x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
იერუსალიმის კიბე
image

იერუსალიმში უკვე ასი წელია, რაც ეს კიბე დგას. მისი აღება კი არავის შეუძლია.

საქმე იმაშია, რომ ეს ხის კიბე "უფლის საფლავის ტაძრის" მარჯვენა ფანჯარაზეა მიყუდებული, რომელიც სომხეთის სამოციქულო ეკლესიის კუთვნილებაშია, ხოლო კარნიზი, რომელზეც კიბე დგას, ბერძნული ეკლესიის საკუთრებაა. კიბის თავის ადგილზე დასაბრუნებლად კი საჭიროა, ექვს ქრისტიანულ კონფესიას შორის, რომელთა კუთვნილებაშიც ამ ტაძრის სხვადასხვა ნაწილია, შედგეს გარკვეული შეთანხმება. რაიმეს დაძვრა, შეკეთება და საერთოდ, რაიმეს ხელის ხლება ამ ექვსი კონფესიის თანხმობის გარეშე შეუძლებელია.


image



ამგვარად, ეს კიბე გახდა სიმბოლო და უტყვი მოწმე ქრისტიანულ კონფესიებს შორის არსებული უთანხმოებისა.

კიბის თავის ადგილზე დადება კი, რომელიღაც ხელოსანს დაავიწყდა. არავინ იცის მისი სახელი და რაც ყველაზე მთავარია, არც ის იცის ვინმემ, თუ რომელი კონფესიის წარმომადგენელი იყო ეს პიროვნება.

0
185
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
185
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0