x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ნინო ნეკერიშვილის ლექსები-ეძღვნება ნინა სტარკ-ნეკერის ხსოვნას

image
4 ოქტომბერს 34 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა ქართველი პოეტი და მთარგმნელი ნინა სტარკ-ნეკერის (ნინო ნეკერიშვილი), გთავაზობთ მის რამდენიმე ლექსს მისი შემოქმედებიდან.

image

არმაზი

ცოტაც გაუძელი და ავედით...
ქარი აქ ყოველთვის თავხედია,
ოღონდ მაინც უნდა მომეყვანე-

შეხედე აქედან რა ხედია!
ფოთლებს ქარიც არა, სიო არხევს

და ცელქი ბავშვივით წინ მიგვირბის,

უნდა გაგახარო, დამაცადე,

მინდვრის ყვავილების გიწნავ გვირგვინს.

არმაზი ასე საოცარი

არმაზობებზეც კი არ ყოფილა,

ნეტავ სიბერეში წამლის ნაცვლად

ამ დღის მოგონება მამყოფინა!

image

ფიქრი


ფარფატებს დილა,
წამწამებზე შერჩენია საღამოს ნაშთი,
ქვიშის საათში იწრიტება რებუსი დროის,
როცა არ გტკივა,
როცა გულგრილ ცხოველად დარჩი,
შენთან სიკვდილიც მოვალეობის გამო მოდის.

imageმზის გახსენება

საღამოს,
როცა გადამფრენი ფრინველებივით
ჩემი ფიქრებიც გაჰყვებიან საფრენ ბილიკებს,
მე ვიგრძნობ დაღლას.
ბედია, ალბათ, რომ მაქილიკებს,
ხოლო იმედის არქიპელაგს
ნისლები ფარავს...
მზე კი, ცხრათვალა, მახსოვს დიდი,
ძალიან დიდი,
როცა ალერსით
ცხელი ხელი გაყინულ შუბლზე
(მომაწვდინა და)
დამაფარა - როგორც პატარას.


image

მამას

მა,
მუხლზე სული შემიბერე,
ეზოში ხელი მკრეს, დავეცი.
თოვლზე დახატული ბაჭია
ჩემი ბავშვობისკენ გაიქცა.
მა,
შენი პატარა ნინუცა,
ახლა სევდიანი ქალია,
იმდენჯერ დაუშვა ხელები
უღონოდ... იმდენის ვალი აქვს...
მა,
შენი გულისთვის რამდენი
ვითმინე, რამდენსაც ავიტან...
გამიშვი... უფლება მომეცი
ზეციურ მამასთან წავიდე.
მა,
შენ ხომ იცი რა ძნელია,
ყოველთვის იარო სწორი გზით...
გამიშვი, რომ გზები ამებნეს
და ისევ ჩვენს სახლში მოვიდე...
მა,
შენი პატარა გოგონა
ახლა სულდაღლილი ქალია.

imageჩემოდანი

გუშინ მომადგა მოგონება - სევდის მაყარი,
ხანჯლების თაღში გამატარა, როგორც გელინო...
სხვისთვის მჭირდება- შემოვტეხო ძველ კაბას ბოლო
და უთქმელადაც გაგაგებინო -

არ მომიწონებს კირკიტა და აშარი თვალი,
სულ სხვანაირი სათქმელია ვიცი, მოდაში...
მომენატრაო -
დედის ხელმა ამოალაგა
ჩემი ბავშვობა - ჩაკეცილი ერთ ჩემოდანში.

0
117
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0