x
image
გემი დალანდი
ქალის 7 თვისება, რომელზეც მამაკაცები პირდაპირ ,,დნებიან"
დროთა განმავლობაში მოდა, სტილი და სილამაზის სტანდარტები იცვლება, მაგრამ ქალის ეს 7 თვისება ყველა დროში და ყოველთვის აღაფრთოვანებს მამაკაცებს:

imageარა აქვს მნიშვნელობა როგორ გამოიყურებით, თუ ეს თვისებები ან მათი უმრავლესობა გაგაჩნიათ. მრავალრიცხოვანმა გამოკითხვამ, რომელიც მამაკაცებში ჩატარდა, გამოავლინა, რომ მათი ოცნების ქალს ეს თვისებები უნდა ჰქონდეს:


1. თავდაჯერებული

საზოგადოება ერთგვარ ზეგავლენას ახდენს ქალებზე, კარნახობს მათ ჩაცმის წესებს, საზოგადოებაში მოქცევის წესებს და ა.შ. ქალების უმრავლესობაც ამ დადგენილ სტანდარტებს ემორჩილება, მაგრამ მამაკაცებს სწორედ ის ქალი აღაფრთოვანებთ, რომელთაც ამ “დადგენილ სტანდარტებზე" თავისი შეხედულება გააჩნიათ და ბრმად არ იცავენ ნორმებს.


image

2. დამოუკიდებელი

დამოუკიდებლობას ბევრი სითავხედესა და სოციოპათიაში ურევს. სინამდვილეში, დამოუკიდებლობა გულისხმობს, თავად შეგეძლოს საკუთარ თავზე ზრუნვა სხვებისგან დამოუკიდებლად, იღებდე გადაწყვეტილებებს და ახორციელებდე მათ. ნუ იქნებით “ზვიგენი", ეს მეორე უკიდურესობაა, თუმცა, ქალი, რომელსაც ცხოვრებისეული მოვლენები სასოწარკვეთაში აგდებს, მამაკაცებს ასევე არ მოსწონთ.

უბრალოდ, მამაკაცებს ისეთი ქალი უნდათ გვერდით, რომელზე ზრუნვაც გამუდმებით არ მოუწევთ.


3. შეეძლოს საკუთარი აზრის გამოხატვა

“როგორც შენ იტყვი"-ეს ფრაზა, თუ ხშირად ესმის, უბრალოდ სასოწარკვეთაში აგდებს მამაკაცს

კიდევ ერთი შემთხვევა:

-აქამდე რატომ არაფერს ამბობდი?

-შენი წყენინება არ მინდოდა.

მამაკაცები იმ ქალებს აფასებენ, რომელთანაც გულახდილად შეიძლება ლაპარაკი და რომლებიც თავს არ აარიდებენ პასუხს და მდუმარედ არ იქნებიან.


4.ცეცხლოვანი

სექსს არ ვგულიხმობთ. უფრო სწორად, მხოლოდ მას არ ვგულისხმობთ. არ აქვს მნიშვნელობა რით ხართ გატაცებული: ჰობით, სამსახურით, სპორტით და ა.შ. მამაკაცებს მოსწონთ ისეთი პარტნიორი, რომელსაც რაღაც საქმე, მიზანი აქვს და თვალებში ცეცხლი უგიზგიზებს.


5. ამაყობს საკუთარი თავით

თუ თქვენი ძლიერი მხარეები იცით, თუ რამეთი ხართ გატაცებული და მას მთელი გულით აკეთებთ-ყოველთვის გექნებათ გამარჯვებები. და სრული უფლება გაქვთ იამაყოთ საკუთარი თავით.

არაფერია იმაზე მოსაწყენი სანახავი, ვიდრე ცოლი, რომელიც აღფრთოვანებას იმსახურებს, ის კი დაღვრემილი სახით დადის: “მაცადეთ, იმდენი საქმე მაქვს!"

შეჩერდით და მიიღეთ დამსახურებული ჯილდო და გარშემომყოფთა აღფრთოვანება, წინააღმდეგ შემთხვევაში რა განსხვავებაა თქვენსა და როობოტ-მტვერსასრუტს შორის?


6. პატიოსნება

მამაკაცები ურთიერთობაში უპირველესად პატიოსნებას აფასებენ. იყო პატიოსანი-ნიშნავს იყო პატიოსანი საკუთარ თავთან და ქმართანაც. ეს პატივისცემას და ნდობას იწვევს ურთიერთობებში.

თუ რაღაც საკითხი გაწუხებთ, უმჯობესია ამაზე მეუღლესთან ილაპარაკოთ, ვიდრე გაჩუმდეთ და მას რამე დაუმალოთ.

image

7.მზრუნველი

ზრუნვას დედობრივ გრძნობებში ნუ აურევთ. მამაკაცებს შინაგანად სირცხვილის გრძნობა სტანჯავთ, როცა ქალები მათ გვერდით ისე იქცევიან, როგორც მზრუნველი დედიკოები.

ზრუნვა-საკუთარი და პარტნიორის მოთხოვნილებების პატივისცემაა. ზრუნვით პარტნიორს იმაში უნდა დავეხმაროთ, რაც მას ყველაზე მეტად სჭირდებათ: იქნება ეს ცხელი სადილი, გულითადი საუბარი თუ უბრალოდ სიმშვიდის მიცემა.

ზრუნვა იმაშიც გამოიხატება, რომ საკუთარ თავზეც ზრუნავთ. მამაკაცს ნამდვილად არ უნდა ისეთი კომფორტი, თუ თქვენ ამის ხარჯზე გამოიფიტებით.



რათქმაუნდა ამ სიის პუნქტები ორმხრივი უნდა იყოს. თუ მხოლოდ თქვენ გაქვთ ეს თვისებები და მამაკაცისგან სანაცვლოდ არაფერს იღებთ, ასეთი ურთიერთობა განწირულია.


0
205
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
205
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0