x
რა კავშირია სკრიპალების საქმესა და ლუგარის ლაბორატორიას შორის?

image

სკრიპალების მოწამვლის გამოძიებასთან ერთად საქმეში მოქმედ აგენტებთან დაკავშირებით ახალი დეტალებიც ვლინდება. ახლა უკვე ცნობილი ხდება, რომ ერთ-ერთი აგენტი, რომელმაც სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლა, რუსლან ბოშიროვი სინამდვილეში ანატოლი ჩეპიგაა.

ორმა ონლაინ ვებგვერდმა Bellingcat-მა და Insider-მა ჩაატარეს გამოძიება და სწორედ მათ დაადგინეს, რომ ანატოლი ჩეპიგა არის ГРУ-ს პოლკოვნიკი, ჩეჩნეთის ომის ვეტერანი და რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი - რუსეთის ფედერაციის გმირი.
გარდა სკრიპალების საქმის გამოძიებისა და მასში მოქმედი პირების ვინაობის
გავრცელებისა, სხვა რუსი აგენტების შესახებაც ვრცელდება ინფორმაცია, რომელნიც მოქმედებენ ევროპისა და ამერიკის ტერიტორიაზე.
გუშინ ნიდერლანდებმა ქვეყნიდან გააძევა ГРУ-ს ოთხი რუსი აგენტი, რომლებსაც ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაზე კიბერშეტევაში ადანაშაულებენ. უნდა ითქვას, რომ ეს ორგანიზაცია მუშაობდა როგორც სკრიპალების მოწამვლის, ასევე სირიაში, ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტებზე.

არსებული ინფორმაციით, მათ მანქანა გააჩერეს ორგანიზაციის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც სავსე იყო ელექტრონული მოწყობილობებით, მათ შორის იმ ხელსაწყოებით, რაც საჭიროა უკაბელო ინტერნეტზე გავლენის მოსახდენად.

ამ ფაქტიდან რამდენიმე საათში რუსი აგენტები უკვე შეერთებულ შტატებში გამოავლინეს და მათაც კიბერშეტევებში ადანაშაულებენ. შვიდ რუს აგენტს ბრალად დასდეს პენსილვანიის შტატში ბირთვულ ენერგოკომპანიაზე Westinghouse Electric-ზე ჰაკერული თავდასხმის მცდელობასა და მათი მონაცემების მითვისებაში.

გარდა ამისა, საერთაშორისო საზოგადოებაში მუდმივად არის საუბარი იმის შესახებ, რომ რუსეთმა სირიაში გამოიყენა ქიმიური იარაღი, განსაკუთრებით კი დუმასა და სხვა ქალაქების აღებისას.


რით უნდა უპასუხოს ამ ყველაფერს რუსეთმა ან უფრო ზუსტად ვლადიმირ პუტინმა? განაგრძეთ კითხვა

0
166
1-ს მოსწონს
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0