x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134505
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
ვაინახ ძმებს
image

სად არ გადახიზნეს ნებით თუ ურმებით,

რამდენი ომი და ვაება ნახეს

და როცა კვდებოდნენ ძველი აულები,


"ვოშოს" დასძახოდნენ ძმებს, ვაინახებს.


ომში სიკვდილს და სახელს იჩემებდნენ,

ძაძით იხორცებდნენ დაჭრილ მკლავებს, სვიანს,

შვილებს მგლებთან ერთად ზრდიდნენ იჩქერები

და ძმადნაფიცი ჰყავდათ კავკასია.


რასაც ვერ გაჰყარეს სწორედ ის მთებია,

მტერი სულ იყო და ახლაც არც ულევი!!!

დღესაც იმ დაბინდულ მთებში იზრდებიან,

ქისტის ვაჟები და ლერწამ ასულები.


სად არ გადახიზნეს ნებით თუ ურმებით,

რამდენი ომი და ვაება ნახეს,

და როცა კვდებოდნენ ძველი აულები

"ვოშოს" დასძახოდნენ ძმებს, ვაინახებს.


ლექსის ავტორი: ჯარჯი შუქიაური.

0
294
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
294
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0