x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ექიმმა,რომელმაც სალომე ზურაბიშვილს 20 ათასი ლარი შესწირა, ამბობს, რომ მისთვის ხმის მიცემას არ აპირებს
image

ექიმი-გინეკოლოგი, ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგიური სექტორის ხელმძღვანელი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეანობა–გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნიკოლოზ(ნუკრი) კინტრაია, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს საარჩევნო კამპანიისთვის 20 ათასი ლარი ჩაურიცხა, აცხადებს, რომ მისი მხარდმაჭერი არ არის.

"ბოლო ორი დღის განმავლობაში ძალიან ბევრი მეგობარი და ჩემთვის ძვირფასი ადამიანი დამიკავშირდა, ისინი, ვისაც ჩემზე გული შესტკივა და მაფასებს. მათ შორის ისეთებიც, ძალიან დიდი ხანი რომ არ მინახავს. მათ მიერ დასმული კთხვები გავაერთიანე და მინდა ყველას ერთად გავცე პასუხი:
1. პრეზიდენტის არჩევნებზე ვაპირებ მისვლას?--ვაპირებ.
2. ხმას სალომე ზურაბიშვილს ვაძლევ?-- არა.
3. ვის მივცემ ხმას? - დაველოდები საარჩევნო კამპანიის დამთავრებას და მერე გადავწყვეტ. ჯერ დრო ბევრია.
4. ამას გულწრფელად ვამბობ? - დიახ.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ამ სტატუსს ჩემი მეგობრებისთვის ვწერ. გამგები გაიგებს. ვინც ვერ გაიგებს კიდე, ყველას შეგეწიოთ უფალი."- წერს კინტრაია სოციალურ ქსელში.



image



როგორც ცნობილია გასულ კვირას სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიისთვის ღუდუშაურის და ჩაჩავას კლინიკის ექიმებმა ჯამში 200 ათას ლარამდე ჩარიცხეს.









0
277
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
277
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0