x
მეტი
  • 15.12.2018
  • სტატია:83744
  • ვიდეო:334504
  • სურათი:441825
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც სიყვარული არ შეუძლიათ

image
ყველა ადამიანს არ შეუძლია ისეთი სიყვარული, როგორც წიგნებში წერენ. ადამიანები გრძნობას სხვადასხვანაირად გამოხატავენ, ზოგს კი სიყვარული საერთოდ არ შეუძლია. ასტროლოგები ასეთ 5 ზოდიაქოს ნიშანს გამოყოფენ.

ტყუპები

ტყუპებს რომანტიკა და „მე შენ მიყვარხარ“ ფრაზის თქმა შეუძლიათ. მათი სიყვარულის უუნარობა ეგოიზმზე დაფუძნებულ უსიამოვნო სიტუაციებში ვლინდება. ისინი ხშირად იტყუებიან და ერთ-ერთ ყველაზე მოღალატე ზოდიაქოს ნიშნად ითვლება. თუ იმ ადამიანს იპოვის, ვისთანაც ცხოვრების დაკავშირება სურს, ყველაფერს აკეთებს რომ ურთიერთობა დასაწყისში ბობოქარი და ნათელი იყოს, მაგრამ ეს აფეთქება შეიძლება ძალიან მალე განელდეს ან მთლიანად ჩაქრეს.

ტყუპები დინამიური ადამიანები არიან, ამიტომ იშვიათად სურთ ბავშვები, ქორწილი, ყოველდღიური რუტინა. თუ მათ დადებითი ემოციებით დიდი ხნის განმავლობაში უზრუნველყოფთ, თქვენით არ დაიღლება. სამწუხაროდ, ასეთ დროს ორისთვის შრომა მოგიწევთ, რადგან ტყუპებს უყვართ მიღება და არა გაცემა. მოგიწევთ შეეგუოთ იმას, რომ თქვენი ყველა მცდელობა ასიამოვნოთ მათ, მიიღება როგორც ვალდებულება. ტყუპებს პასუხისმგებლობის აღების ეშინიათ სწორედ ამიტომ ხშირად ეძებენ მიზეზებს, რომ სამსახურზე უარი თქვან და სახლში დარჩნენ.

თხის რქა

თხის რქა შრომისმოყვარეა, რომელსაც ხშირად სიყვარულისთვის საკმარისი დრო არ აქვს. თუ მეორე ნახევრის პოვნას ახერხებენ, მათგან სიყვარულის გამოხატვას ნუ დაელოდებით. ის მეწვრილმანეა და შეიძლება უბრალოდ დაავიწყდეს, რომ ვიღაცას ის უყვარს. ისინი პირად საქმეებში ერთვებიან და ახლობლები ავიწყდებათ. თხის რქა მოსაწყენი და ამასთან ამორფულია, სწორედ ამიტომ ურთიერთობაში ვნების ცეცხლის დანთება თავად მოგიწევთ.

მაშინაც თუ თხის რქას თავად უყვარდება, საყვარელ ადამიანზე უღიმღამოდ და უინტერესოდ ზრუნავს. მეორე ნახევრის მიერ სიყვარულის გამოხატულებას ვალდებულებად მიიჩნევს. თუ უკვე დაქორწინებული ხართ, კითხვაზე: "რატომ არ მაქცევ ყურადღებას?", თხის რქა გიპასუხებთ „ჩვენ დაქორწინებული ვართ, ასე არაა?“. ამ ჯიუტ ადამიანთან კამათი არ ღირს, რადგან მათთან კამათის მოგებას ვერ მოახერხებთ. დამატებით ნეგატივის დიდ დოზას მიიღებთ.

