x
მეტი
  • 15.10.2018
  • სტატია:81643
  • ვიდეო:333731
  • სურათი:438825
5 ნიშანი, რომ თქვენი კანი ნაადრევად ბერდება

imageკარგია, როცა ამა თუ იმ ასაკში კარგად გამოიყურებით, მაგრამ უკეთესია, თუ რამდენიმე წლით ახალგაზრდად გამოიყურებით.

კოსმეტოლოგების თქმით, ნაადრევი დაბერება ადამიანს პირდაპირ სახეზე აწერია, საჭიროა მხოლოდ, რომ დროულად დაინახოთ მისი ნიშნები და შესაბამისი ზომებიც მიიღოთ.

მაშ ასე, ნიშნები, რომლებიც კანის ნაადრევ დაბერებას გასცემენ:


1.მზის “პიგმენტური" ლაქები

imageმიზეზებს შორის, რომლებიც კანის ნაადრევ დაბერებას იწვევენ, მზეზე დიდი ხნით ყოფნა ლიდერობს. სამწუხაროდ, მზის ულტრაიისფერ სხივებს ჩვენს კანზე მავნე ზეგავლენა აქვს. თუ კანზე მუქი პატარა ლაქები შეამჩნიეთ, პირველ რიგში გააძლიერეთ კანის დაცვა მზისგან შესაბამისი კრემებით, გამოიყენეთ ნატურალურ-მათეთრებლიანი საშუალებები.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, შეამცირეთ მობილურით სარგებლობა. რიგმა კვლევებმა პირდაპირი კავშირი დაადასტურეს პიგმენტურ ლაქებსა და მობილურის ეკრანის ნათებას შორის.


2. კანის სიმშრალე

imageასაკის მატებასთან ერთად კანი თანდათან კარგავს ტენს და უფრო რთულდება მისი დეფიციტის შევსება. შედეგად, ის ქალებიც, კი, რომელთაც ახალგაზრდობაში ცხიმიანი კანი ჰქონდათ, ერთხელაც აღმოაჩენენ, რომ დროა მშრალი კანისთვის განკუთვნილი საშუალებები შეიძინონ. თუმცა, ასაკთან ერთად, კანიდან სითხის დაკარგვას ხელს უწყობს მზე, სტრესი, მოწევა, აგრესიული გარემო ფონი.

თუ სიმშრალის პირველი ნიშნები შეამჩნიეთ, დაიწყეთ შესაბამისი კრემებისა და ლოსიონების გამოყენება, რომელთა შემადგენლობაში შედის ომეგა, ქოქოსის ზეთი, კერამიდები და დიმეტიკონი. კვირაში ერთხელ, მთელი ღამით, გაიკეთეთ დამატენიანებელი ნიღაბი.

გახსოვდეთ, რაც უფრო მეტ ტენს იღებს თქვენი კანი, მით უფრო უადვილდება სიბერესთან ბრძოლა.


3. დაჭიმულობის შეგრძნება

image კიდევ ერთი მიზეზი, რაც კანის ნაადრევად დაბერებას იწვევს, მისი უხეშად გაწმენდა და მოვლაა.

თუ გაწმენდის შემდეგ კანის დაჭიმულობის შეგრძნება გაქვთ, საწმენდი საშუალება უნდა შეცვალოთ. შეარჩიეთ რბილი ქაფები და გელები, რომლებიც გაწმენდასთან ერთად, კანს დაატენიანებენ.


4. დაღლილად გამოიყურებით

imageროგორც კვლევები ამტკიცებენ, დაღლილი იერი შესაძლოა იმის გამომხატველი იყოს, რომ ბევრ შაქარს იღებთ.

თავის მხრივ, გლიცინაციის პროცესი, როდესაც შაქრის მოლეკულები სხვა მოლეკულებს უკავშირდებიან, ცილებს თავისუფალი რადიკალებისთვის ხელმისაწვდომს ხდის. თავისუფალი რადიკალები კი აფერხებენ კოლაგენის წარმოქმნას, რომელიც კანს სიმკვრივესა და ელასტიურობას უნარჩუნებს.


5. კანი ქაღალდს ჰგავს

image

თუ სიბერემდე ჯერ ადრეა, თქვენი კანი კი თხელ და მშრალ ქაღალდს მოგაგონებთ, ამას შესაძლოა ორი მიზეზი ჰქონდეს. პირველი-კალციუმის ნაკლებობა და მეორე- დარღვეული pH ბალანსი.

შეამოწმეთ კალციუმის დონე და დაიწყეთ დამატენიანებელი კრემების გამოყენება, რომლებიც პრობიოტიკებს შეიცავენ.




0
79
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0