x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
მაკა ზამბახიძე ცოლად „მისტერ დედოფლისწყაროს“ გაჰყვა

image


ცნობილი მომღერალი მაკა ზამბახიძე, რომელიც ფართო საზოგადოებამ „იურმალას“ კონკურსზე გამარჯვების შემდეგ გაიცნო, დედოფლისწყაროელების რძალი გახდა. ვახო ჭუმბურიძესთან დაშორების შემდეგ მალევე გავრცელდა ხმები, რომ მაკას ცხოვრებაში ახალი მამაკაცი გამოჩნდა. მომღერალი ამ ფაქტს დიდხანს მალავდა და არც მის ვინაობას ამჟღავნებდა. თუმცა, ბოლოს მაინც გაჟონა ინფორმაციამ, რომ ამჯერად მისი რჩეული სპორტსმენი, მოჭიდავე მიშო ჩოხელი გახდა. ახლახან მაკამ მეუღლის სურათები საჯაროდ პირველად გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი 1 წელია დაქორწინდა, მათი საერთო ფოტოსურათები მხოლოდ ახლა გავრცელდა.


imageმიხეილ (მიშო) ჩოხელი 1992 წლის 7 აპრილს დედოფლისწყაროში დაიბადა და გაიზარდა. ის სოფელ ზემო ქედიდანაა და საშუალო განათლებაც ამ სოფელში, ზემო ქედის #2 საჯარო სკოლაში მიიღო. სპორტული ცხოვრება მან მცირე ასაკიდან დაიწყო, რის გამოც ადგილობრივი მედიის ყურადღების ცენტრში ხშირად ექცეოდა. 2013-14 წლებში მიშო ჩოხელმა ინტერნეტგაზეთ „ქიზიყის“ გამოკითხვის შედეგად, ხმათა უმრავლესობით „მისტერ დედოფლისწყაროს“ და „მისტერ სპორტის“ წოდება მიიღო.


ძიუდოისტი მიხეილ ჩოხელი სწავლობდა სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე. შემდეგ იყო საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრი. ერთხანს ის ბაქოსა და საბერძნეთშიც ცხოვრობდა. როგორც მიშო ჩოხელმა „ქიზიყს“ განუცხადა, ოცნებობს ოლიმპიურ ჩემპიონობაზე.


imageსოციალურ ქსელებსა და ტაბლოიდურ პორტალებზე ქორწილში გადაღებული ფოტოებიც გავრცელდა. მიშო ჩოხელს მაკას მეგობრებთან და თინეიჯერ ქალიშვილთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. ცნობილია, რომ ის „იქს ფაქტორის" კასტინგზე მაკას ქალიშვილს, სალომე ჩიტაძეს განსაკუთრებულად გულშემატკივრობდა. სალომეს და მიშოს კარგი ურთიერთობა აქვთ, ეს მათ კომენტარებშიც ჩანს. ჩოხელი ასევე მეგობრობს მაკას პროდუსერთან, კახა მამულაშვილთან და ლელა წურწუმიასთან, ლელა წურწუმიამ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში მასთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.


ბედნიერ წყვილს შორის 7 წლიანი ასაკობრივი სხვაობაა.

0
1427
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1427
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0