x
image
თორ ნიკე
Mediator image
პროტოქართველები ბიბლიაში
პროტოქართული ხალხები ბიბლიაში


ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნის - დაბადების მე-10 თავში ჩამოთვლილია ერების დასახელებები, რომელიც წარმოდგებიან იაფეტის 7 ვაჟისგან, ესენია: გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშეხი და თირაზი. აქედან ბოლო 3 - თუბალი, მეშექი და თირაზი არიან პროტო-ქართველური ხალხები.


ბიბლიის ეზეკიელის წიგნში კი ჩანს, რომ იუდეველთა ღმერთი პროტოქართველური ხალხების წინააღმდეგ არის განწყობილი და ემუქრება მათ განადგურებით: "ძეო კაცისავ, მიმართე შენი პირი გოგისკენ, მაგოგის ქვეყანაში, როშის, მეშეხისა და თუბალის უმაღლესი მთავრისკენ და იწინასწარმეტყველე მასზე: აჰა, შენს წინააღმდეგ ვარ გოგ, როშის, მეშეხისა და თუბალის უმაღლესო მთავარო! და მოგიტრიალებ შენ და გაგიყრი ჩანგლებს ყბებში და გამოგიყვან შენ და მთელ შენს ლაშქარს, ცხენებს და მხედრებს ბრწყინვალედ შემოსილთ, ყველას, დიდ ბრბოს აბჯრითა და ფარით, ყველა მათ, მახვილის დამჭერთ... (ეზეკიელი 38:2; 38:3 და ასევე 39:1)




ასევე ეზეკიელის წიგნში მოხსენიებულია ქართველური ხალხები, რომლებიც აწარმოებდნენ სხვადასხვა ნაწარმს და ვაჭრობდნენ იუდეველებთან: "იავანი, თუბალი და მეშეხი, ესენი იყვნენ შენთან მოვაჭრენი, ადამიანთა სულსა და სპილენძის ჭურჭელში გაძლევდნენ სანაცვლოს." (ეზეკიელი 27:13)


ასევე ეზეკიელ წინასწარმეტყველის წიგნში მოხსენიებულია შემდეგი: " იქ არიან მეშექი, თუბალი და მთელი მისი სიმრავლე. მის ირგვლივაა მისი საფლავები, ყველანი წინდაუცვეთელნი არიან, მახვილით დახოცილნი, რადგან შიშის ზარი იყო მოგვრილი მათგან ცოცხალთა ქვეყანაში." (ეზეკიელი 32:26)


თუბალი არის იგივე ტიბარენები, პროტოქართული ტომი, ხოლო მეშექი - მესხები არიან.

მაგალითად უძველეს წყაროებში სწორედ ასეა მოხსენიებული ეს ხალხები. ტიგლათ-ფილესერის (მეფობდა ძვ.წ. 1117-1080 წლები) ასირიულ უძველეს დოკუმენტებში და ასევე ასურბანიფალ II-ის (მეფობდა 883-859 წწ.) მეშეხი წოდებულია როგორც მუშქი. მუშქები ანუ მეშეხები სახლობდნენ აღმოსავლეთ ანატოლიის ვრცელ ტერიტორიებზე, ხოლო შემდეგ გადმოინაცვლეს სამხრეთ კავკასიის ტერიტორიებისკენ და დასახლდნენ სამხრეთ საქართველოს ისტორიულ რეგიონში - მესხეთში. კლასიკურ წყაროებში შემდგომ ისინი იწოდებიან როგორც მოსხი.


თუბალი ხშირად ასევე დაკავშირებულია თაბალთან, რომელიც დაარსდა ძვ.წ. მე-9 და მე-8 საუკუნეებში სამხრეთ-ცენტრალურ ანატოლიაში. მდინარე ისიკუმის სანაპიროებზე. ასევე აღსანიშნავია, რომ თაბალის მეფეთა სია დაწერილია ლუვიურ ენაზე. თაბალი მიჩნეულია, რომ იყო პროტოქართული სამეფო, იმ ხალხისა, რომელიც მიგრირდა ანატოლიაში შავი ზღვის მეტად ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიებიდან, დაახლოებით დღევანდელი ტაო-კლარჯეთ-ლაზეთიდან სამხრეთისაკენ და დაარსა ეს სამეფო, ხოლო იმ ხალხს, რომელიც მიგრირდა, ერქვა ტიბარენები. თუმანოვი (1963) აღნიშნავს, რომ თუბალები შესაძლოა დაკავსირებულნი იყვნენ შუმერებისშემდგომ მესოპოტამიურ ქალაქთან - ბად-თიბირასთან.


