x
მეტი
  • 20.10.2018
  • სტატია:81808
  • ვიდეო:333827
  • სურათი:438958
დარჩენილია სამ წელიწადზე ნაკლები! ვისაც ყური აქვს ისმინოს...

image
სრულიად ობიექტურად და ყოველგვარი ნაციონალისტური მიკერძოებულობის გარეშე შეიძლება ითქვას, რომ 1121 წელს დიდგორის ველზე შემოსეულ მტერთან ქართველთა საარაკო შერკინება, ერთ-ერთი ყველაზე დიდებული და მნიშვნელოვანი საომარი ეპოპეაა, რაც კი ოდესმე გამართულა პლანეტა დედამიწაზე. ამ გამარჯვებით არა მხოლოდ საქართველო გადაურჩა მსოფლიო რუქიდან გაქრობას(პირდაპირი მნიშვნელობით), არამედ მთელი ცივილიზებული სამყარო განერიდა უძლიერესი და უსასტიკესი იმპერიისაგან მომავალ აგრესიას. დიდგორის ტრიუმფმა დავით აღმაშენებელი თვით უკვდავებას აზიარა და დღესაც კი მის სახელსა და საქმეს ბევრად უფრო მეტის მოტანა შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე ხელისუფლებაში მყოფ თანა-მედროვე გვამებს.

მეოცე საუკუნის ბოლოს ჰოლივუდიდან წამოსულმა უილიამ უოლასის საბრძოლო ყიჟინამ მთელი სამყარო შეაზანზარა.imageმელ გიბსონის ჰეროიკულმა საგამ თავისუფლებისათვის მებრძოლ გმირებსა და მათ მამაც მხედართმთავარზე, არნახული პოპულარობა მოუტანა დიდ ბრიტანეთში ჩაკარგულ პატარა შოტლანდიას. ისტორიკოსები ერთხმად აღიარებენ, რომ ამ სურათში ბევრი გამოგონილი ეპიზოდია, თუმცა, რა თქმა უნდა, მთავარია საბოლოო მიზანი და არა ცალკეული სიუჟეტები. შედეგები კი მართლაც შთამბეჭდავი იყო, გახარჯულზე სამჯერ მეტი შემოსავალი და არაერთი აღიარება სხვადასხვა ფესტივალებზე, მათ შორის ოსკარის ხუთი ნომინაცია, რაც ყველაზე მთავარია მაყურებელმა ფილმი მიიღო და შეიყვარა.

imageჰოლივუდისა და საქართველოს გზები ერთხელ უკვე გადაიკვეთა 2009 წელს, როცა მაშინდელი ხელისუფლების ინიციატივითა და პატრონაჟით რეჟისორმა რენი ჰარლინმა არცთუ მცირე ბიუჯეტიანი მხატვრული ფილმი გადაიღო რუსეთ-საქართველოს საომარ დაპირისპირებაზე. სამწუხაროდ ამ თანამშრომლობით ორივე მხარე წაგებული დარჩა, რადგან თავიდან ბოლომდე ყველაფერი ერთპიროვნულად და არაპროფესიონალურად გაკეთდა. რეალისტური, დრამატული შედევრის ნაცვლად, ყოვლად უსახური და მდარე ხარისხის "ბოევიკი" მივიღეთ, რომელიც იმ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს, რაც ამ ჟანრში გამორჩეულ ფილმებს მოეთხოვებათ. პირველივე დატესტვაზე(თქვენი მონა-მორჩილიც ესწრებოდა)ნათლად გამოჩნდა, რომ მისია შეუსრულებელი დარჩებოდა. ფილმის მთავარი შემფასებელი ქვეყნის პრეზიდენტი იყო, პროდიუსერობას კი სახელმწიფო ჩინოვნიკები ითავსებდნენ, ეს მაშინ, როცა კინოს წარმატების გასაღები სწორედ მის პროდუსინგშია. პროდიუსერის მარიფათსა და კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული მთელი კინოწარმოება, დაწყებული სცენარის შერჩევითა და მარკეტინგით დამთავრებული. ჩვენ შემთხვევაში ეს ყველაფერი ანგაჟირებული დილეტანტების ხელში აღმოჩნდა და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ - 0.

