x
მეტი
  • 15.10.2018
  • სტატია:81644
  • ვიდეო:333732
  • სურათი:438826
სოფელ მირზაანში, ფიროსმანის მუზეუმის ეზოში ბიძაშვილების სახლი აღადგინეს

image


მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში, ნიკო ფიროსმანის სახლმუზეუმის ეზოში მდებარე ფიროსმანაშვილების ბიძაშვილების საცხოვრებელი სახლი მთლიანად აღდგენილია. როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, სრულად შენარჩუნებულია მისი პირველადი სახე.


პროექტი „ბიძაშვილების სახლის რეაბილიტაცია მირზაანში, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმში“ განხორციელდა სააგენტოს მიერ მომზადებული რეაბილიტაციის პროექტის საფუძველზე და მისი თანადაფინანსებით. მსოფლიო ბანკის გრანტი 37 300 ლარია, ხოლო დაახლოებით 15 ათასი ლარი მემკვიდრეობის სააგენტომ გაიღო.


„სააგენტოს მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების მიმართულება ფასდაუდებელ შრომაშია. დიდი მადლობა მათ, რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია, “ - ამბობს მემკვიდრეობის სააგენტოს უფროსი ნიკა ანთიძე.


image


„მუზეუმის ეზოში ბიძაშვილების საცხოვრებელი სახლის ნაშთები მოუვლელი იყო, რაც ტურისტების, თუ სტუმრების ჩამოსვლის დროს ამ უნიკალურ გარემოში გარკვეულ უხერხულობას ქმნიდა. მით უფრო, რომ ეზოში შესვლისთანავე ეს შენობა მდებარეობს და პირველ შთაბეჭდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც გადაწყდა, მისი რეაბილიტაცია მომხდარიყო. ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, კახეთში მოქმედი არასამთავრო ორგანიზაცია „ვეჯინი“-ს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადდა ერთობლივი განაცხადი ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, რომელიც გულისხმობდა მუზეუმის ტერიტორიაზე სოფელ მირზაანში, ფიროსმანის ნათესავების (ბიძაშვილების) სახლის რეაბილიტაციას. 2016 წელს შენობას ჩაუტარდა მხოლოდ კონსტრუქციული გამაგრების სამუშაოები, “ - განუცხადა გაზეთ „შირაქს“ მემკვიდრეობის სააგენტოს სამუზეუმო გაერთიანებებისა და მუზეუმ-ნაკრძალების განყოფილების უფროსმა, ირმა დოლიძემ.


ამას გარდა, ეზოში შესასვლელ კართან კიდევ ერთი პროექტის განხორციელლება იგეგმება. ახალი პროექტიც ირმა დოლიძის ორგანიზებულია. პროექტმა ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ კონკურსში უკვე გაიმარჯვა. ამ შემთხვევაში 144 000 ლარს ევროკავშირი დააფინანსებს, ხოლო 16 000 ლარს მემკვიდრეობის სააგენტო.


„შესასვლელის შენობა მრავალფუნქციურია და მასში განთავსებულია ბილეთების სალარო, მცირე ზომის სავაჭრო ობიექტი და საპირფარეშოები ვიზიტორებისთვის. შენობის გვერდით მოწყობილი იქნება ტურნიკეტების ნაკვეთურები ვიზიტორთა გასატარებლად და ტერიტორიაზე შესასვლელი ჭიშკარი ავტოტრანსპორტისთვის. ამ სერვისებს დღეს არ გააჩნია სპეციალურად განკუთვნილი სივრცე და მიმოფანტულია სამუზეუმო კომპლექსში შემავალ სხვადასხვა შენობებში, რაც მოუხერხებელი და რთულად საორიენტაციოა დამთვალიერებელისთვის, “ - ამბობს დოლიძე.


ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი HEKS/EPER-ის პროექტის, „მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითრებისთვის“ საგრანტო განაცხადების ორ ეტაპიანი განხილვისა და ტექნიკური შეფასების შედეგად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, პირველი საგრანტო კონკურსის 32 გამარჯვებული გამოვლინდა და შესაბამის საგრანტო ხელშეკრულებებს ხელი მოეწერა. საგრანტო კონკურსის ფარგლებში სულ 70 განაცხადი შევიდა კერძო თუ იურიდიული პირების მხრიდან.


გამარჯვებული პროექტებიდან ტურიზმის განვითარებაზე გაიცა – 7 გრანტი; სოფლის მეურნეობის განვითრებაზე – 5; სოციალური და საგანმანათლებლო სფეროს განვითარებაზე – 6 გრანტი; კულტურული სფეროს განვითარებაზე – 1, ხოლო დივერიფიცირებული ბიზნესის განვითარებაზე – 13 გრანტი.


ევროკავშირის თანადგომით ENPARD-ის II ფაზის ფარგლებში მიმდინარე პროექტს „მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური გავითარებისთვის (PROCEED)“ ახორციელებს HEKS/EPER საქართველო ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანასთან“ თანამშრომლობით. პროექტის მიზანია სიღარიბის შემცირება და ეკონომიკური ზრდის სტიმულირება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.

0
113
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0