ტირასი - იაფეტის ყველაზე ახალგაზრდა ვაჟი ასოცირებულია ბიბლიაში მცირე აზიაში დასახლებულ ხალხებთან, რომლებიც არ იყვნენ არც სემიტური, არც ქამიტური, არც თურქმანული და არც ინდო-ევროპული ხალხები, არამედ იყვნენ იბერიელები, მათი განსახლების არეალი საკმაოდ დიდი იყო, იწყებოდა მცირე აზიაში და კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროებამდე გრძელდებოდა. (Baker 1992d).

ეს ხალხი ასევე ჩნდება ეგვიპტურ ისტორიულ წყაროებში ტერეშის (ან ტურშა) სახელით. ეს იყო ერთ-ერთი იმ "ზღვის ხალხთაგანი", რომელთაც სცადეს ეგვიპტის დაპყრობა რამზეს III-ის მეფობის მე-8 წელს (ძვ.წ. 1178 წელს.)

შემდგომში კლასიკურ ისტორიულ წყაროებში ეს ერი იხსენიება როგორც ტირსენი. სწორედ ტირსენმა დაუდო სათავე ეტრუსკებს, მას შემდეგ რაც მცირე აზიიდან განდევნილნი იქნენ ევროპისკენ, ინდოე-ევროპელი ხალხების, კერძოდ ფრიგიელების მიერ ძვ.წ. 1100 წელს. ისინი მიგრირდნენ მცირე აზიიდან დასავლეთით, მიაღწიეს, იტალიას ძვ.წ. მე-8 საუკუნეში და მას შემდეგ იქ დასახლდნენ.


პროტოქართული ხალხები ბიბლიაში


რაც შეეხება დასავლეთის იბერიას, დაბადება 10:4, თარშიშს მოიხსენიებს იავანის შვილებს შორის (ელიშას, დოდანიმის და ქითიმთან ერთად). ძველ აღთქმაში თარშიში 30-ზე მეტჯერ არის მოხსენიებული. ეს ხალხი მოხსენიებულია როგორც მწარმოებელი, დამმუშავებელი და მომწოდებელი დანარჩენი მსოფლიოსთვის ძვირფასი მეტალების, ძვირფასი ქვების, ბევრი სხვა ეგზოტიკური ნაწარმისა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში გადატანილი იყო ფინიკიური გემებით. ბერძნული წყაროების მიხედვით ტარტეზუსი (ტართსო ან თარშიში) დაარსდა ძვ.წ. 1100 წელს ტროელი ლტოლვილების მიერ. ჩვენ ვიცით, რომ ტროაც იბერიელი ხალხის ქალაქი გახლდათ.


ტარტესიელები მინერალების ნაკეთობებს ჰყიდდნენ სარდინიაზე, სადაც შემდგომში მათ კოლონიაც დააარსეს, სახელად "ნორა". ეს ცნობილია ე.წ. "ნორას ხელნაწერებიდან", რომელიც ძვ.წ. 800 წლით თარიღდება. ტარტესიელების მიერ ნაწარმოები მინერალებისა და მეტალის ნაკეთობების მაშინდელი მსოფლიოსთვის დიდი მნიშვნელობა აღინიშნება სტრაბონის ნაშრომებში (გეოგრაფიკა III, II, 11) ასევე დიოდორუს სიკულუსის (ბიბლიოთეკა ჰისტორიკა V.35) და პლინიუსის მიერ (ნატურალის ჰისტორია III.4, III, 157, XXXIII.31).


სახელი ტარშიში ან თარშიში შესაძლოა მომდინარეობდეს აქადური სიტყვიდან "რაშასუ" (მდნობელი. აქ მადნის ან მეტალის დამმუშავებელი.)

