x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ვასიკო ოდიშვილს ახალი შოუ 2 კვირაში დაუხურეს? რა გახდა მიზეზი და როდის განახლდება „ვასმედია“?
image


ვასიკო ოდიშვილის სატირულ-იუმორისტული შოუ „ვასმედია", რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ყოველ კვირა დღეს გადიოდა, გუშინ ეთერში აღარ გასულა. არადა, პროექტი სულ ახლახან დაიწყო და ჯერ მხოლოდ რამდენიმე გადაცემაა მომზადებული.


„ლიბერალი" დაუკავშირდა გადაცემის ერთ-ერთ პროდიუსერს, გვანცა გორდეზიანს, რომელმაც თქვა, რომ გადაცემა ეთერში ფორმატთან დაკავშირებული ცვლილებების გამო არ გავიდა.

.


„გადაცემა შეიცვლის ფორმატს. ცვლილებების დასრულებამდე გადაცემა ეთერში აღარ გავა" - ამბობს გვანცა გორდეზიანი.

.

შეკითხვაზე, უკავშირდება თუ არა გადაწყვეტილება 30 სექტემებრს გასულ გადაცემას, რომელშიც წამყვანმა პარლამენტის თავმჯდომარეზე იხუმრა, გორდეზიანმა გვიპასუხა, რომ ფორმატის ცვლილება ამ გადაცემასთან კავშირში არ არის.

.

„ლიბერალის" წყაროს ინფორმაციით, გადაცემის შეჩერება, სავარაუდოდ, კავშირშია 30 სექტემბერს გასული გადაცემის შინაარსთან.

.

საგულისხმოა, რომ პირველი გადაცემა გავიდა 16 სექტემბერს და 7 ოქტომბერს გასასვლელი გადაცემის პრომოც გადიოდა ეთერში და განთავსებული იყო გადაცემის ფეისბუქგვერდზე. „ლიბერალი" ცდილობდა, გადაცემის წამყვანთან დაკავშირებას, ასევე გადაცემის მეორე პროდიუსერთან, ირაკლი ხრიკაძესთან. ირაკლი ხრიკაძე ჩვენს სატელეფონო ზარს არ პასუხობს.

.

30 სექტემბერს გასულ გადაცემაში ვასიკო ოდიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გააშარჟა.

.

გადაცემის დახურვის შესახებ შეკითხვა დღეს კობახიძეს ბრიფინგზეც დაუსვეს. კობახიძის თქმით, მას ამ გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. „არა მგონია, რაიმე გადაცემა დახურულიყო, არანაირი ინფორმაცია გადაცემის დახურვაზე არ მაქვს."- კობახიძე.

.

„ძვირფასო ვასმედიას მაყურებლებო, ვასიკო ოდიშვილი განახლებული დეკორაციით დაგიბრუნდებათ კვირას, 14 ოქტომბერს ჩვეულ დროსა და ჩვეულ ადგილას. დიდი მადლობა, რომ გვიყურებთ! არაკეთილმოსურნეებს, გთხოვთ, გააგრძელოთ ნერვიულობა", - ამის შესახებ ინფორმაციას „ვასმედიის" ფეისბუქგვერდი ავრცელებს.

0
91
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0