x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
"..პოლიტიკა პოლიტიკოსმა უნდა აკეთოს და არა- ფულის ტომრებმა,..."
image
"ყიფიანი-ივანიშვილი-ოქუაშვილი-ფარცხალაძის ეპოპეაზედ:

ამიტომ, ჩემო ბატონო, ვაჭრის ადგილი არ არის პოლიტიკაში! ახლა მაკიაველის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატები არ მინდა, რა... არც ვაჭრის პროფესიას ვაკნინებ ფუქსავატი, უმაქნისი ქართველი თავადებივით, დედაქალაქის ეკონომიკური ცხოვრება რომ უცხოტომელებს ჩაუგდეს ხელში საკუთარი უნიათობით...

უბრალოდ, პოლიტიკა პოლიტიკოსმა უნდა აკეთოს და არა- ფულის ტომრებმა, რომელნიც მთავარ დიდვაჭარს თითის ამწევებად, სტატისტებად უზიან პარლამენტის დარბაზში და რომელთაც ერთი სიტყვა არ უთქვამთ ტრიბუნიდან, ერთი კანონის შემუშავებაში არ მიუღიათ ნაწილეობა, ერთი რაიონის გასაჭირზე არ ულაპარაკიათ საქვეყნოდ. მათი არსებობის აზრი მხოლოდ ფულის კეთება და საკუთარი "ლავკის" დაკრიშვაა ნეპოტიზმის, კორუფციის, ჩალიჩის და გახოდვის გზით ისევ ამ ხალხის ხარჯზე. ჰო, დამავიწყდა, რომ ოთხწლიანი უსაქმურობისთვის პენსიაც ამ ხალხის ხარჯზე ექნებათ ცხოვრების დასასრულამდე.

პოლიტიკოსი ხელისუფლებაში მოდის, კი, ბატონო, ძალაუფლების წყურილით, მაგრამ პოლიტიკოსი ამავდროულად ალტრუისტიც უნდა იყოს. მისი მოსვლის მიზანი უკეთესი, უფრო თანასწორი, სამართლიანი, უფრო ინკლუზიური გარემოს შექმნა უნდა იყოს. ვაჭრის მიზანი კი მხოლოდ საკუთარის განვითარება და სხვის ჩაძირვაა. და ეს ბუნებრივია, უბრალოდ მიხვედრა და ტვინის განძრევა უნდა და არა ზღაპრების დაჯერება.


ჰასკაცარ, ერო?

ეჰ, ღმერთო ჩემო, სულ ძილი, ძილი, როსღა გეღირსოს ჩვენ გაღვიძება.." - ცოტნე გამსახურდია

0
83
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0