სისხლის სამართალი ბულგარეთში ცნობილი ჟურნალისტი გააუპატიურეს და მოკლეს 2018, 8 ოქტომბერი, 18:59 გამოძიება ერთდროულად რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს.
30 წლის ვიქტორია მარინოვას გვამი 6 ოქტომბერს აღმოაჩინეს ქალაქ რუსის პარკში, გამოძიების ინფორმაციით ახალგაზრდა ქალი ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი თავში ჩაარტყეს და დაახრჩვეს. "დაკარგულია მისი მობილური ტელეფონი, მანქანის გასაღები, სათვალე და ტანსაცმლის ნაწილი"-აღნიშნა ადგილობრივმა პროკურორმა გიორგი გიორგევმა, მანვე განაცხადა, რომ განიხილება ვარიანტები, რომელიც როგორც ჟურნალისტის პირად ცხოვრებას უკავშირდება, ასევე მის პროფესიულ საქმიანობას. პრემიერ მინისტრის ბოიკო ბორისოვის განცხადებით დანაშაულის ადგილზე ნაპოვნია დიდი რაოდენობის დნმ-მასალა, რამაც დანაშაულის გახსნა უნდა გაადვილოს. მარინოვა იყო ადგილობრივი ტელევიზიის TVN -ს დირექტორი, იგი ძირითადად კორუფციის თემაზე მუშაობდა, მისი ბოლო გადაცემა თოქ-შოუ "დეტექტორში" ევროკავშირის ფონდთან დაკავშირებით თაღლითობას შეეხებოდა, რომელშიც სავარაუდოდ, პოლიტიკოსები და ბიზნესმენები არიან ჩართულნი. 546 5-ს მოსწონს
|