x
მეტი
  • 15.12.2018
  • სტატია:83744
  • ვიდეო:334503
  • სურათი:441825
ახალი რევოლუციური სკანერი,რომელიც ნარკოტიკის არსებობას ორგანიზმში 10 წუთში ადგენს

image
შემუშავდა თითის ანაბეჭდის რევოლუციური სკანერი, რომელსაც რამდენიმე წუთში შეუძლია 99% სიზუსტით გამოავლინოს ორგანიზმში ნარკოტიკის არსებობა და შეცვალოს აქამდე არსებული სისხლის და შარდის ანალიზი.ამის შესახებ იუწყება
Daily mail-ი.



Reader-1000, არის მოწყობილობა, რომელიც რამდენიმე წუთში ოთხ ძირითად ნარკოტიკზე ახდენს ტესტირებას:კოკაინი, ოპიატები, მარიხუანა და ამფეტამინის რიგი.


ის უკვე გამოიყენება კორონერულ მორგებში, აგრეთვე ნარკომანების რეაბილიტაციის ცენტრებში და სკოლებში.


ამასთანვე მიმდინარეობს მუშაობა მოწყობილობა გამოიყენონ აეროპორტებში და მონიტორინგისთვის ციხეებში და პრობაციის ადგილებში.


ექსპერტებმა დანერგეს ტექნოლოგია, რომელიც ფირმა Cambridge Intelligent Fingerprinting-მა შეიმუშავა, გაირკვა, რომ სისხლის და შარდის ანალიზთან შედარებით.მისი სიზუსტე 86%-იდან 92%-მდე მერყეობს.


"ამ ახალმა კვლევამ გვიჩვენა, რომ ჩვენი მოწყობილობა სწრაფად ავლენს ნარკოტიკის მიღებას ადამიანებში, რისთვისაც თითის ანაბეჭდს ვიყენებთ, ანალიზის აღებისთვის სულ 5 წამია საჭირო, ხოლო პასუხისთვის 10 წუთი"-განაცხადა პროფესორმა დევიდ რასელმა, კვლევის თანაავტორმა და ფირმის დამაარსებელმა.


"ჩვენმა კვლევა და ტექნოლოგია გამოადგათ კორონერებსაც, რომელებიც იკვლევენ სიკვდილის სავარაუდო მიზეზებს და უადვილებს პოლიციას საქმის გამოძიებას"-დასძინა რასელმა.

0
44
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0