არსებობს მტკიცებულებები, რომ ტარტესიელების ნაწარმი იყიდებოდა ასევე ბრიტანეთის კუნძულებზე. (ზათიაშვილი. 2008)


სტრაბონის მიხედვით ტურდეტანიანები (იგივე ტარტესიელები) არიან განხილულნი, როგორც იბერიელთა შორის ყველაზე ბრძენნი. ისინი იყენებდნენ ანბანურ დამწერლობას, რომ ჩაეწერათ თავიანთი უძველესი ისტორია, პოემები, კანონთა კრებულები, რომელიც, როგორც თავად ტარტესიელები ამბობდნენ 6 ათასი წლისაა" (გეოგრაფიკა. III.I.6)

შესაძლოა ცნობილი და დღემდე გაუშიფრავი "ვოინიჩის მანუსკრიფტი", რომელიც როგორც ჩანს ესპანეთში შეიქმნა, სწორედ ძველ იბერიულ ენაზე იყოს ჩაწერილი.


ქართველური ტომები, რომლებიც ანატოლიის ვრცელ ტერიტორიებზე იყვნენ განსახლებულნი, იყვნენ მეტალურგიის გამოგონებლები. მაგალითად ხალიბები იყვნენ ქართველური ხალხი, რომლებიც სახლობდნენ მდინარე ხალის სანაპიროების გასწვრივ და სწორედ აქედან იღებდნენ სახელსაც.

ამიანუს მარცელინუსის მიხედვით სწორედ ხალიბები იყვნენ ის ხალხი დედამიწაზე, ვინც პირველებმა მოიპოვეს და დაამუშავეს რკინა. (Res Gestea XXII.8.21)

ბერძნული სიტყვა ხა-ლუი, რაც ნაწრთობ რკინას ნიშნავს, სწორედ ხალიბებისგან მოდის.


ხალიბები არ იყვნენ რიცხობრივად ძალიან ბევრი, მაგრამ დიდი პატივისცეით სარგებლობდნენ უძველეს სამყაროში სწორედ მათი მეტალურგიული საიდუმლოებების ცოდნის გამო. "ეს ხალხი არ იყო რიცხვმრავალი და ექვემდებარებოდნენ მოსინიკებს (კიდევ ერთი ქართველური ხალხი), და მათი (ხალიბების) უმეტესობა მთელ ცხოვრებას რკინის დამუშავებაში ატარებდა. (ქსენოფონტე, ანაბისისი)


ხალიბები ასევე მოხსენიებულნი არიან, როგორც ჰალიზონები, ჰომეროსის მიერ (ილიადა. II.856-857) როგორც "ხალხი აფარიდან, ალიბედან, სადაც ვერცხლის სამშობლო არის."

შემდგომში ხალიბები მოხსენიებულნი არიან ჰიტიტურ წყაროებში, ჰიტიტები მათ ქვეყანას უწოდებდნენ "ხალი-ვას" ანუ ჰალის ქვეყანას.



სტრაბონის მიხედვით ხალიბების ტერიტორიას "აქვს მაღაროები, მხოლოდ რკინის მაღაროები დღევანდელ დროში, თუმცა უძველეს დროში მას ასევე ჰქონდა ვერცხლის მაღაროები. მისი მთები დაფარულია ხშირი ტყეებით და უამრავი მაღაროთი."


საინტერესოა ჰეროდოტეს აღწერა მოვიყვანოთ აქ კიდევ ერთი ტომისა, სახელად არგიპეი. ის ალთაის რეგიონში იყო განსახლებული, დღევანდელი რუსეთის ტერიტორიაზე. ეს ხალხი განსახლებული იყო იმ სავაჭრო გზაზე, რომელსაც ძალიან ხშირად სტუმრობდნენ ქართველები.


