x
მეტი
  • 15.12.2018
  • სტატია:83744
  • ვიდეო:334504
  • სურათი:441825
11-27 ოქტომბერს მოძრაობის თეატრში სპექტაკლი „პარადისო“ გაიმართება, რომელიც Guardian -მა“ 50 საუკეთესო სპექტაკლს შორის დაასახელა

image


11 და 27 ოქტომბერს მოძრაობის თეატრში რეჟისორ ირაკლი ხოშტარიას სპექტაკლი „პარადისო“ გაიმართება, რომელიც საერთაშორისო გამოცემებმა The Guardian -მა და independent-მა 50 საუკეთესო სპექტაკლს შორის დაასახელეს.
აღნიშნული გამოცემების მიერ რეკომენდირებული 50 სპექტაკლი ედინბურგში, fringe ფესტივალზე წარდგენილი 3548 სპექტაკლიდან შეირჩა.
სულ ცოტა ხნის წინ, „ჩვენი თეატრის“ ერთმოქმედებიანი თოჯინური სპექტაკლი „პარადისო“ ერთ-ერთ ყველაზე

პრესტიჟულ თეატრალურ ფესტივალზე ედინბურგის Fringe-ზე იყო წარდგენილი და მნიშვნელოვანი წარმატებებიც მოიპოვა.
სპექტაკლის რეჟისორის ირაკლი ხოშტარიას ცნობით, „პარადისო“ აღნიშნული გამოცემების მიერ რეკომენდირებული სპექტაკლები, ედინბურგის ფესტივალზე წარდგენილი 3000 სპექტაკლიდან შეირჩა.


image


„ედინბურგში ათი დღე ვითამაშეთ „პარადისო“ და როგორც ადგილობრივმა მედიამ, ისე საერთაშორისო პრესამ საკმოდ კარგი რეცენზიები გამოაქვეყნა ჩვენზე. რეკომენდირებულ 50 სპექტაკლის სიაში შეგვიყვანეს independent-მა და Guardian -მა . პოლონეთში კრაკოვის ქუჩის ფესტივალშიც მივიღეთ მონაწილეობა. სულ ახლახან მოწვევა მივიღეთ ჩინეთის თეატრალური ფესტივალიდან. . ჯერ ადრეა თქმა, მაგრამ საუბარია ამერიკაზეც. ვაპირებ ახალი სპექტაკლის დადგმას. პრემიერას წელს ვგეგმავ და ჩინეთშიც ორი სპექტაკლით წარვსდგებით. მაყურებელს შეუძლია 11 და 27 ოქტომბერს „პარადისო“ მოძრაობის თეატრში ნახოს. მოძრაობის თეატრთან უკვე ხუთი წელია ვთანამშრომლობ. „პარადისო“ მოძრაობის თეატრში დაიდგა, პრემიერაც აქ შედგა და ვფიქრობ ეს თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებულად გაგრძელდება“, - აღნიშნავს რეჟისორი ირაკლი ხოშტარია.



image


მოძრაობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის იოსებ ბაკურაძის თქმით, მათი თეატრი ხშირად უთმობს სცენას ნიჭიერ ადამიანებს
„ორი წლის წინ სპექტაკლ ”პარადისო”-ს პრემიერა მოძრაობის თეატრში შედგა და მთელი ეს პერიოდი რეპერტუარის ნაწილია. ბედნიერი ვარ და მიხარია ამ სპექტაკლის დიდი წარმატება ედინბურგის ფესტივალზე. იმედს ვიტოვებ, რომ ”ჩვენი თეატრის” არა ერთ პრემიერას ვნახავ მოძრაობის თეატრის სცენაზე“. -აღნიშნავს ბაკურაძე.



„პარადისო“ თოჯინების სპექტაკლია ერთ მოქმედებად. მოქმედი პირები ხანდაზმულთა თავშესაფრის სამი ბინადარი - პიპო, იშაი, სერ რობერტი და მომვლელი ქალი ბონიტა არიან. მოხუცები სხვადასხვა ნივთების გამოყენებით მუსიკის აწყობას ცდილობენ. ისინი გარკვეულ წინააღმდეგობებს აწყდებიან. ინსცენირებაში, მხიარული და სევდიანი სცენების მონაცვლეობით, გათამაშებულია მოხუცების ცხოვრების უკანასკნელი დღეები, მათი ხასიათების თავისებურებები.



საკონტაქტო პირი: მოძრაობის თეატრის პრესსამსახური
მარიამ ონეზაშვილი
ტელ: 599 18 07 44 / ელ-ფოსტა mari.onezashvili@gmail.com

0
4
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0