ორგანიზაციას, რომელიც დღეს ქართული კინოს სვე-ბედს განაგებს ეროვნული კინოცენტრი ეწოდება, თუმცა მათ მიერ წარმოებული კინოპოლიტიკა ძალიან შორსაა სიტყვა ეროვნულის ეტიმოლოგიური განსაზღვრებისაგან. როცა ასეთი მდიდარი ტრადიციების მქონე სფეროს კურირებ და თანაც ამგვარი მჟღერი სახელწოდებით, ვალდებული ხარ ერთი პროექტი მაინც განახორციელო სახალხო და სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი. ფინანსურ სიმწირეზე აპელირება თავის გასამართლებლად ნამდვილად არ გამოდგება. გამოცდილებამ აჩვენა, რომ მილიონები და ქვეყნის პირველი პირების ჩართულობა ამ საკითხში ვერაფერს წყვეტს და "პური მხოლოდ მეპურემ უნდა გამოაცხოს!" მთავარია გამოცდილი და ნიჭიერი სცენარისტის(სცენარისტების) დაინტერესება და ჰოლივუდელი ბოსები თავს არ დაზოგავენ ეკრანიზაციაზე უფლების მოსაპოვებლად.

imageდიდგორის ბრძოლა და თავად დავითის ბიოგრაფია იმდენად საინტერესო და მრავალფეროვანი შტრიხებით არის აღბეჭდილი, რომ რთულია უფრო უკეთესი მასალის მონახვა ბრწყინვალე ისტორიული ბლოკბასტერის შესაქმნელად. "მამაცი გულის" მსგავსად ამ თემას ერთი დიდი უპირატესობაც აქვს: ფილმი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე - ეს რემარკა ერთიორად ამაღლებს ფილმისადმი ინტერესს და ერთგვარი წარმატების ფორმულაა პიარტექნოლოგიური თვალსაზრისით. ისიც ადვილი წარმოსადგენია ჰოლივუდელი ოსტატების ხელში როგორ გამოიძერწება და რა ეფექტისა და ჟრუანტელის მომგვრელი იქნება სცენა, როცა უმცირესობაში მყოფი ქართველი(ამ სიტყვის ფართო გაგებით)მეომრები საკუთარი ხელით ხერგავენ საბრძოლო ველიდან გასასვლელ ბილიკებს, ანდა მტრის შუაგულში როგორ ვულკანივით ამოხეთქავს "მოწინააღმდეგის მხარეს გადასული" ორასი ლომგულა ივერიელი. image

სამ წელიწადში დიდგორის ომიდან ცხრა საუკუნოვანი იუბილე შესრულდება! ეს ძლევამოსილი ისტორია ჩვენმა გმირმა წინაპრებმა საკუთარი სისხლით დაწერეს და დაგვიტოვეს. ეხლა მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, როდის გაიგებს ამის შესახებ მსოფლიო საზოგადოება და როდის გაცოცხლდება მათ წინაშე ეს ღვთაებრივი ძლევაი საკვირველი!image

პ.ს. ფაქტები და მხოლოდ ფაქტები მოწმობენ, რომ ღმერთის უარმყოფელი ქართველები მუდამ სხვათა უღელქვეშ ექცეოდნენ, მიუხედავად იმისა, თუ რა ეპოქა იდგა და ვინ იყო ქვეყნის სათავეში, მეფე თუ დემოკრატიული რესპუბლიკის მეთაური. მხოლოდ ღვთისა და კაცის, ერისა და ბერის ერთობლივი ძალისხმევით ვინარჩუნებდით ეროვნულ და პიროვნულ თავისუფლებას. image

უკომენტაროდ: "ეჰა, მეომარნო ქრისტესანო! თუ ღვთის რჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არათუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართ, არამედ თვით ეშმაკებსაც იოლად დავამარცხებთ!!! " დავით აღმაშენებელი - ერთიანი საქართველოს მეფე - მე-12 საუკუნე