"არავინ ერჩის ამ ხალხს (არგიპეის), ვინაიდან წმინდად მიიჩნევიან, ისინი არ ატარებენ რაიმე საომარ იარაღებს. როდესაც მათი მეზობლები წაკინკლავდებიან, ისინი აგვარებენ კამათს. და თუკი ვინმე მივა მათთან თავშესაფარის სათხოვნელად, ისინი დაიცავენ მთხოვნელთ ყოველგვარი გასაჭირისგან." (სპარსული ომები. IV.23)


"შესაძლოა არგიპეის ხალხი სწორედ იმიტომ იყო მიჩნეული წმინდად და ხელშეუხებლად, რომ ისინი ფლობდნენ მეტალურგიის დიდ ცოდნას, რითაც გარშემო მყოფი ხალხები ვერ დაიკვეხნიდნენ. ისინი ყველა თავისი მეზობლისთვის ქმნიდნენ შეკვეთით იარაღს ამიტომ მათი არსებობა და სიმშვიდე ყველა ხალხს აწყობდა გარშემო. ასეთივე ხელშეუხებლობით სარგებლობნდნე აფრიკის კონტინენტის მეტალურგები." (სულიმირსკი, 1970, გვ. 70)


კიდევ ერთი უძველესი ქართველური ტომი იყო დაიაენი, რომელიც გამოჩნდა პირველად ასირიულ ისტორიულ ჩანაწერებში. ტიგლათფილესერ I-მა ორჯერ გადაკვეთა ტაურუსის ქედი (114 - 1112 წლებში) და შეებრძოლა ნაირის 23 მეფეს, ერთ-ერთი ამ მეფეთაგანი კი იყო ასია (იგივე სიენი) - დაიაენის მეფე. რამდენიმე საუკუნის შემდეგ კი სალმანასარ III (859-824 წწ.) დაიაენის მიწებს შეესია და ასევე გაანადგურა ურარტუს დედაქალაქი არზაშკუნი.


ძვ.წ. 700 წელს კიმერიელების შემოსევამ გაანადგურა კოლხთა დედაქალაქი აია. და ძვ.წ. მე-7 საუკუნის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში ჰეგემონები გახდნენ ქაშქაის ქართველური ხალხი. ქაშქებმა ძვ.წ. 1200 წელს დიდი წვლილი შეიტანეს ჰიტიტების იმპერიის განადგურებაში. შემდეგ განსახლდნენ სამხრეთ დასავლეთით, სადაც კონფლიკტი მოუვიდათ ასირიელებთან, მათთან დამარცხდნენ და ჩრდილოეთით დაიწყეს განსახლება, სადაც დასავლეთ ქართველთა, მათ შორის დაიაენელთა ტერიტორიები იწყებოდა, შეერივნენ დანარჩენ ქართველურ ტომებს და დააარსეს აიას ახალი სამეფო დინასტია. კოლხეთის სამეფო კვლავ აღდგა, დედაქალაქით აია ძვ.წ. მე-6 საუკუნეში. აია კი დღევანდელი ქუთაისია.


ბევრი ქართველური ტომი, მათ შორის მოსხები, ტიბარენები, მაკრონები, მოსინიკები და მარები შემდგომ პერიოდში მოექცნენ სპარსეთის კულტურის გავლენის ქვეშ და სამხრეტ კავკასიაში გავრცელდა ზოროასტრიზმი ანუ მაზდეანობა, იგივე ცეცხლთაყვანისმცემლობა.


ქსენოფონტს აღწერილი აქვს ერთ-ერთი ქართული ტომი - მოსინიკები ძვ.წ. 400 წელს თავის ანაბაზისში. მოსინიკების ქვეყანას ამგვარად აღწერს ქსენოფონტი: "ამ ადგილების უდიდესი ნაწილი შემდგომნაირი იყო: დაბები 80 სტადიონის მანძილზე იყო დაშორებული ერთმანეთისგან. ეს საშუალოდ, ხოლო ზოგიერტი უფრო ახლოს და ზოგი უფრო შორს. თუმცა დაბების მოსახლეებს შეეძლოთ გაეგონათ ყვირილის ხმა თავისი მეზობელი დაბიდან. ამგვარი მჭიდრო დასახლებები იყო მათ ქვეყანაში."



განაგრძეთ საინტერესო სტატიების კითხვა



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


13
1333
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
1333
  
2023, 10 აგვისტო, 15:08
King David of the Jews, the same as David the psalmist, or David the prophet who defeated Goliath and who ruled the kingdom of Israel From 1005 BC to 965 BC, he describes in his Psalm 119, that he (Or Israel) was a captive of one of the the Georgian people - Meskhs, or Meshechs (or figuratively referring to the entire Jewish nation and not to himself personally). In general, the Jews had a hostile attitude towards this Georgian people and this can be seen in this psalm. The Meshechs or Mushkis lived in Mesopotamia back then and had their state (probably, one of the so called "Syro-Hittite states").

