x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ცნობილი ადამიანები,რომლებიც ავტოავარიაში დაიღუპნენ
9 ოქტომბერს 61 წელი შეუსრულდებოდა ვიტალი დარასელიას, რომელიც 1982 წლის 13 დეკემბერს ზესტაფონის მახლობლად(ზოგი წყაროს მიხედვით 14 დეკემბერს)ტრაგიკულად დაიღუპა ავტოავარიაში.მოდით გავიხსენოთ ის ცნობილი ადამიანები, ვინც ავტოავარიას შეეწირნენ.


1) აისიდორა დუნკანი-ცნობილი ამერიკელი ნოვატორი მოცეკვავე, სერგეი ესენინის ცოლი.

1927 წლის 14 სექტებერს აისედორამ დიდი წითელი შარფი შემოიხვია ყელზე და ორადგილიანი Bugatti-ით გასეირნება გადაწყვიტა. ავტომობილი როდესაც დაიძრა, გრძეელი შარფის მეორე ბოლო ბორბალში ჩაეხვია და დუნკანს კისერი მოსტეხა. 50 წლის აისიდორა ადგილზე გარდაიცვალა.

image



2)ჯეიმს დინი - 50-იანი წლების ჰოლივუდის პოპულარული მსახიობი, მან მხოლოდ 3 ფილმში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ იქცა საკულტო გმირად ამერიკელი ახალგაზრდობისთვის. გარდაიცვალა 1955 წლის 30 სექტემბერს ავტოავარიაში 24 წლის ასაკში, თავისივე ახლადნაყიდი Porsche 550 Spider-ით.(იხილე "პატარა ნაბიჭვარი" ანუ დაწყევლილი მანქანა)

image


3)გრეის კელი- ამერიკელი მსახიობი, კინოაკადემიის ოსკარის ლაურეატი, 1956 წლიდან იყო მონაკოს ტახტის მემკვიდრის, რენიე III-ის მეუღლე. 1982 წლის 14 სექტემბერს დაიღუპა, როდესაც გრეისი თავის უმცროს ქალიშვილ სტეფანიასთან ერთად მონაკოში გამგზავრებას აპირებდა, რომელიც უკვე 17 წლის იყო. გრეისმა თავად გადაწყვიტა მანქანის საჭესთან დაჯდომა, მონაკოს ერთ-ერთ მოსახვევში გრეისმა მანქანაზე კონტროლი დაკარგა და ვეღარ შეძლო დაემორჩილა საკუთარი „Land Rover" და და ქალიშვილთან ერთად 37 მეტრი სიღრმის ხევში გადაიჩეხა. გრეისის მდგომაროება უიმედო იყო, იგი მეორე დღეს საავადმყოფოში აპარატიდან გათიშეს, მსახიობი 52 წლის იყო.

image


4)პრინცესა დაიანა-გარდაიცვალა 1997 წლის 31 აგვისტოს 36 წლის ასაკში, პარიზში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დოდი ალფაიდი და მძღოლი ჰენრი პოლი ადგილზე დაიღუპნენ, დაიანა საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ.(იხილე სტატია:პრინცესა დაიანას 5 საყვარელი ჰყავდა?)

image


5)პოლ უოკერი-"ფორსაჟის" ვარსკვლავი 2013 წლის 30 ნოემბერს 40 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისმა მეგობარმა, როჯერ დორასმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რა დროსაც წითელი „Porsche Carrera GT“ ჯერ განათების ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი ხეს, რის შემდეგადაც ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

image


6) ვიქტორ ცოი - საბჭოთა საკულტო როკ-მომღერალი "Москвич»-2141-ით, რომელიც "კინოს" ლიდერს რამდენიმე თვის შეძენილი ჰქონდა, ავარიაში მოჰყვა. 1990 წლის 15 აგვისტოს ცოი რიგის მახლობლად სათევზაოდ იყო წასული და იქიდან ბრუნდებოდა, როცა მანქანა ვერ დაიმორჩილა, გაცურდა და საპირისპირო მხარეს გადავიდა, რა დროსაც იქიდან მომავალი ავტობუსი დაეჯახა. 28 წლის მუსიკოსი ადგილზე გარდაიცვალა.

image


7) სტივ ლი - ყველაზე ცნობილი შვეიცარიული როკ-ჯგუფის Gotthard-ის სოლისტი 2010 წლის 5 ოქტომბერს დაიღუპა აშშ-ში, (შტატი ნევადა), როდესაც ბაიკერთა ჯგუფმა გზის პირას შეისვენა, რა დროსაც მისამბმელიანმა სატვირთომ გადათელა მოტოციკლისტები, ერთადერთი დაღუპული 47 წლის სტივ ლი აღმოჩნდა.

image


8)მარინა გოლუბი - საბჭოთა და რუსეთის თეატრის და კინოს მსახიობი, ტელეწამაყვანი. დაიღუპა 2011 წლის 9 ოქტომბერს, როდესაც სპექტაკლიდან ბრუნდებოდა. მისი მეგობრის მანქანა "კადილაკს" შაესკდა, რომელმაც წითელ შუქზე გაიარა. მსახიობი 54 წლის იყო.

image


10)მერაბ კოსტავა- დისიდენტი, მუსიკათმცოდნე, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. გარდაიცვალა 1989 წლის 13 ოქტომბერს, 50 წლის ასაკში, ხარაგაულის სოფელ ბორითთან. "ნივას", რომელსაც თამარ ჩხეიძე მართავდა, წინ ხბო გამოუხტა.

image


11) დავით ყიფიანი - ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი, თბილისის "დინამოს" და საბჭოთა კავშირის ნაკრების ნახვერმცველი, დაიღუპა 2001 წლის 17 სექტემბერს 49 წლის ასაკში, როდესაც მისი გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი "მერსედესი" ML-320 სოფელ ჩარდახთან(მცხეთის მინციპალიტეტი)ხეს შეასკდა. არსებობს ვარაუდი, რომ ავარიამდე ყიფიანს გულის შეტევა ჰქონდა.

image

0
208
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
208
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0