x
მეტი
  • 20.10.2018
  • სტატია:81815
  • ვიდეო:333827
  • სურათი:438958
ირაკლი შიოლაშვილი: „სიღნაღმა გადაწყვიტა, სალომე ზურაბიშვილს ვუჭერთ მხარს“

image


ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი კახეთში წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავს. ზურაბიშვილი სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მოსახლეობას შეხვდა. საპრეზიდენტო კანდიდატი მოსახლეობას საკუთარ საარჩევნო პროგრამას აცნობს და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაციას იღებს. სალომე ზურაბიშვილი სხვადასხვა სოფლის მოსახლეობას რაიონულ ცენტრში ხვდება.


ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ქიზიყს ამ კუთხისთვის დამახასიათებელი თავისუფლების მქონე პრეზიდენტი ეყოლება.


პრეზიდენტობის კანდიდატმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა მედიცინის სფეროს განვითარებაზე და განაცხადა, რომ საქართველოში უნდა აშენდეს ონკოცენტრი, რათა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ ადგილზე მკურნალობა.


სიღნაღში ამომრჩეველს პრეზიდენტობის კანდიდატი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი შიოლაშვილმა წარადგინა.


„მე ამაყი ვდგავარ აქ. ამაყი ვდგავარ იმიტომ, რომ მაქვს ქიზიყელებთან საქმე, პირდაპირებთან, მებრძოლებთან, სიტყვის ხალხთან. სიტყვას როცა ამბობს ქიზიყელი, სიცოცხლის ფასადაც რომ დაუჯდეს, აუცილებლად ასრულებს – ეს ერთი დიდი ოჯახია. სიღნაღი ერთი დიდი ოჯახია და ამ ოჯახში მოლაპარაკებული და გადაწყვეტილი, იქვე გადაწყვეტილია და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ქალბატონ სალომეს ვუჭერთ მხარს”, – განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.

0
91
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0