Psalms 120.5

"Woe is me, that I sojourn in Mesech,
That I dwell in the tents of Kedar!"

ებრაელთა დავით მეფე, იგივე დავით მეფსალმუნე, ან დავით წინასწარმეტყველი, რომელმაც გოლიათს სძლია და რომელიც ისრაელის სამეფოს მართავდა დაახ. ძვ.წ. 1005 წლიდან ძვ.წ. 965 წლამდე, თავის 119-ე ფსალმუნში აღწერს, რომ ის იყო ტყვე პროტო-მესხებისა ანუ მეშექების (ან გადატანითი მნიშვნელობით აქ მოიაზრებს მთელ ებრაელ ერს და არა თავის თავს პირადად). საერთოდ ებრაელებს ამ პროტო-ქართველი, მეომარი, დიდი ხალხის მიმართ მტრული დამოკიდებულება ჰქონდათ და ეს ამ ფსალმუნშიც ჩანს. მესხებს იმ პერიოდში ძლიერი სამეფო ჰქონდათ მესოპოტამიაში.

ფსალმუნი 119

"ვაიმე, ხიზანი ვარ მეშექისა, ვბინადრობ კედარის კარვებთან.
დიდხანს მკვიდრობდა ჩემი სული მშვიდობის მოძულეებთან.
მე მშვიდობა მსურს და რომ დავილაპარაკებ, ისინი საომრად ემზადებიან."
2021, 14 აგვისტო, 10:20
ბიბლია უწოდებს ფილისტიმელებს შემდეგ ხალხებს: ქერეთელებს, ქაფთორებს, ფელეთელებს და გიტელებს.
კრეტელები პალესტინის მიწაზე რამდენიმე ტალღად ჩავიდნენ. პირველად ჩასულებს უწოდებს ბიბლია "ქასლუჰიმ"-ს ანუ ქასლუჰელებს. ხოლო მეორე ტალღას, რომელიც მანდ ჩნდება უკვე ძვ.წ. 1200 წლისთვის, უწოდებდნენ - "ქაფთორიმ"-ს ანუ ქაფთორელებს (ქაფთორებს).
2021, 14 აგვისტო, 10:19
▶ სთივენ ქოლინსმა დაამტკიცა მინოური არტეფაქტების არსებობა ბიბლიაში აღწერილი ქალაქის - სოდომის ადგილას (Steven Collins, "Tall el-Hammam is still Sodom," pp. 1-2).
ეს ნიშნავს, რომ სოდომი იყო კრეტელების ან/და კოლხების ქალაქი ახლო აღმოსავლეთში. კრეტელები და კოლხები ერთი ხალხი იყო.
▶ შუა მინოური პერიოდის ჭურჭელი ნაპოვნია შუა ბრინჯაოს ხანის ჰაზორში (Yadin et. al. "Razor III-IV an account of the third and fourth seasons and excavations," 1957-1958, Jerusalem, 1961, Pl. CCLX: 15-16)
▶ გალილეაში აღმოჩენილი იქნა ბრინჯაოს ხანის სასახლე, რომელიც მორთულია კრეტული სტილის ფრესკებით (Cline, E. H.; Yasur-Landau, A.; Goshen, N (2011). New fragments of Aegean style painted plaster from Tel Kabri, Israel." American journal of Archaeology. 15).
▶ კვიპროსის სტილის ჭურჭელი აღმოჩენილია მეგიდოში (R. Amiran, "Ancient pottery of the Holy land, " (New Brunswick, N.J.: Rutgers University Press, 1970), pp. 121-23).
▶ კვიპროსის სტილის ჭურჭელი აღმოჩენილია გერარში (E. D Oren, "The new encyclopedia od Archaeological excavations in the Holy land." 2:581).
▶ გერარში ასევე აღმოვაჩენილია მინოური სტილის გრაფიტი და სხვა არტეფაქტები, რომლებსაც გააჩნიათ მინოური კრეტის მახასიათებლები (Oren, Eliezer D, et. al. "A Minoan graffito from Tel Harar," (Nagev, Israel. Cretan studies, 1996), 5: 91-118).
▶ ფილისტიმელები ეწოდება ხალხს, რომლებიც მიგრირდნენ სამხრეთით, საბერძნეთის და ეგეოსის ზღვის პირეთის ტერიტორიებიდან. (Kitchen, Keneth Anderson. On the reliability of the Old Testament. W. B. Ferdmans, 2006, P. 341).
▶ ფილისტიმელები რომ კრეტელი კოლხები იყვნენ ამის კიდევ ერთი დასტური არის ის, რომ ფესტოსის დისკოზე გამოსახული მამაკაცის თავები პირდაპირ ემთხვევა ფილისტიმელების გამოსახულებებს ბარელიეფებზე, რომელსაც ეგვიპტელები ქმნიდნენ.
2021, 14 აგვისტო, 10:17
▶ Steven Collins has reported evidence of Minoan artifacts at the Biblical location of Sodom (Steven Collins, "Tall el-Hammam is still Sodom," pp. 1-2).
This means, that Sodom was a city of Cretans/Colchians. as Minoan Cretans and Colchians were the same people.

