x
მეტი
  • 22.10.2018
  • სტატია:81880
  • ვიდეო:333883
  • სურათი:439136
რომელ საათზე უნდა დაწვეთ, რომ დილით თავი მხნედ იგრძნოთ

image

ყველასთვის ცნობილია გრძნობა, როცა მაღვიძარა ტკბილი სიზმრის ყველაზე საინტერესო მომენტში გაღვიძებთ. შემდეგ უკვე დიდი დრო გჭირდებათ რომ აზრზე მოხვიდეთ, მთელი დღე თავს უკმაყოფილოდ გრძნობთ. საბედნიეროდ, ადვილად გაღვიძების მეთოდი არსებობს.

როგორც ცნობილია, ძილის დროს ადამიანი ორი ძირითად ფაზას გადის: სწრაფს და ნელს. კარგი ძილი 5-6 ასეთი სრული ციკლისგან შედგება. მეცნიერებმა თითოეულის ხანგრძლივობა დათვალეს, რომ გაარკვიონ დროის შუალედი, როცა ორგანიზმი სწრაფი ძილის ფაზაში იქნება. სწორედ ამ დროს გაღვიძება მარტივია.

საშუალოდ, ადამიანი 15 წუთში იძინებს, ანუ თუ თქვენ დილის 6 საათზე გაღვიძება გჭირდებათ, უმჯობესია თუ ღამის 20:45 წუთზე ან 22:15 წუთზე დაიძინებთ.

ამ ცხრილის მეშვეობით გაიგებთ, თუ როდის უნდა დაწვეთ, რომ დილით თავი მხნედ იგრძნოთ და საჭირო დროს გაიღვიძოთ:

image

ვიმედოვნებთ, ეს პატარა ეშმაკობა სწრაფად გაღვიძებაში და კარგი განწყობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ჩვეულებრივ ჯანმრთელ ადამიანს ძილისთვის 7 საათი ყოფნის. თუ ძილი და კვება სწორია, 7 საათი ძილი ადამიანს ყოფნის.

როდის უნდა დაწვეთ დასაძინებლად? ძილისთვის საუკეთესო დრო არის 21:00-დან 00:00-მდე. შუაღამემდე 1 საათით ძილს 2 საათად თვლიან, რასაც თანამედროვე მეცნიერება ამტკიცებს. ამ დროს ადამიანის ნერვული სისტემა ისვენებს.

ამის დასამტკიცებლად შეგიძლიათ ცდა ჩაატაროთ: დაწექით 21:00 საათზე და 1-ზე ან 2-ზე გაიღვიძეთ. იგრძნობთ, რომ სრულად გამოიძინეთ. აღმოსავლეთში ბევრი ადამიანი ამ რეჟიმით ცხოვრობს. ისინი ამ დროს იძინებენ, სხვა დროს კი საქმეებით არიან დაკავებულნი. სხვა დროს ნერვული სისტემა არ ისვენებს. თუნდაც 12 საათით დაიძინოთ, ფსიქიკა მაინც არ დაისვენებს. შედეგად სიზარმაცე, ძილიანობა გექნებათ.

როდის ღირს გაღვიძება?

2:00-დან 6:00-მდე, რომელიც ენთუზიაზმს და სიცოცხლისუნარიანობას გვაძლევს. გაღვიძების დროს ადამიანი რა ენერგიით არის სავსე, ის ენერგია მთელი დღის განმავლობაში გაჰყვება. სწორედ ამიტომ თუ ადამიანი 2-დან 6-საათამდე პერიოდში გაიღვიძებს, მთელი დღის განმავლობაში თავს მხნედ იგრძნობს.

ამ დროს სხეულში ორი რეჟიმი მუშაობს: ღამის და დღის, ანუ პასიური და აქტიური რეჟიმი. სწორედ ამ დროს ხდება ღამის რეჟიმის დღის რეჟიმზე გადართვა. თუ ადამიანს ამ დროს სძინავს, ეს გადართვა არ ხდება. შემდეგ მთელი დღის განმავლობაში თავს სუსტად იგრძნობთ. გიწევთ ძილიანობას ებრძოლოთ, რადგან სწორ დროს არ ადექით. აქედან მოდის ყავის და ჩაისადმი დიდი მოთხოვნილება.

ამავე დროს (2-დან 6 საათამდე შუალედში) ორგანიზმის გასაწმენდად საუკეთესო დროა.

თუ ადამიანი ადრე დგება, მისი ორგანიზმი ბუნებრივი გზით იწმინდება და ტოქსინებისგან თავისუფლდება.

0
443
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
443
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0