x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ნასა გვპირდება, რომ მარსზე გაფრენისას გზად მთვარეზე გაგვიმასპინძლდებიან

image
ნასამ გამოაქვეყნა ადამიანების მოგზაურობის დეტალები მარსზე. ეს ჩატარდება ორ ეტაპად.

პირველ ეტაპში შედის ოთხი პილოტირებული ფრენა კვლევისა და განვითარების მოდულის მიღბა, კვების წყაროს და ადამიანის საცხოვრებლის მოწყობა. ეს ფრენები 2018-სა და 2026-ს წლებს შუა გაიმართება.

მეორე ეტაპი დაიწყება 2027 წელს, როდესაც ნასა გააგზავნის მფრინავ ხომალდს კოსმოსის ღრმა სივრცეში მთვარეზე ეკიპაჟთან ერთად. ისინი მთვარეზე იცხოვრებენ ერთ წელიწადს, ხოლო, შემდეგ იმავე ხომალდით ეს ეკიპაჟი გაფრინდება მარსისაკენ.

მარსის არაკომერციული მარკეტინგის ინსტიტუტის დირექტორის პასკალ ლის განცხადებით, 25-წლიანი პროგრამა ერთი ტრილიონი დოლარი დაჯდება.


ამავე დროს, ის აღნიშნავს, რომ ეს არის სავარაუდო ციფრი და მაგალითად მოყავს "აპოლონის" პროგრამა, რომლის დროსაც 10 წლის განმავლობაში დაიხარჯა 24 მილიარდი დოლარი (დღევანდელი ინფლაციის გათვალისწინებით 197 მილიარდი).

ამავე დროს, პასკალ ლიმ განაცხადა, რომ რადგან მარსზე მოგზაურობა ბევრად უფრო რთული იქნება, ვიდრე მთვარეზე გაფრენა, ეს თანხა შეიძლება გაიზარდოს ორჯერ სამჯერაც.

სწორედ ამიტომ, ნასას ასტრონავტი ბაზ ოლდრინი, რომელიც მეორე ადამიანია, ვინც მთვარეზე ფეხი დაადგა, მიიჩნევს, რომ კოსმოსური პროგრამის გასანვითარებლად სააგენტო უნდა გადაიქცეს კერძო კომპანიად და უნდა შეწყვიტოს ISS- ს მოვლა-შენახვა, რაც წელიწადში 3.5 მილიარდ დოლარს შეადგენს

0
83
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0