▶ Middle Minoan pottery has been found at middle bronze age Hazor (Yadin et. al. "Razor III-IV an account of the third and fourth seasons and excavations," 1957-1958, Jerusalem, 1961, Pl. CCLX: 15-16)

▶ In Galilee we have found a bronze age palace, that contains Cretan-Style frescoes (Cline, E. H.; Yasur-Landau, A.; Goshen, N (2011). New fragments of Aegean style painted plaster from Tel Kabri, Israel." American journal of Archaeology. 15).

▶ Cyprus-style pottery has been found at Megiddo (R. Amiran, "Ancient pottery of the Holy land, " (New Brunswick, N.J.: Rutgers University Press, 1970), pp. 121-23).

▶ Cyprus-style pottery has been found at Gerar (E. D Oren, "The new encyclopedia od Archaeological excavations in the Holy land." 2:581).

▶ At Gerar we have also found Minoan-style graffito and other artifacts, that resemble Minoan features (Oren, Eliezer D, et. al. "A Minoan graffito from Tel Harar," (Nagev, Israel. Cretan studies, 1996), 5: 91-118).
2021, 14 აგვისტო, 10:17
Philistines - Pelasgian people

The Philistines are the most mysterious people of biblical Canaan, formed from the peoples of the sea and radically different from the Semitic population of this region. The Bible says, that these people originated on the island of Karta, Keret, Caphtor (Crete). The Cretan origin of the Philistines is also confirmed by Egyptian manuscripts. Also, we know, they were not Indo-Europeans. Non-Indo-Europeans from Crete are ancient Cretans, who were Proto-Kartvelian, Proto-Georgian, Colchian people. One of the tribes of the “Sea Peoples,” the Philistines, conquered four Canaanite cities: Ashkelon, Ashdod, Gath, and Gaza, and settled in the surrounding areas. Here they also founded the city of Ekron (Egron). The settlement of the Philistines in this area had a great influence on the following developments and left a significant mark on the history of the Palestinian peoples. The ancient Greeks called the land inhabited by the Philistines - Philistia, from which the Canaanite name Palestine was derived. However, archaeological data make it clear, that the culture of the Philistines differed substantially from that of Canaanite and Jewish culture. Their pottery and weapons were uniquely sophisticated and of high quality. About 1080 BC, the Philistines began to expand inland. They gradually subjugated the ancient Jewish cities. Only 75 years later, from 1005 BC, their hegemony ended as a result of the rule of King David of the Jews. The Philistines gradually began to assimilate with the Semitic tribes and to take part in the formation of the ancient Jewish nation.
2021, 14 აგვისტო, 10:17
Sea Peoples - Pelasgo-Colchians

The Sea Peoples are a purported seafaring confederation, that attacked ancient Egypt and other regions of the East Mediterranean prior to and during the Late Bronze Age collapse (1200–900 BCE). Following the creation of the concept in the 19th century, it became one of the most famous chapters of Egyptian history, given its connection with, in the words of Wilhelm Max Müller: "the most important questions of ethnography and the primitive history of classic nations".
Their origins undocumented, the various Sea Peoples have been proposed to have originated from places that include western Asia, Asia Minor, the Aegean, the Mediterranean islands and Southern Europe. Although the archaeological inscriptions do not include reference to a migration, the Sea Peoples are conjectured to have sailed around the eastern Mediterranean and invaded Anatolia, Syria, Phoenicia, Canaan, Cyprus and Egypt toward the end of the Bronze Age.

