x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ასლან მასხადოვის მიმართვა საქართველოს

image

მინდა მივესალმო მოძმე საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და მთელ მოძმე ქართველ ხალხს, მინდა გულწრფელი და თბილი მადლობა გადავუხადო მთელ საქართველოს მთავრობასა და ხალხს ჩეჩნეთის რესპუბლიკის მორალური მხარდაჭერისთვის ამ მძიმე და უთანასწორო ბრძოლაში რუსეთის იმპერიასთან. ვეხმიანები იმ მოვლენებს რომელიც ხდება ჩვენს მეზობელ საქართველოში. ჩვენთვის სულერთი არ არის ჩვენი ძმების და მეზობლების ბედი, ყველაფერი რაც ხდება დღეს ჩეჩნეთსა და საქართელოში ეს სარკესავით ირეკლავს მზაკვრულ პოლიტიკას რუსეთისა კავკასიაში. დღეს სამხრეთ ოსეთში იქმნება კონფლიქტი, ეგრედწოდებული რუსი სამშვიდობოები იკავებენ კონფლიქტის ერთ მხარეს, სეპარატისტების მხარეს, აძლევენ შეიარაღებას და საომარ ტექნიკას ოსებს. ჩეჩნეთი არ შედის რუსეთის ფედერაციაში, ჩვენ ვიბრძვით რომ შევქმნათ დამოუკიდებელი სახელმწიფო, ჩვენ გვინდა ნორმალური ურთიერთობები მეზობლებთან და რუსეთთანაც, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთი მიისწრაფვის რომ გამოეყოს საქართველოს და შეუერთდეს რუსეთს, ნათელია თუ ვისი იდეაა ეს, მე ვიცნობ აფხაზ ლიდერებს, შევხვდი მათ და ღიად ვუთხარი, რომ არ მესმოდა მათი ბრძოლის აზრი, როგორ უნდა გინდოდეს გამოეყო საქართველოს და შეხვიდე რუსეთის ფედერაციაში, ქართველებს და აფხაზებს ერთი ტრადიციები აქვთ, ქართველები კავკასიელები არიან და რუსები? რა ტრადიციებზეა საუბარი, იქ არაფერია, იქ არ არიან უხუცესები, იქ არ არის არანაირი რელიგია. ჩვენი მოხალისეების მონაწილეობა აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ, დიახ, ეს ძალიან ცუდი ფურცელია ჩვენი და საქართველოს ურთიერთობების, დღეს მე ვაღიარებ რომ ჩვენი ბიჭები მოატყუეს!!! და შემდეგ რუსეთმა აგრესია ჩვენს წინააღმდეგ განახორციელა. ჩვენი მოხალისეების მოქმედება არანაირად არ არის გამართლებული, ჩვენ ჩვენი ინტერესების წინააღმდეგ წავედით და ჩრდილი მიადგა საქართველოსთან ძმურ ურთიერთობას.


2004 წელი.

0
1869
3-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
1869
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0