მერწყული

მერწყულს თავისუფლება და დამოუკიდებელი ურთიერთობის შეგრძნება უყვართ. მათ სურთ მარტივი სიყვარული განსაკუთრებული ვალდებულების გარეშე. ისინი მეორე ნახევრებს ყოველთვის დაეხმარებიან, ყოველთვის მხარს დაუჭერენ ადამიანს, მაგრამ ცუდ ურთიერთობას არ მოითმენენ. სიყვარული მათ შეუძლიათ, მაგრამ მხოლოდ დასაწყისში. კანფეტი პერიოდის დასრულების შემდეგ, მერწყული მოსაწყენ ადამიანად გადაიქცევა. ისეთი შეგრძნებაა, თითქოსდა თქვენ უკვე 10 წელია დაქორწინებული ხართ, ბევრი ბავშვი გყავთ და იპოთეკური სესხი და საკრედიტო დავალიანება გაქვთ.

მერწყული აფასებს ადამიანებს, მაგრამ სწრაფად ცივი ხდება. დროთა განმავლობაში საყვარელი ადამიანი მათთვის რაღაც არსებულად გადაიქცევა. ისინი არ მიატოვებენ მეორე ნახევარს მხოლოდ იმის გამო, რომ მოწყენილები არიან, რადგან მათ ეცოდებით. მერწყული ქარიზმის, ხიბლის და მახვილი გონების გამო შეიძლება შეგიყვარდეთ, მაგრამ რამდენიმე თვეში, მაქსიმუმ 1 წელში ეს გრძნობა ნელდება.

მორიელი

მორიელი ძალიან მკაცრია, მაგრამ მხოლოდ იმ დრომდე სანამ ბოლომდე არ გაგიგებთ. პირველ რიგში ადამიანი უნდა გაიცნონ, სანამ მას გულს გადაუშლიან. ქორწინებაშიც კი გარკვეული მიზეზის გამო ცოტა ხნით განცალკევება აუცილებელია. მის გაგებას მხოლოდ თვითონ შეძლებს. მორიელს გრძნობის გამოხატვა შეუძლია, მაგრამ მათი არაპროგნოზირება ურთიერთობის ყველა შთაბეჭდილებას აქრობს. მორიელის შესაყვარებლად მოთმინება გჭირდებათ.

მორიელის თავდასხმები შეიძლება სამუდამოდ გაგრძელდეს - მაშინაც უკვე ოჯახი შექმენით და ბავშვები გყავთ. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ძალიან ნელა უყვარდებათ, ამიტომ შეიძლება საერთოდ საპასუხო სიყვარულზე უარი გითხრან.

კირჩხიბი

კირჩხიბს არ უყვარდება - ის ოჯახის შესაქმნელად საუკეთესო ადამიანს ნახულობს. ისინი საკმაოდ რომანტიულები და საინტერესოები არიან, მაგრამ მხოლოდ ურთიერთობის დასაწყისში. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, მით უმეტეს ქორწინების შემდეგ, ისინი თქვენ დაგშორდებათ მაგრამ მხოლოდ იმ დოზით, რამდენის უფლებასაც მათ საღი გონება აძლევთ. ნათელ გრძნობებს ვერ მიიღებთ და თქვენი ცხოვრება ძალიან მოსაწყენი არ იქნება. კირჩხიბს ადამიანებზე ზრუნვა უყვარს, მაგრამ ნამდვილად გულწრფელად მათი სიყვარული არ შეუძლიათ.

კირჩხიბი მშვიდი და თბილი ადამიანია, მაგრამ როგორც ამბობენ ჭარბი ტკბილეულისგან პრობლემები იწყება. ზოგჯერ მეგობრებთან ურთიერთობა, დასვენება და სხვა ქალაქში წასვლის სურვილი გიჩნდებათ. კირჩხიბი რაღაცით თხის რქას ჰგავს, რომელსაც არ უყვარს სპონტანურობა, არამედ სურთ რომ ყველაფერი გეგმით გაწერილი იყოს. ინტიმური ცხოვრებაც კი გაწერილი აქვთ. ვნებას და ემოციას მათგან ვერ დაელოდებით.

0
288
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
288
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0