French Egyptologist Emmanuel de Rougé first used the term "peuples de la mer" (literally "peoples of the sea") in 1855 in a description of reliefs on the Second Pylon at Medinet Habu documenting Year 8 of Ramesses III.
Gaston Maspero, de Rougé's successor at the Collège de France, subsequently popularized the term "Sea Peoples" – and an associated migration-theory – in the late 19th century. Since the early 1990s, his migration theory has been brought into question by a number of scholars.

The Sea Peoples remain unidentified in the eyes of most modern scholars and hypotheses regarding the origin of the various groups are the source of much speculation. Existing theories variously propose equating them with several Aegean tribes, raiders from Central Europe, scattered soldiers who turned to piracy or who had become refugees, and links with natural disasters such as earthquakes or climatic shifts.
2021, 14 აგვისტო, 10:17
The so-called sea peoples, who destroyed the Hittite kingdom At the end of the second millennium BC and changed the political and cultural situation in Palestine and in Asia Minor. Only the Egyptians were able to repel the Sea peoples in bloody wars at sea and on land. It cost them dearly to repel Egypt. The Sea peoples also invaded Canaan and established small kingdoms there. Than they created a rich kingdom and later became the unspoken enemies of the Jews, who lived there. This tribe of the Sea peoples is called the Philistines.
The sea peoples first crossed the borders of Egypt In 1243 BC - during the reign of Pharaoh Merneptah. Among them were the Sherdans, the Shakalas, the Turshs, and the Achaeans. The peoples of the sea entered into alliances with the Libyans and even aided in the invasion of the Delta in 1219 BC, however, the elderly Pharaoh repulsed them in the battle near the Cape Migdol.

Around 1200 BC, the peoples of the sea uprooted land in Phoenicia. By 1190 BC, the newly created state of the Hittites had been destroyed.
In 1173 BC, the sea peoples raided by naval and land battles by Pharaoh Ramses III disintegrated into tribes and settled in the undeveloped territories of the Mediterranean. The PLST (Pelasgians or Philistines) tribe, known for their martial arts, settled on the east coast of the Mediterranean in Canaan, presumably with Pharaoh's permission, and the area (named after the tribe) was renamed Palestine. They traded in iron for a long time and served as mercenaries with the pharaohs until Israel gained control of the region from 1000 BC. Part of the Pelasgians remained in the Aegean region, where they had to assimilate with the Greeks no later than the 5th century BC. The last settlements of the Pelasgians existed on Lemnos island, although, according to ancient Greek historians, before they were inhabited throughout Greece, from where they migrated to Crete and Asia Minor.
2021, 14 აგვისტო, 10:16
World War Zero

Swiss scientists, led by Eberhard Zangger, have hypothesized a "zero" world war. In their view, before the two world wars known to us, there was another world war.
In addition to World Wars I and II, there was another large-scale clash on Earth - "Zero War", writes New Scientist, based on information provided by Swiss team of scientists. The mentioned conflict should have started in XII-XIII centuries BC. In world history, the events of that time are known as the "invasion of the peoples of the sea." The controversy, which took place along the eastern shores of the Mediterranean Sea, involved numerous tribes living in the Aegean Sea basin. "Peoples of the Sea" (including: Palsgians, Garamants, Philistines, Mushki and Etruscans) were against the Ancient Egypt and the Hittite Empire. The key moment of the "Zero War" was the Trojan War - according to some modern historians. According to them, it was the Trojan War (approx. 1240 - 1230), or rather its completion, led to the migration of the "sea peoples" to the southern regions. Their goal was to conquer regions weakened by a long war.
In their research, the scientists used satellite imagery and discovered about 340 large, urban-type settlements in Asia Minor. They point out, that Before the start of the "Zero War", this area was a densely populated region. But, after the fall of Troy, from the Mediterranean to Mesopotamia, Anatolia - Hittite Kingdom, Cyprus, Levant (common name of the countries on the eastern shores of the Mediterranean (Syria, Lebanon, Israel, Jordan, Palestine), Greece Suffered: city-states were destroyed, regress in all spheres of life began, trade was stopped, material and cultural monuments were not created any more. Painting, shipbuilding, the art of weaving... and the laying of water pipes were stopped for a long time. Mycenaean culture and civilization also began to decline gradually and eventually, completely destroyed. The probable causes of such a major catastrophe are tecton
2021, 14 აგვისტო, 10:16
famous scene from the north wall of Medinet Habu is often used to illustrate the Egyptian campaign against the Sea Peoples in what has come to be known as the Battle of the Delta. Whilst accompanying hieroglyphs do not name Egypt's enemies, describing them simply as being from "Northern countries", early scholars noted the similarities between the hairstyles and accessories worn by the combatants and other reliefs in which such groups are named.

