x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"უხეშად მოხდა ყველაფერი,მაგრამ ის არ ყვიროდა"-SPIGEL-მა რონალდუს ჩვენება გამოაქვეყნა+ვიდეო
imageცნობილი გახდა იმ ღამის დეტალები, რის გამოც ქრიშტიანუ რონალდუ სკანდალში გაეხვია.



გერმანელმა ჟურნალისტებმა და Football Leaks-ის ანონიმურმა ჰაკერებმა გამოჩხრიკეს 2009 წლის ინციდენტის დეტალები, რის შემდეგაც პორტუგალიელ ფეხბურთელს ამერიკელი მოდელის კეტრინ მაიორგას გაუპატიურებაში ედება ბრალი.



2009 წელს პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ლას-ვეგასის ღამის კლუბში(იხილე ვიდეო) გაიცნო ამერიკელი მოდელი კეტრინ მაიორკა, რის შემდეგაც წყვილი სასტუმრო Palms Place-ში დაბინავდა.


მოგვიანებით სპორტსმენმა განაცხადა, რომ მათ შორის სქესობრივი კავშირი ნებაყოფლობითი იყო.



თუმცა, როგორც გერმანულმა გამოცემა Der Spiegel-მა გაარკვია, რონალდუს ადვოკატები დატრიალდნენ და ისე ქნეს, რომ ეს ინციდენტი მიჩქმალულიყო, ქალს კი დუმილისთვის 375 000 დოლარი გადაუხადეს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მაიორგამ 8 წლის შემდეგ მაინც გადაწყვიტა ხმის ამოღება.

image

ამჯერად Der Spiegel-ს ჩაუვარდა ხელში აქამდე უცნობი დოკუმენტები, სადაც 2009 წელს, რონალდუს მიერ პოლიციაში მიცემული ჩვენებაა აღწერილი:

"ის გვერდულად იწვა და ნება დამრთო ეს გამეკეთებინა, საწოლზე იწვა გვერდულად და მე უკნიდან შევედი, უხეშად მოხდა, მაგრამ პოზა არ შეგვიცვლია 5-7 წუთი, შეიძლება მან მართლაც მიიღო რამდენიმე სისხლჩაქცევა...მან ხელი მკრა და მითხრა "არა არ გინდა, მე ისეთი არ ვარ, როგორც სხვები, ამის შემდეგ ბოდიში მოვუხადე"(რონალდუს ჩვენებაში ნაგულისმხებია ანალური სექსი)


მოგვიანებით კეტრინ მაიორგამ აღნიშნა, რომ სწორი ნაწლავის ტრავმა მიიღო.



ამის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუს ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ სწორი ნაწლავის ტრავმა კეტრინმა თვითნებურად მიიყენა და გაუპატიურების შესახებ განცხადება მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ შეიტანა. გარდა ამისა გაქრა კაბა, რომელიც იმ ღამით ეცვა.



როგორც ცნობილია ამ ინციდენტის გახმაურების შემდეგ რონალდუ ნაკრებიდან დროებით დაითხოვეს, იგი გამოტოვებს მატჩს 11 და 14 ოქტომბერს პოლონეთის და შოტლანდიის წინააღმდეგ.ასევე იტალიის წინააღმდეგ, რომელიც ნოემბერში გაიმართება.


2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ლას-ვეგასის პოლიციამ ფეხბურთელის კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ გამოძიება განაახლა.



0
277
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
277
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0