x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ფსკოვის ოლქში მდინარის "ფორსირებისას" საბრძოლო მანქანა ჩაიძირა და ორი მედესანტე დაიხრჩო

image რუსეთში ფსკოვის ოლქში, "კისლოვსკოეს" პოლიგონზე მიმდინარე სამხედრო წვრთვნებისას 76-ე გვარდიული, სადესანტო-მოიერიშე დივიზიის ორი მებრძოლი მდინარის გადალახვისას დაიხრჩო-იუწყება ფსკოვის საოლქო გამომცემლობა "კურიერი".
წვრთვნების ფარგლებში პოლიგონზე გამავალი მდინარე "ველიკოის" "ფორსირებისას" "БМД-4М" ჯერ დაუდგენელი მიზეზებით ჩაქრა და საბრძოლო მანქანა მდინარის ფსკერისაკენ დაეშვა. ჯავშანმანქანის ბორტზე შემსხდარმა მედესანტეებმა, ასევე მძღოლ-მექანიკოსმა და მემიზნემ საბრძოლო მანქანიდან ევაკუაცია მოასწრეს.
საბრძოლო მანქანის სადესანტო ნაკვთურში მყოფმა ორმა მედესანტემ კი ეს ვერ მოახერხა და საბრძოლო მანქანასთან ერთად მდინარის ფსკერზე დაეშვა.
მებრძოლებმა ვერ შესძლეს საბრძოლო მანქანის დატოვება გაურკვეველი მიზეზების გამო, საბრძოლო მანქანაში ბლოკირებული მედესანტეების სიცოცხლის გადასარჩენად სწრაფად ჩავიდნენ მდინარეში მყვინთავები, რომლებმაც გარკვეული დროის შემდეგ შესძლეს საბრძოლო მანქანაში შესვლა. ერთი მედესანტე უკვე გარდაცვლილი დახვდათ, მეორე კი სარეანიმაციო ღონისძიებების ჩატარების მიუხედავად გარდაიცვალა.
როგორც საოლქო გამომცემლობა იტყობინება ფსკოვის სადესანტო-მოიერიშე დივიზიის ოფიციალური წარმომადგენლის ინფორმაციაზე დაყრდნობით, დაღუპული მედესანტეებიდან ერთერთი წვევამდელი იყო, მეორე კი კონტრაქტორი.
დივიზიის პრეს-სამსახურში დაადასტურეს მედესანტეების დაღუპვა, მათი განცხადებით მიმდინარეობს ჯავშანმანქანის ამოყვანის ოპერაცია მდინარიდან და ექსპერტიზის ჩატარების მერე გახდება ცნობილი, თუ რატომ ჩაქრა მდინარის ფორსირებისას უახლესი ჯავშანმანქანა, რომელიც ახლახანს იქნა შეიარაღებაში მიღებული.
ადგილი, სადაც ჩაიძირა უახლესი რუსული მედესანტეთა საბრძოლო მანქანა.image ესეც არცთუ დიდი ხნის წინ ჰიდროდარტყმის გამო ჩაძირული რუსული საბრძოლო მანქანა.

1
327
8-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
327
  
2019, 13 მაისი, 1:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1