x
image
_K_
პირველი კოცნით იმაზე მეტის გაგება შეგიძლიათ პარტნიორზე, ვიდრე გეგონათ
კვლევების მიხედვით, საშუალოდ, ცხოვრებაში ქალი 15 მამაკაცს კოცნის, აქვს 2 გრძელვადიანი ურთიერთობა და, სულ ცოტა, 2-ჯერ მაინც უტყდება გული, სანამ "იმ ერთადერთს" შეხვდება და დაქორწინდება. ფაქტობრივად, მთელ შემდეგ ურთიერთობაზე პირველი კოცნა ახდენს გავლენას, რადგან მას პარტნიორსა და მის გრძნობებზე იმაზე ბევრად მეტი რამის გამოვლენა შეუძლია, ვიდრე ფიქრობდით.

სტატიაში გთავაზობთ 8 მნიშვნელოვან ფაქტს, რის გაგებასაც პარტნიორთან პირველი კოცნის შემდეგ მარტივად შეძლებთ.








8. არის თუ არა ქიმია თქვენ შორის?

ქიმია ის არის, რასაც სიტყვებით ვერ გადმოსცემთ, ეს უნდა იგრძნოთ. როცა პარტნიორის ტუჩები თქვენს ტუჩებს ეხება, რას ფიქრობთ: გინდათ, რომ ეს წუთი სამუდამოდ გაგრძელდეს და გინდათ, რომ რაც შეიძლება მალე დამთავრდეს? თუ პირველივე კოცნის დროს ძლიერ კავშირს იგრძნობთ, ეს კარგი ნიშანია.


თუმცა, თუ იმედგაცრუებული იქნებით და ვერანაირ ნაპერწკალს ვერ იგრძნობთ თქვენ შორის, სავარაუდოდ, ეს არც შეიცვლება. ქიმია არ არის რაღაც, რაც მოდის და მიდის, ის თავიდანვე უნდა არსებობდეს წყვილს შორის.


image








7. კარგი იქნება თუ არა საწოლში?

პირველ კოცნაზე ბევრი დამოკიდებულია, ამიტომ აქედანვე შეგიძლიათ მარტივად გადაწყვიტოთ, ღირს მასთან დაძინება თუ არა.


ყურადღება მარტო პარტნიორის ტუჩებს კი არა, მისი ხელების მოძრაობასაც უნდა მიაქციოთ. არის თუ არა მისი მთელი სხეული ჩართული კოცნის პროცესში? გრძნობთ თუ არა ძლიერ კავშირს თქვენ შორის? თუ კი, მაშინ, დიდი ალბათობით, ის საწოლშიც კარგი იქნება.

image








6. საკმარისად თავდაჯერებულია?

იმას, თუ როგორ ცდილობს პარტნიორი პირველ კოცნას, ბევრი რამ შეუძლია გითხრათ მისი თავდაჯერებულობის დონეზე. ნერვიულად ხომ არ იხრება თქვენკენ? ხომ არ ცდილობს, კოცნა დაგაძალოთ?


თავდაჯერებულმა ადამიანმა იცის, რასაც აკეთებს და არ ნანობს. ამიტომ, თუ კოცნის დროს თავდაჯერებული ხართ და პარტნიორისგანაც იმავეს გრძნობთ, მაშინ, სავარაუდოდ, ეს ის ურთიერთობა, რომელსაც ეძებდით.


თავდაჯერებულობის კიდევ ერთი ნიშანი ისაა, რომ პარტნიორს არ ეშინია, კომპლიმენტი გითხრათ და თქვენი კოცნა შეაფასოს. თუ პირველი კოცნის შემდეგ თამამად გაგიზიარებთ ემოციებს, დიდია იმის შანსი, რომ მომავალშიც არ დაგიმალავთ არაფერს.

image








5. რამდენად უვლის საკუთარ თავს?

შეიძლება, ეს კითხვა უცნაურადაც ჟღერდეს, რადგან პირველი კოცნის დროს თითქმის არავინ აქცევს ყურადღებას პარტნიორის ჰიგიენას. თუმცა, ამაზეც ბევრი რამის გაგება შეგიძლიათ.


იგრძნობა თუ არა მის სუნთქვაში საღეჭი რეზინის არომატი? ხმარობს თუ არა პარფიუმს? თქვენთან შეხვედრამდე მიიღო თუ არა შხაპი? თუ კი, ესე იგი გაგიმართლათ, რადგან მას თქვენი აზრი აინტერესებს.


