x
მეტი
  • 16.10.2018
  • სტატია:81645
  • ვიდეო:333730
  • სურათი:438826
თორნიკე ოქრიაშვილის ეფექტური "მაკრატელა" ბოლო წუთებზე

image
თორნიკემ უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა სევილიას კარში და ეს გოლი იყო ულამაზესი, როგორც ეს ფეხბურთის დიდ ვარსკვლავებს შეეფერებათ. ამისთვის მას სულ ოთხი წუთი დასჭირდა.

ევროპალიგის პირველ შეხვედრაში თორნიკე განაცხადშიც კი არ ყოფილა კრასნოდარის შემადგენლობაში. მეორე ტურში კი კრასნოდარი ერთ-ერთ ძლიერ ესპანურ გუნდს, სევილიას დაუპირისპირდა, ანგარიში 1:1 გახლდათ, როდესაც თორნიკე ოქრიაშვილი მოედანზე 84-ე წუთზე გამოჩნდა. აქვე აღსანიშნავია, რომ მას ტრავმების გამო დიდი პერიოდი გაუცდა. 88-ე წუთზე კი საჯარიმოს გათამაშების შემდეგ მან ეფექტური „მაკრატელათი“ გოლი გაიტანა და თავის გუნდს გაამარჯვებინა ანგარიშით 2:1. მართლაც რომ ნიჭიერი ახალგაზრდა ჰყავს თორნიკეს სახით საქართველოს ნაკრებს. წარმატებები ვუსურვოთ მას.


0
45
4-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
Mediator image
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0