"We are never defeated unless we give up on god. ჩვენ არასდროს დავმარცხდებით, თუ ღმერთს არ უარვყოფთ." რონალდ რეიგანი - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი - მე-20 საუკუნე...image

3
644
2-ს მოსწონს
ავტორი:კალიფორნიელი
კალიფორნიელი
644
  
9 ოქტომბერი, 19:57
გარდაუვალია და ეს ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდება! უბრალოდ დრო გადის და ასეთი განძის მიწაში მალვა სირცხვილი და დიდი დანაშაულია.
9 ოქტომბერი, 16:23
იდეა ძალიან კარგია,მაგრამ ინიციატივას ვინ გამოიჩენს,უმთავრესი ეს იქნება. როცა პირველად ვნახე "მამაცი გული" გულდაწყვეტილი დავრჩი,რატომ არ იყო ფილმი დავით აღმაშენებელზე და დიდგორის ბრძოლაზე. არავის არ ეგონოს,რომ მსოფლიოში ბევრმა იცის ეს ამბავი. ისტორიკოსების გარდა არამგონია ბევრმა იცოდეს,გამომდინარე იქედან რო არ არის გადაღებული ფილმი. შოტლანდიელების თავისუფლებისთვის ბრძოლა წახდა,მაშინ როცა 52% უარი თქვა ბრიტანეთიდან გამოყოფაზე. მათზე არის ფილმი,რომელიც მათივე წახალისებულია სავარაუდოდ. საქართველოს ისტორია მთლიანად თავისუფლებისათვის ბრძოლა და ეს ბრძოლა ერთერთი მაგალითი იმისა,თუ როგორ შეიძლება გაიმარჯვო იქ,სადაც დამარცხება უფრო განაღდებულია. ფილმები გადაიღეს ალექსენდრეზე და მითებზე,რომელშიც ბევრი რამე გაზვიადებულია. ამ შემთხვევაში ხელის გულზე მთელი რეალური ფაქტები ექნებათ. არაერთი ისტორიკოსს აქვს შემონახული ამ ბრძოლის პერიპეტიები. ჰოლივუდი,რომ ხარ და არ იღებ ფილმს აღმაშენებელზე,გამოდის ორი ვარიანტია: 1)არ იციან,რომ ეს ბრძოლა მოხდა,რაც გამორიცხულია და 2) შეგნებულად არ ხდება ამის აფიშირება,რადგან საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩაითველბა იმ დროიდან,როცა რუსები ქვებით თამაშობდნენ. მეორე ვარიანტი უფრო მგონია,რადგან ქართველი ისევ სლავური წარმოშობის ჰგონიათ დღეს უმრავლესობას მსოფლიოში ან რუსეთის ისტორიული ნაწილი,რომელიც რუსებს აუჯანყდა და დამოიკიდებლობა მოიპოვა. ქართველს კუჭი ქონდეს სავსე და ჯიბე,სულ არ კიდია რას და როგორ იტყვიან საქართველოზე. იმდენი ფული აქვს საპატრიაქოს,რომ თავისუფლად შეუძლია ამის დაფინანსება,მაგრამ ეგ წვერიანი ხალხი ქართულ საქმეს ხო არ გააკეთებენ. მთავარი ხო ჯიპები და კასაში ფულია,ხოდა საქართველოს დედა არ მოვტYან
9 ოქტომბერი, 12:08
ეს იქნება 300 სპარტელზე უფრო დიდი სანახაობა. ევროპელი ნაციონალისტები პირდაპირ შთანთქავენ ამ მასალას სიხარულით, გააკეთებენ უამრავ კლიპს ამ ფილმის კადრებით. ყველა გაიცნობს ამ ქვეყანას, ერთიორად გაიზრდება ტურიზმი და იქიდან მიღებული შემოსავლებიც რა თქმა უნდა. ეს არის საუკეთესო იდეა, რომ დიდგორი გადაიღოს ჰოლივუდმა.
0 1 3