x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რუსეთმა ლიბიაში საჯარისო ნაწილები და რაკეტები გაგზავნა?

imageდიდი ბრიტანეთი: რუსეთმა ლიბიაში საჯარისო ნაწილები და რაკეტები გაგზავნა

დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ ვლადიმერ პუტინს სურს ომში ჩაფლული ჩრდილოაფრიკული ქვეყანა ახალ სირიად აქციოს.

სპეცასამსახურებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეის სადაზვერვო ინფრომაცია მიაწოდეს: „რუსეთმა ლიბიაში საჯარისო ნაწილები და რაკეტები გადაისროლა“.

ამ ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ მოსკოვის მთავარი ამოცანაა - კონტროლზე აიყვანოს ევროპაში მიმავალი მიგრანტთა უმსხვილესი უკანონო მარშრუტი.

რუსეთის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს (გრუ) ოფიცრები (ასევე გრუ-ს სპეცრაზმი) უკვე აღმოსავლეთ ლიბიაში იმყოფებიან.


რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“-ს საფარქვეშ ზღვისპირა ქალაქებში თობრუკსა და ბენღაზში უკვე მოქმედებს ორი რუსული სამხედრო ბაზა.

რუსეთმა ასევე სირიაში განალაგა საჰაერო თავდაცვის სისტემები S-300 და ანტისარაკეტო რაკეტები „კალიბრი“.

კრემლი მხარს უჭერს ყველაზე გავლენიან ლიბიელ სარდალს - გენერალ ხალიფა ხაფთარს და მის არმიას მძიმე სამხედრო ტექნიკას აწვდის. გენერალი ხაფთარი, ლიბიის ნაციონალური არმიის მეთაური, ფაქტიურად არის აღმოსავლეთ ლიბიის დიდი ნაწილის სამხედრო მმართველი.

„თუ მოსკოვი აღმოსავლეთ სანაპიროზე კონტროლს დააწესებს, ეს გამოიწვევს ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპისკენ მიმავალი ლტოლვილთა დიდი ტალღის აგორებას“.

წყარომ დასძინა, რომ ვ. პუტინი ლიბიაში იგივე მეთდებს იყენებს, რომელიც მან სირიასა და ყირიმში გამოიყენა.

წყარო მიიჩნევს, რომ ვ. პუტინი შეეცდება გამოიყენოს ლიბიის არაკონტროლირებადი ტერიტორიები რათა დასავლეთზე მაქსიმალური ზეწოლა მოახდინოს. „საქმე იმაშია, რომ ლიბიიდან მიგრაციული და ნავთობის ნაკადების პოზიციიდან გამომდინარე ჩვენ ძალიან დაუცველები ვართ. ეს პოტენციურად კატასტროფული ნაბიჯია, რაც საშუალებას მისცემს პუტინს ძირი გამოუთხაროს დასავლურ დემოკრატიას, ამ დროს კი ჩვენ არაფერს ვაკეთებთ“.

კვირას საღამოს ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატებმა მოუწოდეს პრემიერ-მინისტრს მიიღოს სასწრაფო ზომები რათა აღიკვეთოს ახალი რუსული საფრთხე.

საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ ტომ ტუგენდხატმა განაცხადა: „ის რომ რუსეთს ლიბიაში უნდა დასავლეთის წინააღმდეგ ახალი ფრონტის გახსნა ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაციაა, თუმცა ამან არ უნდა გაგვაკვირვოს. ისინი შეეცდებიან აფრიკის მეშვეობით გამოიყენონ მიგრაციული მარშრუტები. ჩვენ გვინდა მთავრობის კოორდინირებული პასუხი, რადგან დესტაბილიზაცია ამ რეგიონში მჭიდროდაა დაკავშირებული დიდი ბრიტანეთის ეროვნულ უსაფრთხოებასთან“.

2011 წელს დიქტატორ მუამარ კადაფის დამხობის შემდეგ, ლიბია პერმანენტულ არასტაბილურ პოლიტიკურ ვითარებაში იმყოფება. ქვეყანა დაყოფილია სექტორებად, რომლებსაც ადგილობრივი საველე მეთაურები აკონტროლებენ.

https://www.washingtontimes.com/news/2018/jul/11/russia-moving-into-libya/

0
154
1-ს მოსწონს
ავტორი:ვასილ პაპავა
ვასილ პაპავა
154
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0