x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ინტერპოლის პრეზიდენტი იძებნება -- სად გაუჩინარდა მენ ჰუნვეი?
image

.

საფრანგეთის სამართალდამცველმა ორგანოებმა ინტერპოლის პრეზიდენტის გაუჩინარების საქმეზე ოფიციალური გამოძიება დაიწყეს. როგორ სააგენტო Reuters-ი წერს, პოლიციას ინტერპოლის პრეზიდენტის მენ ჰუნვეის ცოლმა მიმართა.

.


ლიონში მცხოვრები მენ ჰუნვეის ცოლის თქმით, ის ქმარს სექტემბრის ბოლო დღეებიდან ვერ უკავშირდება. მისი თქმით, ის ბოლოს ჩინეთში გამგზავრების წინ ნახა.

.

64 წლის მენ ჰუნვეი - ჩინეთის მოქალაქეა. 2016 წელს ინტერპოლის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებამდე ის ჩინეთის უსაფრთხოების მინისტრის მოადგილე იყო.

.

ინტერპოლის გაუჩინარებული პრეზიდენტის მენ ჰუნვეის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ გამოცემა South China Morning Post-ი წერს. ამავე ცნობით, მენ ჰუნვეი ჩინეთში ჩაფრენისთანავე დაკითხვაზე გადაიყვანეს. ჯერ უცნობია, კონკრეტულად სად იმყოფება ინტერპოლის პრეზიდენტი და რა საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.


0
42
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0