x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134332
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
„წლევანდელი თბილისობა გულის ამრევია“ - გივი სიხარულიძე საპატიო მოქალაქეთა არჩევის წესს აკრიტიკებს

image

.
„თბილისელი კაცი მე ვარ, გივი სიხარულიძე. თბილისში დაბადებული და გაზრდილი. თბილისობა ჩემთვის არის რიტუალი, რომელიც ოდითგან მოდის. რაც შეეხება დღევანდელ თბილისობას, ის ჩემთვის ცოტა გულისამრევიც კია, “ - ამის შესახებ გაზეთ „რეზონანსს“ მწერალმა და მსახიობმა გივი სიხარულიძემ განუცხადა.
.
იგი თბილისის საპატიო მოქალაქეების არჩევის წესსაც აკრიტიკებს.
.
„თბილისელობას ანიჭებენ ვიღაცეები... თბილისის საპატიო მოქალაქეს თბილისელები უნდა ირჩევნდენენ და არა რამდენიმე კაცი, კომისია და ა.შ. არ არის ეს სწორი. თბილისის საპატიო მოქალაქეს უნდა ირჩევდეს ხალხი და არა ვიღაცა 15-20 კაცი, “ - აღნიშნა სიხარულიძემ.
.
მისი თქმით, თბილისობამ ძველი ხიბლი და ბუნებრიობა დაკარგა, რაც მისთვის მიუღებელია.
.
„რაც შეეხება დღევანდელ თბილისელობას, ქუჩაში ეს ყველაფერი ხალხის მოტყუება უფროა, ვიდრე თბილისობა. კონცერტებზე ვხედავთ ერთი და იგივე სახეებს, არ შეიძლება ასე. ყველაფერი არის დადგმა და ის, რაც დადგმით არის, არაფერი არ ვარგა. თბილისობის დროს ყველაფერი უნდა იყოს ნატურალური, ნატურალიზმი კი დაკარგა ყველაფერმა, “ - განაცხადა გივი სიხარულიძემ.
0
768
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
768
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0