x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134415
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
ტიტანიკის დაღუპვის საიდუმლო, რომელზეც არ ლაპარაკობენ
image
თითქოს ტიტანიკის კატასტროფაში არ არსებობს საიდუმლოებები. უზარმაზარი, ახალი, იმ დროისთის სუპერ-თანამედროვე ოკეანის ლაინერი პირველივე მოგზაურობისას შეეჯახა უზარმაზარ აისბერგს და ჩაიძირა. ჰოლივუდმა ამ ტრაგედიას დაამატა რომანტიკულ ცრემლები.

თუმცა, გამოცანა ამ ისტორიაში არის, თან იმდენად გაუგებარი და წარმოუდგენელი გონებისთვის, რომ უბრალოდ ცდილობენ არ ისაუბრონ ამის შესახებ.

სანაპიროზე ტიტანიკის გამცილებლებს შორის იყო ერთი ადამიანი, რომელმაც მრავალი წლის განმავლობაში იცოდა, რა ბედი ელოდა ამ გემს. მან ეს იცოდა ჯერ კიდევ ტიტანიკის მშენებლობამდე და მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა, თავიდან აეცილებინა ყველაფერი, რაც მოხდა. სამწუხაროდ, უშედეგოდ.image
image

მორგან რობერტსონმა არ გაამხილა, თუ საიდან იცოდა, რომ მომავალში აშენდებოდა დიდი სამგზავრო გემი, რომელიც აისბერგს შეეჯახებოდა და ჩაიძირებოდა. არ უნდოდა გამხელა, თუ რაიმე მიზეზის გამო ვერ შეძლო, ეს მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ. რობერტსონი, როგორც ახლა ამბობენ, ჩვეულებრივი ადამიანი, ბოლო წლებში ცდილობდა დაერწმუნებინა კონსტრუქტორები, არ აეშენებინათ ხომალდი, მიეცათ გემისთის უფრო მეტი ძალა ან პირველი ცურვა მომხდარიყო სხვა ადგილას, მაგრამ უშედეგოდ. image



არგუმენტი ჰქონდა მხოლოდ ერთი – ფაქტი, რომ ამ ყველაფრის ხილვა ქონდა. მორგან რობერტსონმა ამის მერე დაწერა და გამოაქვეყნა რომანი. წიგნში მოთხრობილია, თუ როგორ აშენდება გიგანტური ლაინერი ზუსტად ისეთი მახასიათებლებით, როგორიც ტიტანიკს ჰქონდა (მომავალში ტიტანიკის მსგავსი მახასიათებლებით და ამ ტიპის გემები თითქმის არ აშენებულა).როგორ გაცურავს, როგორი მარშრუტი ექნება, როგორ შეეჯახება აისბერგს და როგორ დაიღუპება, როგორ ეცდება ერთი ადამიანი, რომ ეს ყველაფერი შეაჩეროს. რომანს ასეც ჰქვია –"ფუჭი", რომელიც ავტორის ფინანსებით დაიბეჭდა 1898 წელს.image

image

განსაკუთრებული ლიტერატურული მიღწევით ეს წიგნი არ გამოირჩევა და დიდი პოპულარულობა არ ჰქონია. მაგრამ ეს იყო გაფრთხილება–რომანი და ზუსტი აღწერა სამომავლო ამბისა. ამ რომანმა ყურადღება მიიპყრო მხოლოდ წლების მერე, 1912 წლის ტიტანიკის კატასტროფის შემდეგ. ამ დროისთვის რობერტსონი უკვე გარდაცვლილი იყო.

ტიტანი – ასე ერქვა რობერტსონის წიგნში ხომალდს, რომელიც ტიტანიკის ჩაძირვამდე თხუთმეტი წლით ადრე დაიწერა. რომანში რობერტსონი საოცარი სიზუსტით აღწერს ტიტანიკის კატასტროფის გარემოებებს.

0
550
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
550
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0