x
მეტი
  • 20.10.2018
  • სტატია:81808
  • ვიდეო:333827
  • სურათი:438958
წელს ქართველი ხალხი ბოლოჯერ აირჩევს პრეზიდენტს, ანუ რას ითვალისწინებს ახალი კონსტიტუცია

image

2018 წლის 28 აგვისტოს ქართველი ხალხი ახალი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს ბოლოჯერ, თანაც, 6 წლის ვადით აირჩევს. თუ არაფერი შეიცვალა, 2024 წელს ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები, რის შემდეგაც მომდევნო პრეზიდენტი არჩეული იქნება პარლამენტის მიერ 5 წლის ვადით.


კონსტიტუცია, ანუ სახელმწიფოს უმაღლესი კანონი, მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობისთვის წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს საზოგადოებაში პიროვნების სამართლებრივ მდგომარეობას, საჯარო ხელისუფლების ორგანიზაციასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.


პირველი კონსტიტუცია დამოუკიდებელმა საქართველომ 1921 წლის 21 თებერვალს მიიღო, მაგრამ ქვეყნის გასაბჭოების გამო დოკუმენტს არ უმუშავია.


1921-1990 წლებში საქართველოში მოქმედებდა საბჭოთა რუსეთის მიერ თავმსხოვეული დოკუმენტი, რომელიც არ გამოხატავდა ქართველების ნებას. 1990 წელს ის შეცვალეს და "საქართველოს კონსტიტუცია უწოდეს.


დოკუმენტში მომდევნო ცვლილებები შევიდა 1991, 1992, 1995, 2004 (ამ კონსტიტუციამ პრეზიდენტის უფლებები ძალიან გაზარდა), 2010 (ამ კონსტიტუციამ კი პრემიერ მინისტრის უფლებები გააძლიერა და პრეზიდენტის შეასუსტა), 2013 (პრემიერის უფლებებიც შეიზღუდა) და 2017 (განისაზღვრა ქვეყნის მართვის საპარლამენტო მოდელი) წლებში.


2018 წლის 26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია ოფიციალურად მიიღო. ის ძველისგან შინაარსითა და ფორმით განსხვავება. სახელმწიფოს უზენაესი კანონის მიხედვით, მთლიანად იცვლება ქვეყნის მართვის მოდელი, სახელისუფლებო შტოებს შორის ძალთა ბალანსი და არჩევნების სისტემა.


გთავაზობთ რამდენიმე ხაზგასასმელ ცვლილებას ახალი კონსტიტუციიდან:

1. სახელმწიფო ჰიმნის, დროშისა და გერბის შეცვლა გართულდა.

2. სახელმწიფო შშმ პირებს განსაკუთრებულ პირობებს შეუქმნის.

3. კონსტიტუციამ ინტერნეტი აღიარა.

4. ქორწინება განიმარტა, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი.

5. მიწას განსაკუთრებული სტატუსი მიენიჭა.

6. სახელმწიფოს საგარეო კურსი დაზუსტდა (ევროკავშირისკენ და ნატოსკენ სწრაფვა).

7. საქართველოს მოქალაქისთვის სხვა ქვეყნის მოქალაქეობა აკრძალული აღარ არის.

8. პრეზიდენტის, დეპუტატისა და საკონსტიტუციო მოსამართლის ასაკი გაიზარდა. პრეზიდენტი უნდა იყოს მინიმუმ 40 წლის, დეპუტატი - 25 წლის, ხოლო მოსამართლე - სულ ცოტა, 35 წლის.

9. საქართველოს პროკურატურა დამოუკიდებელი ხდება და ემორჩილება მხოლოდ კანონს.

10. პარლამენტის 150-ვე წევრს ხალხი აირჩევს პროპორციული სისტემით.

11. ერთი და იმავე ადამიანის არჩევა საქართველოს პრეზიდენტად პარლამენტს მხოლოდ ორჯერ შეუძლია.

12. ქვეყანა ხდება საპარლამენტო მმართველობის, სადაც ძლიერი აღმასრულებელი ორგანო მთავრობა, ძლიერი ფიგურა კი - პრემიერ მინისტრი. პრეზიდენტი ამ ორ შტოს შორის არბიტრის და დამბალანსებლის ფუნქციას შეასრულებს.

image

ახალი კონსტიტუცია მომავალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდება. მისი უფლებები საგრძნობლად შესუსტდება. რომ დავაზუსტოთ, პრეზიდენტს არ ექნება უფლება, გაზარდოს პენსიები (ამ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს), დააფინანსოს სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და ახალგაზრდების განათლება (თუ თავისი ჯიბიდან არ გაიღებს ფულს), დაითხოვოს პარლამენტი მისი სურვილისამებრ, მოახდინოს გავლენა საბანკო საქმიანობაზე, მოაგვაროს დემოგრაფიული პრობლემა (შეუძლია, მხოლოდ სიტყვიერად მოუწოდოს ხალხს). ეს მაგალითები ახლანდელი პრეზიდენტობის კანდიდატების დაპირებებიდანაა მოყვანილი.


2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში პრეზიდენტობისთვის 25 კანდიდატი იყრის კენჭს. მართალია, პრეზიდენტს იმდენი უფლებამოსილება აღარ ექნება, მაგრამ ის ისევ იქნება ჩვენი ხმა და სახე მსოფლიოში. ამიტომ აუცილებლად წადით არჩევნებზე, რათა არ დაიკარგოს ან არ მიისაკუთრონ თქვენი ხმა. არჩევანის გაკეთებამდე კარგად დაფიქრდით, გაიაზრეთ, ვინ საუბრობს გულით და ვინ საუბრობს ხალხის მოსატყუებლად, მიიღეთ გონიერი გადაწყვეტილება. იმარჯვებს ის, ვისაც 50%-ზე 1 ხმით მეტი მაინც ექნება (სხვა შემთხვევაში, ჩატარდება მეორე ტური), ამიტომ, დაიმახსოვრეთ,

ყოველი ხმა მნიშვნელოვანია!

image


0
40
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0