x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
პუტინს აშშ-დან შხამიანი წერილი გამოუგზავნეს მოწამვლის მიზნით


image
რუსეთის პრეზიდენტს სასიკვდილო პაკეტი ამერიკული არმიის ვეტერანმა 39 წლის უილიამ კლაიდ ალენმა გამოუგზავნა. კონვერტში იყო აბუსალათინის თესლი, რომელიც შეიცავს მომწამვლელ ნივთიერებას რიცინს, რაც ადამიანისთვის ძალიან ტოქსიკურია.

KUTV- ის ტელეარხის ცნობით, მან ორი კვირის წინ თავის სახლის გვერდით მდებარე ფოსტის მეშვეობით გაგზავნა სახიფათო გზავნილი. ამ გზით გადაწყვიტა გაეგზავნა გზავნილი ვლადიმერ პუტინისთვის. ასევე ადრესატები აღმოჩნდნენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, პენტაგონის ხელმძღვანელი ჯეიმს მეტისი, დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II და აშშ-ის გენერალური პროკურორის ჯეფ სეშნსი. კონკრეტულად რა უნდოდა ყოფილ სამხედროს ყველა მათთვის გადაეცა, უცნობია.

მამაკაცი სამხედროდან გარიცხეს ფედერალური დაზვერვის თანამშრომლებმა.სასამართლო პროცესის დროს გაირკვა, რომ უილიამმა ინტერნეტში შეიძინა აბუსალათინის თესლი, რომელიც, ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისა მძიმე სიმპტომებს იწვევს, რასაც ლეტალური შედეგი მოსდევს.

ვეტერანს უკვე წაუყენეს ბრალი ხუთი პუნქტით. თუ სასამართლო ბრალდებულს ხუთივე პუნქტში დამნაშავედ ცნობს, მას მოუწევს ათეული წლები გაატაროს ციხეში.

0
324
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
324
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0