x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ჩინგიზ ყაენის იასების (კანონთა) კრებული
image

ჩინგიზ ყაენის "იასებს" (კანონთა კრებული) ჩვენ დრომდე არ მოუღწევია. არსებობს მხოლოდ სპარსელ და არაბ ისტორიკოსთა ნაშრომების საფუძველზე აღდგენილი მათი მუხლობრივი ტექსტი. ვერავინ ვერ ასახელებს მუხლთა თავდაპირველ რაოდენობას. მათი დადასტურებული ნაწილი ქვემოთ არის მოყვანილი:


1) მშიშარას, მატყუარას, მრუშს, მამათმავალს, ქურდს, მოღალატეს, ასაკისა და წარჩინებულობის და მიუხედავად - სიკვდილი.


2) მას, ვინც მოდავეთა შორის რომელიმეს ეხმარება, ასაკისა და წარჩინებულობის და მიუხედავად - სიკვდილი.



3) მას, ვინც ღია წყლის აკვატორიაში ან ცეცხლის ნაცარში შარდავს - სიკვდილი.


4) აკრძალულია ღია წყლის აკვატორიიდან ხელით წყლის დალევა - დაშვებულია მხოლოდ წყლის ამოღება ჭურჭლის მეშვეობით.


5) აკრძალულია წყლის აკვატორიაში ჭუჭყიანი სამოსის გარეცხვა, თუნდაც ტალახის გამო, იგი უვარგისია მოხმარებისათვის.


6) ვინც სამჯერ აიღო საქონელი და სამჯერ გაკოტრდა, მესამე ცდის შემდეგ - სიკვდილი.


7) ვინც ტუსაღს მისცა საკვები ან ტანსაცმელი, დამტუსაღებელის მიუხედავად - სიკვდილი.


8) ვინც გაქცეულ ტუსაღს დაიჭერს და არ გადასცემს დამტყვევებლებს - სიკვდილი.


9) ვინც პირუტყვს ყელს გამოჭრის ისე, რომ კიდურებს არ შეუკრავს და არ გაფატრავს, იმისათვის, რომ ხელი გულს მოუჭიროს - სიკვდილი.


10) აკრძალულია მოითხოვო ყოველივესაგან საერთო საქმისათვის მეათედზე მეტი, საგნებით, ადამიანებით ან პირუტყვით.


11) აკრძალულია მოითხოვო ღალა მკურნალებისაგან, მეცნიერებისაგან, მესაფლავეებისაგან და ნებისმიერი კულტის მსახურისაგან.


12) ნაბრძანებია ყოველი რელიგია თანაბრად იქნას პატივცემული და არცერთ მათთაგანს არ მიენიჭოს უპირატესობა.


13) აკრძალულია სხვისი ხელიდან ჭამა, სანამ თვითონ არ გასინჯავს, თუნდაც თავადი უმასპინძლდებოდეს ტუსაღს.


14) აკრძალულია ცეცხლზე გადაბიჯება, რომელზედაც შეჭამანდი მზადდება და ლანგარზე, რომელზედაც ჭამენ.


15) აკრძალულია განმარტოვებულად ჭამა, სხვებზე მეტის ჭამა და გვერდით მყოფთა გამასპინძლების გარეშე ჭამა.


16) ნაბრძანებია ჭამას შექცეულთა გვერდით მიმავალი ყოველი მხედარი უნდა ჩამოვიდეს ცხენიდან და მიირთვას მათთან ერთად მათ დაუკითხავად.


17) აკრძალულია ლაპარაკი ნებისმიერ საკითხზე, სიტყვაზე და საქმეზე, რომ იგი უწმინდურია - ყოველი რამ ერთნაირად სუფთაა.


18) აკრძალულია ქალისა და კაცის შრომის ან ქალთა და კაცთა მოვალეობების განსხვავება ომის დროს.


19) ნაბრძანებია, ყოველი წლის დასაწყისში, განურჩევლად ყველა ზრდასრული ქალიშვილის წარდგენა სილამაზის შეჯიბრზე.


20) აკრძალულია პირველი და მეორე ხარისხის ნათესავთა ქორწინება, მაგრამ მამაკაცს შეუძლია ცოლად მოიყვანოს ღვიძლი და.


21) ყოველი დაბადებული ბავშვი კანონიერია, მიუხედავად იმისა, ცოლისგან არიან თუ ხასისაგან და მამის მემკვიდრეები არიან.


22) ქონების გაყოფისას უფროსი ვაჟი უმცროსებზე მეტს იღებს, ხოლო უმცროსი მამის მემკვიდრეა.


23) მამის გარდაცვალების შემდეგ ვაჟიშვილი სრულად განაგებს მის მეუღლეთა ბედს, საკუთარი დედის გარდა.


24) ვინმეს მიერ მიცვალებულთა საგნების მითვისებისათვის, მისი კანონიერი მემკვიდრეების გარდა - სიკვდილი.


25) მხილებული დამნაშავე უნდა დასაჯოს ყოველმა, წარჩინებულობის, ასაკისა და წოდების მიუხედავად. დასჯის თავიდან აცილება თანამონაწილეობას უტოლდება.


26) აკრძალულია დამამცირებელი ან ფიზიკური დასჯა - მხოლოდ სამარცხვინო სახელი, განკვეთა ან სიკვდილი.


27) წარჩინებულობის, ასაკის ან წოდების მეშვეობით დასჯისაგან თავის არიდების მცდელობისათვის - სიკვდილი.


28) საყოველთაო კრებაზე ხალხის არჩევის გარეშე ბელადად გამოცხადებისათვის - სიკვდილი.


29) აკრძალულია თემთა და ხალხთა წინამძღოლების მიერ საპატიო ტიტულების ტარება - ყველა უნდა იწოდებოდეს მხოლოდ სახელით.


30) აკრძალულია ზავის დადება ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან, სანამ მტერი არ არის დამარცხებული ან არ ჩაბარდა ტყვედ. დესპანის მკვლელობისათვის - მთელი თემი სიკვდილით უპასუხებს.


31) მხოლოდ სამხედრო ტყვე და მისი ოჯახის წევრები შეიძლება მოექცეს ტყვეობაში, ხოლო ამ შემთხვევაში მონობა არ არის მემკვიდრეობითი.


image

1
368
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
368
  
2018, 6 ოქტომბერი, 6:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1