In 1867, de Rougé published his Excerpts of a dissertation on the attacks directed against Egypt by the peoples of the Mediterranean in the 14th century BCE, which focused primarily on the battles of Ramesses II and Merneptah and which proposed translations for many of the geographic names included in the hieroglyphic inscriptions. De Rougé later became chair of Egyptology at the Collège de France and was succeeded by Gaston Maspero. Maspero built upon de Rougé's work and published The Struggle of the Nations, in which he described the theory of the seaborne migrations in detail in 1895–96 for a wider audience, at a time when the idea of population migrations would have felt familiar to the general population.

How are Sea peoples mentioned in the Egyptians sources:
1. Denyen (d3jnjw) - means "in their isles".
2. Ekwesh (jḳ3w3š3) - means "of the countries of the sea".
3. Lukka (rkw)
4. Peleset (prwsṯ)
5. Shekelesh (š3krš3) - means "of the countries of the sea"
6. Sherden (š3rdn) - "of the sea".
7. Teresh (twrš3) - "of the sea"
8. Tjeker (ṯ3k3r)
9. Weshesh (w3š3š3) - "of the sea"
2021, 18 ივლისი, 10:06
აღთქმული ქვეყნის აღწერა ბიბლიაში
"რადგან უფალს, შენს ღმერთს, მიჰყავხარ მადლიან ქვეყანაში, ნაკადულთა და წყაროთა ქვეყანაში, სადაც ნიაღვრები მოედინებიან მთად და ბარად. ხორბლისა და ქერის, ყურძნისა და ლეღვის, და ბროწეულის ქვეყანაში, ზეთისხილისა და თაფლის ქვეყანაში. ქვეყანაში, სადაც არ მოგაკლდება საჭმელი პური და არაფერი გაგიჭირდება. ქვეყანაში, რომელსაც რკინა აქვს ქვებად და რომლის მთებიდანაც რვალს გამოკვეთავ. შეჭამ და გაძღები, და დალოცავ უფალს, შენს ღმერთს, იმ მადლიანი მიწისათვის, რომელიც მოგცა."
(ძველი აღთქმა, მეორე რჯული, თავი მერვე - 7:10)

ერთი საინტერესო ფაქტი: დამტკიცდა, რომ ებრაელი ერი არსაიდან მისულა ქანაანის მიწაზე (ისრაელში და იუდეაში) და იქვე ჩამოყალიბდა ადგილობრივი ქანაანელებისგან და მათ წინარე ენას გამოეყო ებრაული ძვ.წ. 1150 წლისთვის.

მეორე საინტერესო ფაქტი: ძვ.წ. მე-6 საუკუნეში ბაბილონში გადაასახლეს ებრაელები. ეს იყო ქალაქი, რომელიც ცოტა ხნის წინ ეკუთვნოდათ ქალდებს (ქალდეელებს, კი იცით ვინც იყვნენ ქალდები). მერე ეს ქალდები დაიპყრეს სემიტებმა და გაასემიტეს იქაურობა. იყო მაშინდელი მსოფლიოს კულტურული და სამეცნიერო ცენტრი და დიდი ბიბლიოთეკებიც ქონდათ. იქ ჩასულმა ებრაელებმა დიდი ცოდნა მიიღეს და დაიწყეს პირველი ებრაული წიგნების წერა (29 მათგანი მერე ბიბლიაში შევიდა ძველ აღთქმად).
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10