x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134383
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
საქართველოში ორმაგი მოქალაქეობა 41632-მა რუსმა, 2336-მა თურქმა, 1936-მა სომეხმა... ირანელმა, ბერძენმა, ყაზახმა... მიიღო

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში ორმაგ მოქალაქეობას 58 143 ადამიანი ფლობს. რუსეთის მოქალაქეების გარდა, ბოლო ორი წლის განმავლობაში ორმაგი მოქალაქეობა მიენიჭა აშშ-ის 1768 მოქალაქეს. 1222 – აზერბაიჯანელს, 2336 – თურქეთის მოქალაქეს, 525 – ირანის მოქალაქეს, 2158 – ისრაელის, 1666 – საბერძნეთის, 1936- სომხეთის, 1061 – უკრაინის, 389 – ყაზახეთის მოქალაქეებს. დანარჩენი ქვეყნების მონაცემები ამ ნიშნულს ბევრად ჩამოუვარდება.


image


2016 წლის 16 სექტემბრიდან 2018 წლის 17 აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს მოქალაქეობა მიიღო 15 229 უცხო ქვეყნის მოქალაქემ. აქედან, ყველაზე მეტი – 6 447 მოქალაქეობის მიმღები პირი არის რუსეთიდან, 298 თურქეთიდან, 194 კი ირანიდან.



რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ პირებს საქართველოს არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება აქვთ.



ორმაგი მოქალაქეობის მისაღებად 2016-2018 წლებში სულ 58 143 უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიმართა იუსტიციის სამინისტროს. ამ სტატუსის მფლობელი სრული უმრავლესობაც – 41 631 პირი არის რუსეთის მოქალაქე, 2 336 თურქეთის მოქალაქე, ხოლო 525 ირანის მოქალაქე.


image



იუსტიციის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით


2016-2018 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობის მიღება მოითხოვა ავღანეთის სამმა მოქალაქემ, მათ უარი უთხრეს.


ამავე პერიოდში საქართველოს მოქალაქეობა მიიღო აზერბაიჯანის 15-მა მოქალაქემ, ხოლო მოქალაქეობა შეუწყდა 199 ადამიანს.



საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭა ბანგლადეშის ორ მოქალაქეს, ორს კი უარი ეთქვა.


ეგვიპტის ორ მოქალაქეს გამარტივებული წესით მიენიჭა მოქალაქეობა და ამდენივე გავიდა მოქალაქეობიდან.


მოქალაქეობის მიღების მოთხოვნით ამ პერიოდში ერაყიდან 40-მა პირმა გააკეთა განაცხადი, თუმცა არც ერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამავე პერიოდში საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა ექვს ერაყელს.


ინდოეთიდან 28 განაცხადი არ დაკმაყოფილდა, მხოლოდ ერთმა მიიღო მოქალაქეობა. ხუთ ადამიანს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. საქართველოში სულ 9 335 ინდოელი ცხოვრობს, მათგან 6259 სტუდენტია, ხოლო 2435 მუშაობს. დანარჩენები საქართველოში სხვადასხვა მიზნით იმყოფებიან.


ლიბანიდან მხოლოდ ექვსმა პირმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. ნიგერიიდან შვიდი განაცხადი იყო და არც ერთი არ დაკმაყოფლა. პაკისტანიდან მხოლოდ ერთ ადამიანს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა.


სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ამ პერიოდში ექვსმა ადამიანმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. საუდის არაბეთიდან სამი განაცხადი იყო შემოსული და არც ერთი არ დაკმაყოფილდა.


სირიიდან 42 პირი ითხოვდა მოქალაქეობას და მხოლოდ ერთს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა.


ყაზახეთიდან კი 58 პირს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, 40 განაცხადი არ დაკმაყოფილდა.


ეთიოპიიდან ორ ადამიანს აქვს სასწავლო ბინადრობის უფლება და ამდენივეს შრომითი ბინადრობის უფლება.


ბოლო ორი წლის მანძილზე მუდმივი საინვესტიციო უფლებით ისარგებლა ცხრა ერაყელმა, სასწავლო ბინადრობის უფლებით – 460-მა, ხოლო 19-მა პირმა შრომითი ბინადრობის უფლება მიიღო.


ზიმბაბვედან რვა ადამიანს მიენიჭა სასწავლო ბინადრობის უფლება, ერთს კი მუდმივი ცხოვრების უფლება აქვს.


თურქმენეთიდან შრომითი ბინადრობის უფლებით სარგებლობს 50 ადამიანი, სასწავლოთი – სამი, ოჯახის გაერთიანების მიზნით კი – 49 პირი.


სასწავლო ბინადრობის უფლება მისცა სახელმწიფომ 6 259 ინდოელს, შრომითი ბინადრობის უფლება – 2 435 პირს, 162 პირს აქვს მუდმივი ცხოვრების უფლება, 24-ს კი – მუდმივი საინვესტიციო ცხოვრების უფლება.


ინდონეზიიდან შრომითი ბინადრობის უფლებით 14 პირი სარგებლობს, სასწავლო ნებართვა კი ორ ადამიანს აქვს.


ნეპალიდან სასწავლო ბინადრობის ნებართვა აქვს 46 პირს, შრომითი კი – 25 პირს.


ნიგერიიდან სასწავლო ბინადრობის უფლება მოიპოვა 451-მა ადამიანმა, შრომითი ნებართვა კი – 24 პირმა.


პაკისტანიდან სასწავლო ბინადრობის ნებართვა მიიღო 68-მ, შრომითი კი – 129 ადამიანმა.


საუდის არაბეთიდან ამ პერიოდში სასწავლო ბინადრობის ნებართვა სამმა პირმა მიიღო, შრომითი – 17-მა, მუდმივი საინვესტიციო ნებართვა კი – ორმა.


სირიიდან სასწავლო ბინადრობის უფლება მოიპოვა 262-მა პირმა, შრომითი – 28-მ და მუდმივი საინვესტიციო ცხოვრების უფლება – ექვსმა პირმა.


სასწავლო ბინადრობის უფლება აქვს სომალიდან 19 ადამიანს, სუდანიდან – 60 პირს, შრი-ლანკადან -111 პირს.


ჩინეთიდან ამ პერიოდში 178 ადამიანს აქვს მოპოვებული საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლება, 85 ოჯახის გაერთიანების მიზნით იმყოფება, 2 916 პირი კი შრომითი ბინადრობის უფლებით სარგებლობს.


ამავე პერიოდში საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლება მოიპოვა 369 უკრაინელმა, 138 უკრაინელი კი ოჯახის გაერთიანების მიზნით ცხოვრობს.




განაგრძეთ საინტერესო სტატიების კითხვა >>>


1
203
1-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
203
  
2018, 9 ოქტომბერი, 12:38
ის "რუსები", რომლებიც იღებენ საქართველოს მოქალაქეობას რეალურად არიან რუსეთში მცხოვრები ქართველები, რომლებიც იბრუნებენ ორმაგ მოქალაქეობას და უნდატ, რომ საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ.
0 1 1