x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
უცნაური ექსპერიმენტი-მიწაში ღრმად ჩამარხეს სამი მანქანა- "ჟიგული ვაზ 2101", გერმანული "Audi" და იაპონური "Toyota Corsa" ამოთხრის მერე კი 2 მათგანი დაიქოქა

image ადამიანის ფანტაზიას საზღვარი, რომ არა აქვს ამ სტატიაში განვითარებული სიუჟეტიდანაც ჩანს.
რუსეთში იუთუბ არხის "Гараж 54"-ის ავტორებმა და წამყვანებმა ჩაატარეს მეტად უცნაური ექსპერიმენტი, რომელიც საინტერესოა თავისი აზრობრივი დატვირთვით და შინაარსით.
2017 წელს სექტემბრის თვეში, მათ ერთი წლით რუსეთის თითქმის დაჭაობებულ ნიადაგზე ღრმად ჩამარხეს სამი მანქანა: საბჭოთა წარმოების "ჟიგული ვაზ 2101", გერმანული "Audi" და იაპონური "Toyota Corsa". ექსპერიმენტის მონაწილეები მოუთმენლად ელოდნენ განსაზღვრული ვადის გასვლას რათა ენახათ, თუ რა მდგომარეობაში დახვდებოდათ, მაღალტენიან ნიადაგში ჩამარხული მანქანები და რაც მთავარია განეხორციელებინათ ექსპერიმენტის მთავარი მიზანი-ეცადათ მთელი წლით მიწაში ღრმად ჩამარხული მანქანების დაქოქვა.
დადგა ის დღეც როცა ექსპერიმენტის მიხედვით დათქმული ვადა ამოიწურა და ექსპერიმენტის ავტორებმა, მეგობრებთან ერთად ამოთხარეს სამივე მანქანა, მათ ამისათვის გამოიყენეს ექსკავატორი, ხოლო მანქანების ამოთხრის მერე მოუწიათ ბარით და ნიჩბით საკმაოდ შრომატევადი საქმის შესრულება.
მანქანებს გაუწმინდეს დენის გამანაწილებელი, ანთების სანთლები ("სვეჩები"), გაწმინდეს კარბურატორები და დაიწყეს მანქანების დაქოქვის პროცესი, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს საბჭოთა წარმოების "ჟიგული" საკმაო გარჯის მერე დაიქოქა, რამაც ექსპერიმენტში მონაწილეების აღფრთოვანება გამოიწვია.
ასევე დაიქოქა იაპონური "Toyota Corsa", ხოლო "Audi" მცდელობის მიუხედავად ვერ დაქოქეს, რადგან როგორც აღმოჩნდა მანქანას ჯერ კიდევ ჩამარხვამდე ჰქონდა პრობლემები სტარტერზე, სტარტერის გარეშე კი მანქანის დაქოქვის ალტერნატიული გზა არ იყო.
ვიდეომ აღნიშნული ექსპერიმენტით 24 საათის განმავლობაში მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა, რაც ექსპერიმენტის უცნაურობით და საინტერესო დაბოლოების ნახვის სურვილით გამოიხატება სავარაუდოდ.

0
536
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
536
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0