x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
უფროს-უმცროსის ურთიერთობა ვაინახებში

image


უფროს-უმცროსის ურთიერთობა ვაინახებში განსაკუთრებულია, შეიძლება ითქვას უნიკალური. უფროსის ნება-სურვილი კანონია არა მარტო ოჯახში, არამედ მთელს თემში, საზოგადოებაში. უფროსისადმი უპატივცემულობაში შემჩნეული ახალგაზრდა სამუდამოდ კარგავს ღირსებას და შერცხვენილია მთელი ცხოვრების მანძილზე. "ხნიერი კაცი (თუ ქალი) ოჯახში ბედნიერებაა" - იტყვიან ვაინახები და ამას უნერგავენ ბავშვებსაც.


ვაინახურ ოჯახში ბავშვებს პატარაობიდანვე ასწავლიან უფროსების პატივისცემას, მათ მიმართ მორიდებას, ყურადღებიან მოპყრობას. ბავშვს შეიძლება აპატიონ მშობლებისადმი ურჩობა, მაგრამ პაპის, ბებიის მოთხოვნათა შეუსრულებლობა დაუშვებლადაა მიჩნეული და ეს იციან პატარებმა. ოჯახის გარეთაც მოხუცები პატივისცემით სარგებლობენ: ახალგაზრდები ფეხზე დგებიან, როცა უფროსები მათ ახლოს გაივლიან, პირველნი მიესალმებიან, ამბავს გამოჰკითხავენ და თავიანთ მზადყოფნას გამოხატავენ მათი სურვილის შესასრულებლად.


უფროსს უფლება აქვს, შენიშვნა მისცეს ყველა უმცროსს, საერთოდაც რომ არ იცნობდეს და მის შენიშვნას ახალგაზრდა თავმდაბლად იღებს. სუფრასთან, საერთოდ ერიდება ახალგაზრდა უფროსთან დაჯდომას, თუ მოუწია, აუცილებლად ბოლოში დაიკავებს ადგილს. უფროსების საუბარში არ ერევა, თუ არ შეეკითხებიან, ან ნებართვას აიღებს და ისე იტყვის სათქმელს.

0
212
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
212
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0