x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
2019 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის - გაიგეთ რას გიქადით ღორის წელი
image










ასტროლოგია არის ერთ-ერთი ეზოთერული სწავლება (სფერო), რომელიც ადამიანის პიროვნებასა და მიმდინარე მოვლენებს ახასიათებს პლანეტის განლაგების მიხედვით. დღეს, საზოგადოებაში ასტროლოგიისადმი დაინტერესება დიდია, თუმცა ყოველკვირეული პროგნოზი არაა ასტროლოგია, ის ბევრად უფრო ფართო სფეროა.



image


მაშასადამე, ასტროლოგია შეგვიძლია მივიჩნიოთ სფეროდ, რომელიც იყენებს ზუსტ მეცნიერებას, ასტრონომიას, მათემატიკასა და სულიერ მეცნიერებას - "ეზოთერიკას". ფაქტობრივად, მასში შერწყმულია მატერიალური და სულიერი, ორი მეტად განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სამყარო. ზუსტი მეცნიერების მიხედვით თვლიან პლანეტის მოძრაობას, გადაადგილებას, მდებარეობას, ხოლო სულის მეცნიერების, ფსიქოლოგიისა და სხვა ეზოთერული სფეროების მეშვეობით ცდილობენ ახსნან ნებისმიერი მოვლენა თუ მახასიათებელი. შესაბამისად, ასტროლოგია ვერ იქნება ვერც სიცრუე და ვერც მეცნიერება, ის ორი მნიშვნელოვანი სამყაროს ნაზავია.


ძალიან ცოტა დრო დარჩა ძაღლის წელის გასვლამდე და ყვითელი ღორის წელიც ალბათ უკვე გზაშია. მოდით, ვნახოთ რა პროგნოზს აკეთებენ ვარსკვლავები და როგორი ცხოვრება და გეგმები ექნებათ ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ღორის წელში.






1. ვერძი.image


● პირველი ნახევარი (21 მარტი - 30 მარტი) - დროა, შეწყვიტოთ მარტოობა და დარდი. თუ პირადი ურთიერთობა ვერ აეწყო, ღორის წელი დიდ სიხარულს გპირდებათ. და, თუ ჯერ არ გიპოვიათ მეორე ნახევარი, წელს თქვენი ცხოვრება ახალ ეტაპზე გადავა.


● მეორე ნახევარი (31 მარტი - 10 აპრილი) - ვარსკვლავები ახალ წელს დიდებულ დახვედრას გპირდებიან. ყვითელი ღორი არნახულ გრძნობებსა და ვნებებს გპირდებათ, თუმცა, დროა გარეგნობაზეც იფიქროთ.


● მესამე ნახევარი (11 აპრილი - 20 აპრილი) - მოეშვით ორი კურდღლის დევას, რადგან გამოტოვებთ ყველაზე მნიშვნელოვანს. ყვითელი ღორი ვერძის ამ ნაკადს დიდ ოჯახურ ჰარმონიას და მშვიდობას პირდება.





2. კურო.image


● პირველი ნახევარი (21 აპრილი - 30 აპრილი) - თავბრუდამხვევი სიყვარული გელით და ახალ წელს თქვენი საფიქრალი მხოლოდ ოჯახის შექმნის და პირადი ბუდის მოწყობის გეგმები იქნება.


● მეორე ნახევარი ( 1 მაისი - 10 მაისი) - დროა ბავშვური ფიქრები შეწყვიტოთ და იფიქროთ ცხოვრებაზე. ალბათ გაშინებთ რუტინული ცხოვრება, თუმცა არ ღირს ნერვიულობა, რადგან ის ბევრად ლამაზი და კარგი იქნება, ვიდრე ამას მოელით.


● მესამე ნახევარი ( 11 მაისი - 20 მაისი) - ოცნებების ასრულების დროა!






3. ტყუპები.image


● პირველი ნახევარი ( 21 მაისი - 30 მაისი) - მოემზადეთ, 2019 წელს შეხვდებით "იმ ერთადერთს".


● მეორე ნახევარი (31 მაისი - 10 ივნისი) - დროა მარტოხელა ცხოვრებას უარი გამოუცხადოთ, რადგან ყვითელი ღორი გაფრთხილებთ, რომ ასე თქვენ შანსს გაუშვებთ.