სხვა შემთხვევაში, ნუ გექნებათ ილუზია, რომ ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა და აღარ განმეორდება. მაშინაც კი, თუ კოცნის გეგმები არ არსებობდა, მას მაინც უნდა დაეცვა პირადი ჰიგიენა. ასე რომ, თუ პირველივე კოცნისას შეამჩნევთ, რომ პარტნიორს კბილები არ გაუხეხავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამით არც მომავალში შეიწუხებს თავს.

image







4. კარგი მსმენელია?

კოცნით იმას გამოხატავთ, რისი გადმოცემაც სიტყვებით შეუძლებელია, ამიტომ ამ პროცესში სხეულის ენა თამაშობს დიდ როლს. დააკვირდით, "მოგყვებათ" თუ არა პარტნიორი. მაგალითად, თუ ფრანგული კოცნა არ მოგწონთ და ცდილობთ, ეს აგრძნობინოთ, უნდა შეწყვიტოს და ჩვეულებრივი კოცნა განაგრძოს.


კოცნის ყოველი აქტის დროს წყვილი ერთმანეთს ათობით მიკრო-ნიშანს უგზავნის, აგრძნობინებს, რამდენად ძლიერად უნდა ჩაიხუტოს და ა.შ. თუ მას კარგად ესმის თქვენი გაგზავნილი მესიჯები, ეს ძალიან კარგია! ეს იმას ნიშნავს, რომ პარტნიორი ყურადღებას აქცევს თქვენს მოთხოვნილებებს და მზადაა, თავი კომფორტულად გაგრძნობინოთ.

image








3. რამდენად სერიოზული იქნება ურთიერთობა?

აშკარაა, რომ თუ ადამიანი გკოცნით, ესე იგი იზიდავთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავთ, რომ აუცილებლად სერიოზული ურთიერთობა გექნებათ.


არის რამდენიმე ფაქტორი, რაზეც პირველი კოცნის შემდეგ უნდა იფიქროთ. მაგალითად, პარტნიორის მხრიდან, ეს, უბრალოდ, პირველი კოცნა იყო თუ გაქვთ შთაბეჭდილება, თითქოს მან "გაგსინჯათ"? როგორ ფიქრობთ, ის კოცნით სიამოვნებას იღებდა თუ ჩქარობდა?


ნუ დაგავიწყდებათ თქვენი გრძნობებიც. დაგიტოვათ კოცნამ გაგრძელების სურვილი? დაიწყეთ ფიქრი თქვენს საერთო მომავალზე? იქნებ, უკვე ვეღარ წარმოგიდგენიათ ცხოვრება მის გარეშე? თქვენი დამოკიდებულების გასაგებად, ამ შეკითხვებს გულწრფელად უნდა უპასუხოთ.

image








2. აჩქარებს მოვლენებს?

პირვველი კოცნიდან ისიც შეგიძლიათ დაასკვნათ, სულსწრაფია თუ არა პარტნიორი. თუ შეამჩნევთ, რომ მისი ხელები სხეულის ქვედა ნაწილისკენ გარბის ან ცდილობს, მაისური გაგხადოთ, დიდია იმის შანსი, ის მხოლოდ თქვენს საწოლში ჩათრევას ცდილობს.


თუ პარტნიორს არ ესმის თქვენი სხეულის ენა და გიბიძგებთ ისეთი რაღაცების გაკეთებისკენ, რაც თავს კომფორტულად არ გაგრძნობინებთ, ეს ნამდვილად ცუდი დასაწყისის ნიშანია. აშკარაა, ამ ადამიანმა არ იცის მოთმინების მნიშვნელობა და არ შეუძლია, ისიამოვნოს იმით, რაც ამ მომენტში აქვს.

image








1. მადლიერია?

მისი დამოკიდებულების გასაგებად ყურადღება მიაქციეთ, როგორ გექცევათ პარტნიორი პირველი კოცნის შემდეგ.

დააკვირდით მის რეაქციას. ბედნიერი შესახედაობა აქვს? იღიმის? თვალები უბრწყინავს და მეტის მოლოდინშია?


ამ კითხვებზე დადებითი პასუხი იმას ნიშნავს, რომ ის ნამდვილად აფასებს თქვენთან ყოფნას. ამიტომ, დიდია იმის შანსი, რომ სწორი ადამიანი იპოვეთ, რომელიც პატივისცემით მოგექცევათ და დააფასებს თქვენთან ერთად გატარებულ თითოეულ მომენტს.

image

გისურვევბთ ბედნიერებ ურთიერთობას!








ასევე დაგაინტერესებთ:


1. 12 ნიშანი იმისა, რომ პარტნიორს გიჟურად უყვარხართ

image


2. ეს 10 რამ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს მაგნიტივით იზიდავს

image


3. 7 რამ, რასაც წყვილები მხოლოდ დაშორების შემდეგ ხვდებიან

image


0
2189
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:_K_
_K_
2189
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0