x
მეტი
  • 20.10.2018
  • სტატია:81811
  • ვიდეო:333827
  • სურათი:438958
იოსებ ბაკურაძის სპექტაკლი შექსპირის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მიიწვიეს

image


მოძრაობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და რეჟისორის იოსებ ბაკურაძის სპექტაკლი „ქარიშხალი“ შექსპირის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მიიწვიეს.

შექსპირის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ერევანში იმართება და მონაწილეობას მსოფლიოს ათეულობით ქვეყნის თეატრი იღებს.


image


აღნიშნულ ფესტივალზე საქართველო უკვე მეორედ არის მიწვეული. გასულ წელს ქვეყნის სახელით რუსთაველის თეატრი წარსდგა. წელს კი ფესტივალის ორგანიზატორებმა მოძრაობის თეატრი მიიწვიეს.


ფესტივალის ჟიური მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნიდან მიწვეული თეატრმცოდნებისა და კრიტიკოსებiსგან არის დაკომპლექტებული. გამარჯვებულებს რამდენიმე კრიტერიუმით გამოვალენენ.


image


„ქარიშხლის“ რეჟისორის იოსებ ბაკურაძის თქმით, ქარიშხალი შექსპირის უკანასკნელი და ყველაზე ჯადოსნური პიესაა.


„ ეს ჩემი პირველი დადგმა იყო შექსპირის პიესებიდან, რომელიც შექსპირის საიუბილეო წელიწადს დავდგი. შექსპირის საიუბილეო წელიწადს მინდოდა ახალი სპექტაკლი დამედგა და ”ქარიშხალი” განვახორციელე, რადგან დასის შემადგენლობა მაძლევდა საშუალებას ყველაზე ჯადოსნური პიესა დამედგა შექსპირის პიესებიდან. მოძრაობის თეატრის სპეციფიკაც იძლეოდა ამის საშუალებას, რომ უსიტყვოდ გადმოგვეცა შექსპირის უკანასკნელი პიესის სიუჟეტი”, - აღნიშნავს იოსებ ბაკურაძე


image



მოძრაობის თეატრი ერთგვარი ჟანრების თეატრია, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ცეკვას, მიმოდრამას, აკრობატიკას, პანტომიმას, ფიზიკურ თეატრს, ბალეტს, საბრძოლო და საცირკო ელემენტებს, ფოლკლორს და საავტორო მუსიკას. ამ სპეციფიკიდან გამომდინარე გამომდინარე სანახაობა ერთნაირად საინტერესოა ყველა ასაკისა თუ ეროვნების მაყურებლისათვის.


----------------------

საკონტაქტო პირი

მოძრაობის თეატრის პრესსამსახური მარი ონეზაშვილი

ტელ: 599 18 07 44 / ელ-ფოსტა mari.onezashvili@gmail.com

0
7
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0