● მესამე ნახევარი (11 ივნისი - 21 ივნისი) - ვარსკვლავები დაოჯახებას არ გპირდებათ წელს, თუმცა სერიოზული ურთიერთობისთვის დრო ნამდვილად მოვიდა.






4. კირჩხიბი.image


● პირველი ნახევარი (22 ივნისი - 1 ივლისი) - თქვენი შანსები, შეხვდეთ მეორე ნახევარს, მინიმალურია. თუმცა, ყოველი ახალი გაცნობა ღორის წელში, სასიამოვნო იქნება.


● მეორე ნახევარი (2 ივლისი - 11 ივლისი) - თქვენ რთული არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. თუ უკვე გყავთ მეორე ნახევარი, გაუფრთხილდით მას, რადგან ის ყველაზე საიმედო ლიდერი იქნება თქვენ სიყვარულში.


● მესამე ნახევარი (12 ივლისი - 23 ივლისი) - წელს სიყვარული თავბრუს დაგახვევთ. მხოლოდ ის ერთი ადამიანი, თქვენ ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს.






5. ლომი.image


● პირველი ნახევარი (24 ივლისი - 2 აგვისტო) - დროა დედამიწაზე დაბრუნდეთ და შეწყვიტოთ ამდენი მოთხოვნები - სრულყოფილი და იდეალური ადამიანები არ არსებობენ! ენდეთ გულის კარნახს, ღორის წელი მზიან დღეებს გპირდებათ.


● მეორე ნახევარი ( 3 აგვისტო - 13 აგვისტო) - გულშემატკივრების და თაყვანისმცემლების ტალღა ლომისთვის არ წყდება. მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი მეუღლეა.


● მესამე ნახევარი (14 აგვისტო - 23 აგვისტო) - მარტოობის გრძნობები დღითიდღე შემოგიტევთ, თუმცა პირადი ცხოვრების მოწყობის დროა. ხშირად გაერთეთ მეგობრებთან, ის ბედნიერება, სადღაც ახლოსაა.






6. ქალწული.image


● პირველი ნახევარი (24 აგვისტო - 2 სექტემბერი) - ყურადღების ნაკლებობას, ქალწული ნამდვილად არ განიცდის, მაგრამ არასწორი პიროვნების ყურადღების მიქცევის შანსი ძალიან დიდია. ნებისმიერ შემთხვევაში, არ უნდა იჩქაროთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები - საქორწინო ბეჭედი არსად გაიქცევა.


● მეორე ნახევარი (3 სექტემბერი - 13 სექტემბერი) - დროა შეწყვიტოთ თავგადასავლები, წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებრობა და უთანხმოება პარტნიორთან გამუდმებით გექნებათ.


● მესამე ნახევარი (14 სექტემბერი - 23 სექტემბერი) - ღორის წელში, დროა თქვენი ძველი კავშირები გაწყვიტოთ და მიიღოთ გადაწყვეტილება.




P.S. გაგრძელება იქნება . . .

8
26106
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
26106
  
2019, 17 აგვისტო, 22:00
ჩვენს საიტზე ძებნის გრაფაში თუ ჩაწერთ მსგავს სათაურს, ამოგიშლით ბევრ სტატიას და ნახავთ. მადლობა, რომ კითხულობთ ჩემს სტატიებს.
2019, 17 აგვისტო, 14:22
მეამეა გთხოვთ გააგრძელოთ , წინასწარ მადლობთ.))
2018, 12 ნოემბერი, 16:14
გაგრძელება აღარ დავწერე, ჩემს შემდეგ 2-ჯერ კიდევ დაიდო სხვა ავტორებისგან ასეთი სტატია და აღარ ვთარგმნე გაგრძელება.
2018, 12 ნოემბერი, 14:02
თევზებზესად არის
2018, 6 ოქტომბერი, 15:36
გაიხარე, ასევე, გუჯა ;)
2018, 6 ოქტომბერი, 14:25
წარმატებები მაკა
2018, 6 ოქტომბერი, 14:17
აუცილებლად დავწერ დღეს-ხვალ :)
2018, 6 ოქტომბერი, 11:24
კარგია, მოუთმენლად ველი მორიელის გამოჩენას :)
0 1 8