x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
10 რამ, რაც თურქეთში სტუმრობამდე უნდა იცოდე

დარიუშ ვალიზადე, იგივე Roosh V, 39 წლის ამერიკელი ბლოგერი და არაერთი წიგნის ავტორია. pickup-ის არტისტს საკუთარი ვებ-გვერდი, იუთუბ-არხი და ფორუმი აქვს. უმოგზაურია 30-ზე მეტ ქვეყანაში. ვნახოთ, როგორი შთაბეჭდილებით დაბრუნდა დარიუში თურქეთიდან: ''ალანიაში 11 დღე გავატარე. ანტალია ამ კურორტიდან 2 საათის სავალზეა. სამწუხაროდ, მოგზაურობამ იმედები გამიცრუა. გასული 5 წლის მანძილზე მსგავსი არაფერი მინახავს. სანამ თურქეთში წასვლას გადაწყვეტთ, აჯობებს, მისმინოთ:image1) კლუბში 1 გოგოზე 3, 5 ბიჭი მოდის

ამერიკული მედიის თქმით, თურქეთი დასავლურ გზაზე დგას, მაგრამ ასე როდია?! ათათურქის დროიდან მოყოლებული, თურქეთში სქესობრივი ცხოვრება მკაცრი და ტრადიციულია. უბრალო ფორმით გოგონას ვერ გაიცნობ. აქ ერთი ღამის ურთიერთობა ექვს თვეს ითხოვს... თურქი კაცები ნათესავების შიშით ქალს ზედმეტ სიტყვას ვერ უბედავენ. საქორწინო ხელშეკრულების გარეშე არსად დაედგომებათ, ამიტომ მათთვის უცხოელი გოგონები საუკეთესო ვარიანტია (იაფიც). პ.ს. მეუღლედ დამჯერი დიასახლისი წარმოუდგენიათ.

2) ბევრ თურქ გოგონას ვერ შეხვდებით

რა რთულია მათი მიზანში ამოღება და მითუმეტეს, ღამით განმარტოება. ნათესავებით გარშემორტყმულს კლუბში ვერ მიუხლოვდებით. ყველა თურქ გოგოს დაცვა ჰყავს! უმეტესი მათგანი დროს ოჯახთან ან შეყვარებულთან ერთად ატარებს. საღამოს, სეირნობისას 30+ ასაკის შინაბერებს წააწყდებით. დრო დილის საათებში იხელთეთ, როცა თურქ გოგონას მშობლები ნებას რთავენ, სახლიდან გავიდეს (მაგ. სუპერმარკეტში).

3) უცხოელი ქალების უმეტესობა შვედია

რაოდენ მცდარი დასკვნა გამიკეთებია შვედ გოგონებზე, როცა მათ ქერა ბომბები ვუწოდე... სტერეოტიპებმა არ შეგაცდინოთ. მე რაც ვნახე, თანამედროვე შვედი ქალი ტატუირებული ფუნთუშაა. მათ გვერდით გროტესკულ და ფლიდ თურქ კაცსაც ვერ ნახავთ. ვგონებ, აქ ჩამოდიან ქალები, რომლებიც საკუთარ მიწაზე კონკურენციას ვერ უძლებენ.

4) ყველაზე ლამაზი ქალი რუსია, მაგრამ მეტ-ნაკლებად მიუწვდომელი

რუსი გოგონები ჩვეულებრივ, მეგობრების და ოჯახის თანხლებით, ტურისტული სააგენტოთი მოგზაურობენ. შეიძლება კლუბში მოკრათ თვალი, ნახოთ, როგორ ეარშიყება ლამაზმანს სასტუმროს ავტობუსის მძღოლი. რუს ქალს საქმე ასარჩევად აქვს... ამბობენ, მაგარ დროს ატარებენო, თუმცა არ მინახავს. თქვენდა გასაკვირად, ბევრი თურქი მამაკაცი რუსულად საუბრობს.


