x
image
გემი დალანდი
არასოდეს არ გაასესხოთ, არ ისესხოთ, არ ათხოვოთ და არ ითხოვოთ ეს 5 რამ!
image

ხალხურ ცრურწმენებში არა მხოლოდ შიშია დაფარული რამისა, არამედ სიბრძნეც, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა. თუ ასეთ გადმოცემებს დავუჯერებთ, პირადი ნივთები სხვებს არ უნდა ვათხოვოთ.

მაშ ასე, ხალხური გადმოცემების თანახმად, არასოდეს არ ისესხოთ, არ გაასესხოთ, არ ითხოვოთ და არც სხვას ათხოვოთ შემდეგი რამ:


1. მარილი


მარილი ტყუილად როდია მიჩნეული მაგიურ პროდუქტად. მარილის გასესხება არ შეიძლება, ჩუქება შეგიძლიათ. ამ პროდუქტს ენერგეტიკული ძალა აქვს და ადამიანის ბედზეც შეუძლია გავლენის მოხდენა. მარილის გასესხებით, შემდეგ კი მისი უკან დაბრუნებით ადამიანმა შესაძლოა იღბალი დაკარგოს, ახლობლებთან ურთიერთობა გაუფუჭდეს და ავად გახდეს.

image

2.ჭურჭელი

ჭურჭელს აქვს თვისება, დაიმუხტოს იმ გარემოს ენერგეტიკით, სადაც იმყოფება. თუ სახლში ცუდი ატმოსფეროა, ასეთი ჭურჭელი მის ახალ მფლობელს არაფერს კარგს არ მოუტანს. განსაკუთრებით საშიშად ითვლება დაზიანებული, გაბზარული ჭურჭელი. ასეთი ჭურჭლის შენახვა არაა რეკომენდებული.

image

3. ტანსაცმელი

ოჯახის წევრები ხშირად იყენებენ ერთამანეთის ტანსაცმელს და ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ, თუმცა სხვისმა ტანსაცმელმა შესაძლოა პატრონის ცუდი ენერგეტიკაც მოგიტანოთ. ეს განსაკუთრებით ფეხსაცმელს ეხება, ამიტომ, არასოდეს ჩაიცვათ სხვისი ფეხსაცმელი.

image

4.სამკაულები

ძვირფასეულობა და ბიჟუტერიაც კი კარგად “იწოვს" თავისი პატრონის ენერგიას და მას ახალ მფლობელს გადასცემს. ეს განსაკუთრებით ვერცხლს, პლატინას, ბროლს, ბრილიანტს და მთვარის ქვას ეხება.

image

5. ცოცხი

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი ცოცხსაც თხოულობს. არადა, ამ ნივთმა საცხოვრებელი არ უნდა დატოვოს. როცა ცოცხს სხვას აძლევთ, ფინანსური პრობლემებისთვისაც უნდა მოემზადოთ. ცოცხის მიცემა სხვისთვის მხოლოდ მაშინ შეგიძლიათ, როცა უკვე აღარ გჭირდებათ.

image


როცა სხვა ადამიანს ჩვენს ნივთებს ვაძლევთ, მას ჩვვენს ენერგეტიკასაც ვუზიარებთ და პირიქით, როცა მისგან ვიღებთ რამეს, მისი ენერგეტიკა ჩვენზე გადმოდის. რა გავლენას მოახდენს ეს ჩვენზე, ეს უკვე აღარ ვიცით. ამიტომ, შეიძლება სასაცილოდაც გეჩვენებათ, მაგრამ იქნებ მართლა ღირს დაფიქრებად, რომ ჩვენს ჯანმრთელობას და ფინანსურ მდგომარეობას საფრთხე არ შევუქმნათ?


0
10738
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
10738
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0