x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
თეთრი გიორგის კულტი
image


საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ქართველთა მრწამსში წმინდა გიორგის ქრისტიან წმინდანებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია. "არ არიან ბორცუნი და მაღალი გორანი, რომელსა ზედა არ იყოს შენნი ეკლესიანი წმინდის გიორგისანი". ამის დამადასტურებელია ხალხში გავრცელებული რწმენა, რომ "საქართველოში იმდენი წმინდა გიორგის ეკლესიაა და იმდენი წმინდა გიორგია, რამდენიც წელიწადში დღეებია".


image


წმინდა გიორგის აღმატებული თაყვანისცემის მაგალითია მისი შემომქმედ ღმერთზე მაღლა დაყენებაც. რაც, რა თქმა უნდა, ქრისტიანულ რელიგიას ეწინააღმდეგება და მისი გამოძახილი წარმართულ საქართველოში უნდა ვეძიოთ.



ქართული ტომები ოდითგანვე განსაკუთრებულ თაყვანისცემას მებრძოლ ღვთაებებისადმი იჩენდნენ: ლაშარის ჯვარი, კოპალა, იახსარი, გიორგი ნაღვარმშვენიერი და რა თქმა უნდა ქართული რასის მისტერიათგან შობილი - თეთრი გიორგი.


image


თეთრი გიორგი, თავის მხრივ, ქართველთ ასტრალურ პანთეონში მთავარ, მამრული საწყისის განმასახიერებელ მთვრის კულტთან იყო დაკავშირებული. ესეიგი, ქართულ წარმართობაში ძირითადად თაყვანისცემის ობიექტად მამრობითი ძალის ღვთაება გვევლინება. ივანე ჯავახიშვილი ქართველთა წარმართობის კვლევისას თეთრი გიორგისა და მთვარის კულტთან დაკავშირებით, მაგალითად, ქართული სადღესასწაულო ჩვეულებები და ხატობები მოჰყავს: "14 აგვისტოს სოფელ აწყურთან იმართება თეთრი გიორგის ხატობის ჩვეულება, რომელშიც მთვარის თაყვანისცემის ძველი წარმართობის დროინდელი ნაშთია შემორჩენილი. უმთავრესი ხატობა: ყველა ჩვეულებანი, ზვარაკების შეწირვა, ქადაგად დაცემა და სხვა 14 აგვისტოს მწუხრის დროს იწყება და მთელს ღამეს გასტანს ხოლმე. თეთრ გიორგობაში ღამის თევას უმთავრესი მნიშვნელობა აქვს. რატომ? იმიტომ, რომ თეთრი გიორგობა მთვარის ხატობაა, მთვარე კი რასაკვირველია, მწუხრის დროს საღამოთი გამოჩნდება და ღამეს ანათებს ხოლმე. 14-15 აგვისტობას თეთრ გიორგობას აღნიშნავენ საქართველოს სხვა კუთხეებშიც. რატომ? იმიტომ, რომ 14-15 მთვარის აღვსებაა, მთვარე სრულია ხოლმე ყოველთვის, როცა წლისა და თვეების აღრიცხვა მთვარის სრბაზეა დამყარებული. ჩვენ ვიცით რომ საქართველოში ძველად სწორედ ასე იყო. მაშასადამე, თეთრი გიორგობა 14-15 აგვისტოს და ღამით იმიტომ არის ხოლმე, რომ ეს ხატობა წარმართობის დროინდელი მთვარის ხატობის ალაგას არის და თეთრი გიორგის მთვარის ღვთაების, მთვარის მაგიერი ადგილი უკავია".


image


მიუხედავად იმისა, რომ მთვარის კულტის (თეთრი გიორგი) ადგილზე წმინდა გიორგის კულტი დამკვიდრდა და იგი ყველა ღმერთზე პოპულარული გახდა, საერთოდ ციურ მნათობთა კულტი და განსაკუთრებით მთვარისადმი რწმენა იმდენად ძლიერი იყო, რომ მისდამი თაყვანისცემის ზოგიერთი ელემენტი დღემდეა შემორჩენილი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

მაგალითად, სვანეთში მისი გამოსახულებით მოხატულია ზოგიერთი ქრისტიანული ეკლესია. როგორიცაა ჩუკულის (ქვემო სვანეთი) მთავარანგელოზის ეკლესიის გუმბათი, რომელიც მე-11 საუკუნეშია აშენებული, გაყოფილია ორ ნაწილად და მასში ერთ მხარეს მთვარეა გამოსახული, რომლის წრის ცენტრში მამაკაცის სახეა ჩახატული, ხოლო მეორე მხარეს მზე, ქალის სახის გამოსახულებით.

აქ ერთდროულადაა წარმოდგენილი ქრისტიანული და წარმართული რელიგიური რწმენის ამსახველი სურათები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მიუხედავად ქრისტიანობის საკმაო სიმტკიცისა, წარმართული კულტები მაინც ვერ იქნა სრულად დაძლეული. როგორც ჩანს, ქრისტიანობა ვერ მოერია ბევრ წარმართულ კულტს და ამიტომ ტრანსფორმირებული სახით ისინი თავისად გაიხადა. როგორც ცნობილია ქართველი ეთნოგრაფი ვერა ბარდაველიძე აღნიშნავს, რომ ქართულ რელიგიურ სინკრეტიზმში წარმართული კულტების სიჭარბე იმით უნდა აიხსნას, რომ ქრისტიანობის წარმოშობამდე და მის გავრცელებამდე საქართველომ კულტურული განვითარების საკმაოდ ხანგძლივი პერიოდი განვლო, რომელიც იდეოლოგიის ხაზით უძველეს მდიდარ სარწმუნოებასა და კულტურებს შეიცავდა.


image


დასასრულს კი, უნდა ითქვას, რომ ქართული რასის იდეალი ყოველთვის მებრძოლი კულტი იყო თეთრი გიორგის სახით და მისი თაყვანისცემა ჩვენი მეხსიერებიდან მართლაც ვერაფერმა წაშალა:


"დიდია წმინდა გივარგი, ცისკიდურამდე ელავსა,

თავის ყმის გამჯავრებელსა ნაბადივითა სთელავსა.

ხელში უჭირავს მათრახი, შვიდკეცი, შვიდი მხარია,

რასაც გადაჰკრა, გადასწვდა, მაგის დაკრული მწარია!"

0
612
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
612
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0