5) თუ ჩემსავით გამოიყურები, თურქეთში არ ჩახვიდე imageუამრავი ბიჭია ესპანელის, ბერძენის და იტალიელის გარეგნობით. თურქი კაცების მომხიბვლელი ფიგურა, სტილი, ვარცხნილობა და კუნთები კარგა ხანია აქაურ ქალებს აღარ აოცებთ. ქერაც რომ იყო, თურქი გოგოს კეთილგანწყობის მისაღებად გარჯა მოგიწევს. არჩევანს მდედრობითი სქესი აკეთებს. უარყოფილები შვებას ალკოჰოლში და ფეხბურთში ჰპოვებენ. ყოფილა შემთხვევა, ერთ ქალს 10 კაცი მიახლოებია გაცნობის სურვილით, თანაც ისეთები, უარი რომ ეზიზღებათ.

6) თურქეთი კარგი ადგილია დაბალი თვითშეფასების მქონე გოგონებისთვის

სანამ გამომწვევი ქალები თურქებს გაურბიან, შეუხედავები მათზე ბევრად სიმპატიურებთან რჩებიან. უნდა გენახათ, თურქ წარმოსადეგ ძმაკაცებს როგორი უგვანო ქალი ახლდათ. ასეთ გოგოს 10 წუთით გამოველაპარაკებოდი და მერე გავეცლებოდი, ისინი კი, მთელი ღამე არ მოშორებიან (ღიმილი, ცეკვა, ხუმრობა, ტყუილები). თურქებს ესმით, რაოდენ მნიშვნელოვანია სასურველი ქალის მეგობრებთან კარგი დამოკიდებულება.

7) თურქი ბიჭები ჯგუფურად დადიან

ჩვეულებრივ, ამ ჯგუფში ერთი ბიჭი ''თარჯიმანია'', დანარჩენებს უცხოელ მანდილოსანთან საუბარში ეხმარება. მეორე მათგანი წამყვანი მასხარაა, მოცეკვავე და ენერგიით სავსე. ერთს თვალი გარეთ უჭირავს, იქნებ სხვა ჯგუფში ამორძალი გამოჩნდაო. თურქებს მარტოხელა მგლის თამაში არ მოსწონთ, გუნდურად მუშაობენ და ინდივიდუალურ ძალებს იყენებენ.

8) გოგოს გასაცნობად ყველაზე ხელსაყრელი ადგილი სასტუმროა

პირველ ორ ღამეს ვერ შევძელი, ღირსეული გოგო მეპოვა. შუადღით, აუზში ყოფნისას, ბევრად მეტი შანსი იყო, მაგრამ არც ისე სოლიდური. ნეტავ, ოთახი უფრო დიდ საკურორტო ზონაში დამეჯავშნა, მთელი დღე აუზში ვინებივრებდი... თურქეთში ყოფნით დავისვენე, მაგრამ ცხელ-ცხელი რომანის გარეშე დავრჩი.

9) თურქი კაცები შარმიანები და მხიარულები არიან

მათთან მოკლე დროში იგრძნობ თავს კომფორტულად, უშუალო ხალხია, სისხლი უდუღთ. ბავშვობაში დედას ვუთხარი, მამაჩემივით ''ცივი'' ვარ-თქო და არ შევმცდარვარ.. ტიპიურ თურქთან შედარებით, მოსაწყენი რობოტი მეთქმის. ალბათ, ამიტომ გავცვალე სამხ. ამერიკა აღმ. ევროპაზე. პ.ს. გამიმართლა, რომ ჩემი კამპანიანი ქალები ''გახსნილი'' ევროპელები არიან.

10) ალკოჰოლურ სასმელს ოქროს ფასი ადევს

ღამის კლუბებში არაყი დაახლოებით $10 ღირს. ტურისტისგან განსხვავებით, თურქი კლიენტი ე. წ. საიდუმლო მენიუში ფასდაკლებით სარგებლობს, თანაც, შეუძლია თანხა მოგვიანებით გადაიხადოს. ადგილობრივები შენში ღიმილს კი არა, საფულეს ხედავენ. თურქებს სურთ, ტურისტული თამაშებით ჯიბე დაგიცარიელონ. ერთ თურქულ ღირსშესანიშნაობაზე ასობით ქაბაბის მაღაზია მოდის და მათხოვარი შემწეობას დღეში 5-ჯერ გთხოვს''.

0
383
1-ს მოსწონს
ავტორი:- ლანა -
- ლანა -
383
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0