიანის” მარკის ღვინო აღარ გვექნებაო.

მხოლოდ ახლა გამახსენდა, რომ 1944 წლის საუბრისას სტალინს ამ შინაარსის შეკითხვაზე დადებითად ვუპასუხე.

– არა, ამხანაგო სტალინ, თელიანს წყალს არ გავატანთ. მას ბეტონის კედლით ვზღუდავთ და საიმედოდ ვიცავთ.

– იცავთ, ალბათ, მაგრამ რატომ ამ ერთ ნაკვეთს შესჩერებიხართ და კაბერნეს ვენახებს არ აფართოებთ? თვითონ თელიანის ნაკვეთის გარშემო ხომ არის მიწის ფართობები, განა იქ იგივე ნიადაგი არ იქნება?! საერთოდ, ჩვენი მუშაკები ცდილობენ, ზოგჯერ დოგმებს ამოეფარონ. ასე ცხოვრება უფრო იოლია. თელიანის წარმოების გადიდება შეიძლება არც ისე მნიშვნელოვანი პრობლემა იყოს, მაგრამ დიდ საკითხებშიც ვხვდებით ამგვარ მიდგომებს. თქვენ კი გირჩევთ, _ დაასრულა სტალინმა თავისი შეგონება, _ თელიანსა და მის მიდამოებში გამოძებნოთ შესაფერისი ფართობები და გააშენოთ კაბერნეს ჯიშის ახალი ზვრები. მოელაპარაკეთ კვების სახალხო კომისარიატს და შეუდექით ამ საქმეს. ნახავთ, რომ “თელიანის” მარკის ღვინის წარმოება საქართველოში მნიშვნელოვნად მოიმატებს.

სათქმელი არაფერი მქონდა, არგუმენტები ანგარიშგასაწევი იყო.

2
410
3-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
410
  
2018, 10 ოქტომბერი, 16:41
გეთანხმები
2018, 10 ოქტომბერი, 16:39
ყურძენს უფრთხილდებოდა და ხალხს მაგადანზე და კოლიმაზე ასახლებდა.
ტირანი...
0 1 2