x
მეტი
  • 10.12.2018
  • სტატია:83576
  • ვიდეო:334391
  • სურათი:441505
სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა დედოფლისწყაროში და წინასაარჩევნო დაპირებები (ფოტორეპორტაჟი)

image


ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი კახეთში წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავს. 8 ოქტომბერს ზურაბიშვილი სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მოსახლეობას შეხვდა. საპრეზიდენტო კანდიდატი მოსახლეობას საკუთარ საარჩევნო პროგრამას აცნობს და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაციას იღებს. სალომე ზურაბიშვილი სხვადასხვა სოფლის მოსახლეობას რაიონულ ცენტრში ხვდება.


ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ქიზიყს ამ კუთხისთვის დამახასიათებელი თავისუფლების მქონე პრეზიდენტი ეყოლება. პრეზიდენტობის კანდიდატმა თავის გამოსვლაში ასევე ყურადღება გაამახვილა მედიცინის სფეროს განვითარებაზე და განაცხადა, რომ საქართველოში უნდა აშენდეს ონკოცენტრი, რათა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ ადგილზე მკურნალობა.


სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის იქნება პრეზიდენტი, რომელიც ხალხსა და ხელისუფლებას შორის მედიატორის ფუნქციას შეასრულებს. ზურაბიშვილმა ემიგრაციაში წასულ საქართველოს მოქალაქეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი ღირსეული დაბრუნებისთვის იზრუნებს. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ამომრჩევლებს ტყუილ დაპირებებს არ მისცემს.


image

„მე ვიქნები სიმართლის მხარეს. მე ვიქნები სიმართლის მთქმელი პრეზიდენტი.
მე ვიქნები დამოკიდებული არა რომელიმე პარტიაზე, არამედ თანამშრომლობაზე. მე რეალისტი ვარ და მინდა, რომ საქმე გაკეთდეს. აუცილებელია, ადამიანმა გაიგო, რა თემებზე საუბრობენ კანდიდატები, რას სთავაზობენ. როგორც თქვენ ხართ თავისუფლები, სიმართლის მოყვარულები, დამოუკიდებლები და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლები, ჩემი დაბადებიდან, წინაპრებიდან გამომდინარე ასევე ვარ მეც თავისუფალი, დამოუკიდებელი და სიმართლის მთქმელი. სიმართლის მთქმელი ნიშნავს, რომ მე ტყუილ დაპირებებს არ მოგცემთ”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა დედოფლისწყაროს კულტურის სახლში გამართულ შეხვედრაზე.


image

"მე არ ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც პენსიებს გაზრდის, " - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დედოფლისწყაროში ამომრჩეველთან შეხვედრისას
სიტყვით გამოსვლისას. ასევე მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებს საკუთარ პროგრამაზე საუბარი ლანძღვა-გინების ფონზე არ უნდა უხდებოდეთ.


„ეს არის ქიზიყი, შესაბამისად, აქ სიღნაღში თავისუფალი, დამოუკიდებელი,
სიმართლის მთქმელი ხალხი ცხოვრობს, ამდენად ძალიან თავისუფლად ვგრძნობ თავს და მომავალში ამ კუთხის შესატყვისი პრეზიდენტი ვიქნები, თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სიმართლის თქმის თვალსაზრისით“ - აღნიშნავს დეპუტატი.


image


„ამომრჩეველს ინფორმაციის მიღების უფლება უნდა ჰქონდეს, ეს დღეს არ ხდება და რამდენადაც შევძლებ აქ მინდა რომ წარმოგიდგინოთ ის, რისთვისაც მე მოვდივარ. როგორც თქვენ ხართ თავისუფალი დამოუკიდებელი მხარე, ასე ვარ მეც. მე სიმართლეს მთქმელი ვარ, სიმართლის მთქმელი ნიშნავს, რომ ტყუილ დაპირებებს არ მოგცემთ, მე არ ვიქნები ის პრეზიდენტი, რომელიც შეძლებს, რომ პენსიები გაზარდოს, მე არ ვიქნები ის პრეზიდენტი, რომელიც შეძლებს კანონების შეცვლას, მე არ ვიქნები ის პრეზიდენტი, რომელიც შეძლებს, ეკონომიკა სწრაფად დააყენოს ფეხზე, მე არ ვიქნები ის პრეზიდენტი, რომელიც შეძლებს თქვენ დასაქმებას. რის გაკეთებასაც შევძლებ ამას გეტყვით მხოლოდ." - განაცხადა ზურაბიშვილმა.

.

image

.

ამომრჩეველს პრეზიდენტობის კანდიდატი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა ირაკლი შიოლაშვილმა წარუდგინა.


„ეს რაიონი ჩვენია, დღეს ჩვენთან სტუმრად იმყოფება ირაკლი ღარიბაშვილის მამა, ბატონი ტარიელ ღარიბაშვილი. ყველამ მხარი უნდა დავუჭიროთ სალომე ზურაბიშვილს, “ - აღნიშნა შიოლაშვილმა.


image

დედოფლისწყაროში გამართულ შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ირაკლი სესიაშვილი და ირაკლი შიოლაშვილი დაესწრნენ. დარბაზში იმყოფებოდნენ დედოფლისწყაროს მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირებიც.


პრეზიდენტობის კანდიდატმა „ქართული ოცნების" სხვა წარმომადგენლებთან ერთად შირაქის ველზე, ე.წ. დიდნაურის ნაქალაქარი დაათვალიერა, სადაც მასშტაბური არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს.


ამავე თემაზე: ირაკლი შიოლაშვილი: „სიღნაღმა გადაწყვიტა, სალომე ზურაბიშვილს ვუჭერთ მხარს“


imageimage

0
74
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0