x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
შურისძიება არ იჩქარო და არც დაივიწყო
image

ვაინახური გამონათქვამი: "Сиха1 ма ле, Вица1 ма ле" (სიხა1 მა ლიე, ვიცა1 მა ლიე) რაც ასე ითარგმნება: "შურისძიება არ იჩქარო და არც დაივიწყო".

ბოლო პერიოდში ვაინახურ საზოგადოებაში თანდათან ქრება სისხლის აღება, მასიურად ხდება მოსისხლეების შერიგება.

სისხლის აღების ინსტიტუტს ღრმა ფესვები გააჩნია, მას ჩეჩნურ და ინგუშურ ენაზე ეწოდება "ჭირ". მკვლელობის შემთხვევაში მთელი ოჯახი ან თეიფი (გვარი) იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს. სისხლი შთამომავლობიდან შთამომავლობას გადაეცემოდა.



ვაინახური საზოგადოების მიერ შემუშავებული მორალურ-ეთიკური ნორმების თანახმად, სასტიკად იკრძალებოდა მოსისხლის მოკვლა მოულოდნელად, გაფრთხილების გარეშე, ზურგიდან და მითუმეტეს უიარაღოსი, დაბმულის, ავადმყოფის, დაჩაჩანაკებული მოხუცის და განსაკუთრებით - არასრულწლოვანებას მიუღწეველი ახალგაზრდის. აკრძალული იყო მძინარე დამნაშავის მოკვლა, ნადიმის დროს, ნამაზის აღსრულებისას. არ შეიძლებოდა შურისძიება თუ მოსისხლეს გვერდით ქალი იმყოფებოდა, განსაკუთრებით თუ ეს მისი მეუღლე იყო.


ძველი ვაინახური ომის კანონი 8 აკრძალვაზე მოგვითხრობს:


- აკრძალულია ბავშვის სისხლი;


- აკრძალულია ქალის სისხლი;


- აკრძალულია მშვიდობიანი ადამიანის სისხლი;


- აკრძალულია ღვთისმსახურის სისხლი;


- აკრძალულია შუამავლის სისხლი;


- აკრძალულია იარაღის მოწამვლა კაცისთვის;


- აკრძალულია დატყვევებულის წამება;


- აკრძალულია ზურგში სროლა;

0
299
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
299
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0