x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მაპატიე დაო, შენი და ჩემი სიცოცხლე საქართველოს რომ შევწირე ტარიგად

image

შაბათს, მიმწუხრისას, ზარების რეკვამ გამოაფხიზლა ბუხრისპირად მთვლემარე მეფე. მცირე ხნის შემდეგ შემოესმა ფეხისხმა. მესტუმრეთუხუცესი ლანდივით წარსდგა მის წინაშე და მოახსენა:
მზიანეთიდან ჩამოსული იღუმენია გეახლათ ერთი... მეფემ იცნო ლიპარიტ ერისთავის ასული, წამოდგომა დააპირა, ბოლოს გარღვეულივით დაბარბაცდა და სელს მიაშურა. თავისი გრძელი მარჯვენა თავზე დაადო მის წინაშე მუხლმოყრილს და წარბმორჭმულმა უთხრა:
„მაპატიე დაო, შენი და ჩემი სიცოცხლე საქართველოს რომ შევწირე ტარიგად“..
როცა დედისიმედი დარბაზობიდან გაჰყავდა მესტუმრეთუხუცესს დავითმა შენიშნა: მხრისთავები უკანკალებდა შავოსანს“

0
360
3-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
360
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0