x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508244
"გვიშველეთ" - ბუნტის მიზეზი ციხეში წამებაა?! ( +ვიდეო )

"გვიშველეთ" - რა გახდა ციხეში ბუნტის მიზეზი? ( +ვიდეო )

image
6 ოქტომბრიდან მოყოლებულული ქალაქ ომსკში არეულობაა. გადაკეტილია გზები, მობილიზირებულია პოლიცია და მათი იარაღები მიმართულია "კოლონიის" ეზოსაკენ. ბუნტის მიზეზად სახელდება "რეჟიმის" ცვლილება და მცირე ჩხუბი. თუმცა ეს ის ფაქტებია რაც ჩვენთვის არის ცნობილი, თუ რა მოხდა რეალურად ამას მალავენ.

შუა დღისას შენობის ერთ-ერთი "ხვრელიდან" გამოფინეს წარწერა "გვიშველეთ". ხალხის აზრით წარწერა დაწერილი იყო სისხლით. თანამშრომლები იტყობინებიან, რომ ეს უბრალოდ წითელი საღებავია, თუმცა საიდან გაჩნდა ციხეში წითელი საღებავი არავინ არ იცის. შემდეგში გამოფინეს სხვა წარწერაც "დაგვეხმარეთ", თუმცა ორივე მალევე ჩამოხსნეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბუნტის მიზეზი წამებაა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური პირები იტყობინებიან "ყველაფერი კარგადაა", ციხის ტერიტორიაზე მობილიზირებულია სპეც რაზმი და აშკარაა, რომ შტურმისთვის ემზადებიან.

დაახლოებით ექვსი საათისთვის გავრცელდა ახალი ბუნტის "მიზეზი": "რეჟიმის" სიმკაცრის შესუსტება, ციხის ტერიტორიაში თავისუფლად გადაადგილება და ტელეფონის ქონისა და გამოყენების თავისუფლება. დაპატიმრებულების ახლობლები ცდილობდნენ რაიმე მაინც გაეგოთ, თუმცა ამის მაგივრად მათაც აკავებდნენ. როგორც ცნობილია ექვსი ადამიანი წაიყვანეს: ხუთი ქალბატონი და ერთი მამაკაცი. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური პირები იტყობინებიან "ყველაფერი კარგად არის და დაშავებულნი არ არიან", მათი სიტყვის არ სჯერათ ახლობლებს, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მთავრობამ განაცხადა, რომდაშავებულთა რიცხვი ოცამდე აღწევს.

ერთ-ერთი პატიმარი, რომელიც 2010-1012 წლებში იჯდა ამ ციხეში, განაცხადა - "ბუნტი დაიწყეს, იმიტომ რომ უსამართლოდ ექცევიან მათ. ცემენ, დასცინიან და ართმევენ მათთვის განკუთვნილ "წერილებს". მათ უკვე აღარ შეუძლიათ ამდენს გაუძლონ და შედეგიც სახეზეა. იყო ერთი შემთხვევა, როდესაც მე ვიყავი ამ კოლონიაში დედაჩემს დაურეკეს და შესთავაზეს გადაეხადა 2-3 ათასი დოლარი, იმისათვის რომ მე კარგად ვყოფილიყავი. და თუ ფულს გადაიხდი უფრო მეტს მოგთხოვენ. დღესაც ეს ხდება: ცემენ და ყველაფერს ართმევენ."



იხილეთ ვიდეო:









იხილეთ ასევე:


ვინ ან რა არსებობდა დიდ აფეთქებამდე? - მეცნიერები ხსნიან ღმერთის არსებობას ( +ფოტოები ) - ჯერ კიდევ 1, 600 წლის წინ თეოლოგი, ავგუსტინი, ცდილობდა "აეხსნა" ღმერთი სამყაროს შექმნამდე. ის კი მივიდა ასეთ პასუხამდე: დრო არის ღმერთის ერთ-ერთი ქმნილება და დრომე არ არსებობდა "წარსული".


image

წიგნი "ვლადიმერ პუტინი: ცხოვრების მწვრთვნელი" უკვე გაყიდვაშია - "რამდენად ხართ პუტინი?" - საკუთარი თავის განვითარებისთვის, ბრიტანეთში წიგნების სერიის გაყიდვები დაიწყო. წიგნის ავტორი თავიდან გვირჩევს გავიგოთ თუ "რამდენად ვართ ჩვენ პუტინი", და ამის მიხედვით გვაძლევს რჩევებს.

image

"მეცნიერების საშიში აღმოჩენა - ორგანიზმი გრძნობს სიკვდილის მოახლოებას - როგორ მივხვდეთ ამას?.." - არავინ იცის, თუ რომელი წამი იქნება ადამიანისთვის უკანასკნელი და როდის მოაკითხავთ მათ სიკვდილი. თუმცა, ხშირად, არის გამონაკლისები, როდესაც ადამიანები ხვდებიან და გრძნობენ სიკვდილის მოახლოებას.

image

0
125
26-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0