x
მეტი
  • 15.10.2018
  • სტატია:81644
  • ვიდეო:333732
  • სურათი:438826
წლის უმნიშვნელოვანესი ბრძოლა-კონორ მაკგრეგორი vs ხაბიბ ნურმაგომედოვი

image
7 ოქტომბერს გამთენიისას UFC-ის წლის უმნიშვნელოვანესი ბრძოლა გაიმართება. კონორ მაკგრეგორი ხაბიბ ნურმაგომედოვთან მსუბუქი წონის ჩემპიონის ქამრის დაბრუნებას ეცდება. ალბათ გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ არცერთ მებრძოლს ასეთი რთული მეტოქე ჯერ არ ჰყოლია. განსხვავებული სტილების გამო, ცხადია, ორივე მებრძოლს თავისი უპირატესობა აქვს, თუმცა კონორ მაკგრეგორს მსუბუქი წონისთვის იმდენად გრძელი ხელები აქვს, რომ ეს უპირატესობა მას თითქმის ყველასთან ექნება. რაც, ერთი მხრივ, ამ უპირატესობას ცოტა ბანალურადაც აქცევს, მაგრამ, მეორე მხრივ, ამის გამო მის აღნიშვნაზე უარს ვერ ვიტყვით. კონორი დისტანციის კონტროლის თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია და ეს მიუხედავად იმისა, რომ ფეხით დარტყმებს არცთუ ისე ხშირად იყენებს, განსხვავებით იგივე სტივენ ტომპსონისგან, დონალდ სერონისგან თუ ლიუკ როკჰოლდისგან, რომლებიც მეტოქეს ფეხით მუდმივად ავიწროებენ ე.წ. კიკბოქსინგის დისტანციიდან. ხაბიბ ნურმაგომედოვს, რომლის ხელებიც ასეთივე სიგრძით არ გამოირჩევა, დიდი ალბათობით, კონორთან ახლო კონტაქტში შესვლა ძვირად დაუჯდება. მომენტის სწორად შერჩევა და ნოკაუტის ძალა ხაბიბ ნურმაგომედოვისგან დარტყმის მიღებას ალბათ არავინ ინატრებს, თუმცა, ამ თვალსაზრისით, კონორ მაკგრეგორი ცალსახად უფრო მაღალი ლიგაა. კონორს ბრძოლების 86 % პირდაპირი ან ტექნიკური ნოკაუტით აქვს მოგებული. თუ პროცენტიც არაფერს გეუბნებათ, გაიხსენეთ, რომ მაკგრეგორმა ნახევრადმსუბუქი წონის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლ ჟოზე ალდოს 13 წამში ნოკაუტით მოუგო. ნოკაუტით მოუგო ასევე დასტინ პორიესა და ჩად მენდესს. ძალის მხრივ, კონორს პრობლემა არ აქვს, თუმცა კიდევ უფრო მთავარი ღირსება, ეს ე.წ. თაიმინგია, რაც შეგვიძლია ვთარგმნოთ, როგორც მომენტისა და დროის იდეალურად შერჩევის უნარი. და თუ უძლიერეს დარტყმაზე პირველ რიგში მაკგრეგორი არ გაგვახსენდება, თაიმინგის თვალსაზრისით, ის შესაძლოა, საუკეთესოც კი იყოს. ხაბიბის აგრესიულობა და კონორის შემხვედრი დარტყმა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ხაბიბ ნურმაგომედოვის აგრესიულობა არის ის, რაც შესაძლოა, დაღესტნელი მებრძოლის პრობლემად იქცეს. აგრესიულად წინ წასული ხაბიბი ხშირად მეტოქისთვის ძალიან იხსნება, რაც ნამდვილი საჩუქარია იმ მებრძოლისთვის, რომელსაც კარგი შემხვედრი დარტყმა აქვს. კონორ მაკგრეგორი კი ამის ექსპერტია. მაიკლ ჯონსონიც და ედსონ ბარბოსაც, რომლებიც ხაბიბთან დამარცხდნენ, ნამდვილად კარგი სტრაიქერები იყვნენ, მაგრამ შემხვედრი დარტყმის თვალსაზრისით, მაკგრეგორი მათ ერთი-ორად აღემატება. ამიტომ იმით, რითიც ხაბიბი წინა ბრძოლებს იგებდა, შესაძლოა, მაკგრეგორთან წააგოს.ეს არის ვარაუდი, რომელსაც მივყავართ დღეს მაკგრეგორის გამარჯვებისკენ.

0
42
1-ს მოსწონს
ავტორი:დოზა26
დოზა26
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0