x
ღმერთი და მეცნიერი (იგავი)
image
დიდი მეცნიერი გარდაიცვალა და მისი სული უფლის წინაშე წარსდგა. თავისი დიდი და ღრმა ცოდნით აღფრთოვანებულმა, მან კადნიერად მიმართა ღმერთს:

“ჩვენ მეცნიერები, მივედით იმ დასკვნამდე, რომ შენ აღარ გვჭირდები! ჩვენ ჩავწვდით ყველა საიდუმლოს და ვიცით ყველაფერი რაც შენ იცი: შეგვიძლია გულის და სხვა სხეულის ორგანოს გადანერგვა, ადამიანების კლონირება, ვქმნით მცენარეების და ცხოველების ახალ ჯიშებს... მოკლედ, შევძელით ყველაფერი, რაც ადრე შეუძლებლად ითვლებოდა და რასაც შენ სიბრძნესა და ყოვლისშემძლეობას მიაწერდნენ."

ღმერთი მოთმინებით ისმენდა გაკადნიერებული მეცნიერის თავის ქებას და როცა ის დადუმდა, შესთავაზა:

- მოდი იმისთვის, რომ შევამოწმოთ კიდევ ვჭირდები თუ არა ადამიანებს, პატარა შემოქმედებითი შეჯიბრი მოვაწყოთ.


- მშვენიერია, - უპასუხა მეცნიერმა, - რა გინდა, რომ გავაკეთო? - დავუბრუნდეთ საწყის ეპოქას და შევქმნათ პირველი ადამიანი-ადამი.

-ძალიან კარგი!- თქვა მეცნიერმა და დაიხარა, რომ პეშვით მტვერი აეღო.

-ნუ ჩქარობ! - შეაჩერა იგი უფალმა, - შენ შენი მტვერი გამოიყენე, ჩემსას კი თავი დაანებე!

0
160
შეფასება არ არის
ავტორი:ანანო ლიპარტია
ანანო ლიპარტია
160
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0