x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
10 ფაქტი საკვები პროდუქტების შესახებ, რომელიც უნდა ვიცოდეთ

თითქოს, ყველაფერი ან თითქმის ყველაფერი ვიცით, იმ პროდუქტების შესახებ, რომელსაც მოვიხმართ. განსაკუთრებით მაშინ, თუ ყურადღებით ვკითხულობთ შეფუთვაზე მოცემულ ინფორმაციას. მაგრამ, არსებობს ათობით ფაქტები, რომელსაც შეუძლია, რომ ჩვეულებრივ პროდუქი ახლებურად დაგანახოს:



წინა საუკუნესთან შედარებით, ბროილერის ქათამმა ძალიან მოიმატა წონაში


image


უკანასკნელი 60 წლის მანძილზე, ქათმები «ძალიან გაიზარდნენ», განსაკუთრებით გაეზარდათ ზოგიერთი ნაწილი, კერძოდ — მკერდი და ბარკლები. ბევრი თვლის, რომ ამის მიზეზი ჰორმონებია, რომლითაც წიწილებს «ბერავენ». მაგრამ მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ ეს «აკრძალული პრეპარატების» გამოყენების კი არა, – გაუმჯობესებული მოვლის, სწორი კვების და დროული აცრების შედეგია.



გენმოდიფიცირებული პროდუქტების მოყვანა ქვეყნების უმრავლესობაში დაშვებულია


image


მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში, გენმოდიფიცირებული პროდუქტების მოყვანა აკრძალული არ არის, რადგან დღემდე არ არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ ასეთ პროდუქტს ზიანი მოაქვს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.



ნამდვილი ბალზამიკოს ძმარი იაფი ვერ იქნება


image


ნამდვილი ბალზამიკო (ყურძნის ძმარი) ახლადგამოწურული ყურძნის წვენისგან მზადდება. მისგან ჯერ ბადაგს ამზადებენ და წლების მანძილზე (მინიმუმ 3 წელი) კასრში ინახავენ. საუკეთესო ხარისხის ძმრის შენახვის ვადა — 100 წელია, რაც, რა თქმა უნდა, ფასზეც აისახება. ასე, რომ, ყურძნის ნამდვილი ძმარი, 2-3 დოლარი ვერ ეღირება!



ჩინური სამკითხაო ორცხობილა


image


სამკითხაო ორცხობილა ჩინურ სამზარეულოსთან ასოცირდება, მაგრამ ეს მხოლოდ მითია და ჩინეთში მისი ნახვა, ნამდვილად რომ შეუძლებელი იქნება. სინამდვილეში, ის იაპონური წარმომავლობის ამერიკელმა სამ-ფრანცისკოში შექმნა.



გვინდა თუ არა მწერებით ვიკვებებით



image


საკვები საღებავი კარმინი, რომელიც ასევე ცნობილი, როგორც საკვები დანამატი E120, გამოიყენება პროდუქტისთვის წითელი ფერის მისანიჭებლად. მაგრამ, ბევრისთვის უცნობია, რომ მას კარმინის მჟავისგან იღებენ, რომელსაც მდედრი კოშენილი (ჭიაფერი) გამოიმუშავებს.



პომიდვრის საწებლის (კეტჩუპი) შემადგენლობაში, შეიძლება პომიდორი არ იყოს


image
მიუხედავად იმისა, რომ პომიდორი ძვირი არ არის, მას სხვადასხვა სახის ტომატ-პასტების მოსამზადებლად, უფრო იაფიანი ინგრედიენტებით ცვლიან. მაგ., ისეთით, როგორიც ვასლის პიურეა (ამატებენ: ჟელატინს, საღებავს და სხვა საკვებ დანამატებს, შესაფეტისი გემოს და სუნის მისაღებად). როგორც დარგის სპეციალისტები გვირჩევენ, ნამდვილი და ყალბი საწებლის გასარჩევად, მის ფერს და კონსისტენციას უნდა დავაკვირდეთ. ნამდვილი საწებელი სქელი და წითელი ან მუქი წითელი უნდა იყოს.



ნახვრეტები კრეკერზე


image
კრეკერის ზედაპირზე ნახვრეტები დეკორატიულობის გამო კი არა, იმისთვის არის, რომ ცომიდან ჰაერი გამოვიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორცხობილა თხელი და ხრაშუნა არ იქნება.



შეფუთვაზე მითითებული კალორიულობა, შეიძლება ზუსტი არ იყოს


image
საქმე იმაშია, რომ პროდუქტების კალორიულობის დათვლის მეთოდი მოძველებულია და მასში არ ხდება ისეთი ფაქტორების გათვალისწინება, როგორიც ბოჭკოვანის შემცველობა ან პროდუქტის მონელების თავისებურებ არის. ასე, მაგ., მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მთელი ნუში 20 % ნაკლებად კალორიულია, ვიდრე აქამდე ითვლებოდა.



ზოგიერთი პროდუქტი შეიძლება მალე გაქრეს

image
სამწუხაროდ, გლობალური დათბობის და სხვა ფაქტორების გამო, ზოგიერთი პროდუქტი გაქრობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მათ შორის:

ზოგიერთი სახეობის ვაშლი, — რომელსაც უფრო მკაცრი ზამთარი ესაჭიროება, ვიდრე ბოლო პერიოდში არის.

ავოკადო — მისი მოყვანა არარენტაბელურია, რადგან მცენარეს დიდი რაოდენობით წყალი ესაჭიროება.

თაფლი — კლიმატის ცვლილების გამო, ფუტკრის პარაზიტები მრავლდებიან. გარდა ამისა, ფუტკარს ზიანს ჰერბიციდები და ინსექტიციდებიც აყენებს, რომლითაც ფერმერები მინდვრებს ამუშავებენ.

შოკოლადი — მეცნიერების განცხადებით, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, კაკაოს ხარისხი საგრძნობლად დაეცემა, მოსავალი კი 2-ჯერ შემცირდება.



საღეჭ კანფეტებში ის ცვილი შედის, რითაც ავტომობილებს აპრიალებენ (პოლირებას უკეთებენ)


image
საღეჭი კანფეტის შემადგენლობაში, – ჟელატინის, საკვები საღებავების და სხვა კომპონებტებთან ერთად, კარნაუბის ცვილიც (საპრიალებელი კრემი), შედის. ის პალმის ხისგან მიიღება და კვების მრეწველობაში, კოსმეტიკის და ავეჯის წარმოებაში და ავტომშენებლობაში გამოიყენება.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:imageმკვლელი გარემო

დავლიოთ თუ არა Coca-Cola? სასმელის საიდუმლო «ექსტრაქტი»

მკურნალობა თაფლით - 9 დაავადება, რომელსაც თაფლი ამარცხებს


0
649
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
649
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0