x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მეცნიერებმა სისხლის ანალიზის მომენტალური ტესტი შეიმუშავეს
image

ჰოლანდიელმა და იაპონელმა მეცნიერებმა გამოიგონეს სისხლის ანალიზის მომენტალური, მარტივი და იაფი ხერხი ქაღალდის ტესტის დახმარებით.


როგორც კვლევის პრეს-რელიზი იუწყება, პაციენტს ხარისხიანი დიაგნოსტიკისთვის სჭირდება ქაღალდის ნაგლეჯი, სისხლის წვეთი და ციფრული კამერა.


ეინდჰოვენის ტექნიკური და კეიოს უნივერსიტეტების სპეციალისტებმა შექმნეს სისხლის ანალიზის ახალი მეთოდი, რა დროსაც ინფექციურ დაავადებაზე სისხლის ანტისხეულები საპასუხო რეაქციას ახდენენ ვირუსის ან ბაქტერიების შეჭრის დროს.



ახალი ტესტი არის კვადრატული ფორმის ქაღალდი, სავარაუდო ავადმყოფმა "სამიზნეში" უნდა ჩააწვეთოს სისხლის წვეთი, დაელოდოს 20 წუთი და შემდეგ ქაღალდი ამოატრიალოს, შეხედოს სამ მანათობელ ლაქას(ყოველი ფერი პასუხისმგებელია ანალიზის პასუხზე).

image

მუშაობა "დიაგნოზის დასმაზე" სისხლის დაწვეთებისთანავე იწყება, სისხლში ერევა განსაკუთრებული "სენსორი"-ლიუმინესცენტური ცილები-რომელიც ჰოლანდიელმა სპეციალისტებმა შეიმუშავეს, ცილა საჭირო ანტისხეულებთან შეჯახების შემდეგ იწვევს რეაქციას, რომელიც ლურჯი ფერით გამოიხატება.

image

"ბიოქიმიური რეაქცია საშუალებსა იძლევა ქაღალდის უკანა მხარეს გაანათოს ლურჯი ან მწვანე შეფერილობით, რაც უფრო ლურჯია ტესტი, მით უფრო მაღალია ანტისხეულების კონცეტრაცია"-აღნიშნა კვლევის ხელძღვანელმა მაარტენ მერკქსმა(Maarten Merkx).


ადამიანი თუ არაინფიცირებულია, ანუ დაავადებული არ არის, ქაღალდის სამიზნე მწვანე ფრად გაანათებს.


0
77
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0